მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

VIP Warehouse თბილისში ახალ სასაწყობე კომპლექსს ხსნის

news image

VIP Warehouse / ვიპ საწყობი საკუთარ ინფრასტრუქტურას აფართოებს. როგორც Business Insider Georgia-სთან VIP Warehouse-ის დამფუძნებელმა გიორგი ლომთათიძემ განაცხადა, მან პარტნიორებთან ერთად თბილისის შემოვლით გზაზე, თბილისის გეზ-ის უკანა ტერიტორიაზე, სასაწყობე მეურნეობის მშენებლობა უკვე დაასრულა და საწყობი ოპერირებას დეკემბრის პირველ რიცხვებში დაიწყებს. ახალი საწყობი მდებარეობს ასევე Tbilisi Outlet Village-ის მიმდებარედ.

„კონსტრუქცია უკვე აშენებულია და მიმდინარეობს ჩაბარების სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. ამისთვის დაახლოებით 2–3 კვირა დაგვჭირდება და ამ პროცედურის დასრულების შემდეგ დავიწყებთ მის გაქირავებას.

საწყობი საკმაოდ კარგ ლოკაციაზე მდებარეობს, რაც მის კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო ზრდის,“ - განმარტავს გიორგი ლომთათიძე.

ახალი საწყობის მშენებლობაში, რომელიც 15 ათას კვ.მ-ს აერთიანებს, 4 მლნ ევროს მოცულობის ინვესტიციაა განხორციელებული. ახალი ინფრასტრუქტურა VIP Warehouse-ის გამტარუნარიანობას 50%-ით გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ VIP Warehouse თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობს და ბაზარზე პოზიციონირებს როგორც ყველაზე დაბალი საიჯარო ქირის მქონე ინფრასტრუქტურა. VIP Warehouse-ის დამფუძნებლის თქმით, არსებული ინფრასტრუქტურა გათვლილია მშრალი ტიპის პროდუქციაზე. სასაწყობე მეურნეობა აერთიანებს როგორც ბეტონით აშენებულ საწყობებს, ასევე თუნუქითა და სენდვიჩ-პანელით გამართულ შენობებს. საერთო ჯამში, კომპლექსი 3.5 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, ხოლო სასაწყობე ფართი 18,000 კვადრატულ მეტრს აღწევს.

ლომთათიძის თქმით, მომხმარებელთა მხრიდან უფრო მაღალი მოთხოვნა სენდვიჩ-პანელისა და ბეტონის ტიპის შენობებზე ფიქსირდება, რაც ტემპერატურის უკეთესი შენარჩუნების შესაძლებლობით აიხსნება.

VIP Warehouse-ის დამფუძნებელი სამომავლოდ სასაწყობე ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნის ზრდას ელოდება.

„სახელმწიფო მაქსიმალურად ჩართულია, რომ ტვირთბრუნვა გაიზარდოს. ანაკლიის პორტის მშენებლობა დატვირთულობას კიდევ უფრო გაზრდის და სახელმწიფოც მაქსიმალურად ჩართულია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ტვირთბრუნვა იყოს საქართველოს გავლით. შესაბამისად, სამომავლოდ სასაწყობე მეურნეობებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება,“ - ამბობს გიორგი ლომთათიძე.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

14.04.2026.18:03

სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

კურსის ფარგლებში, შეხვედრა 25 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გაუძღვება.

ტრენინგზე განვიხილავთ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ.

შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.

ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.

2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.

ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან. 

გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა