მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7074.6
-0.0012
flag
AZN 1.5918
-0.0003
flag
CNY 38.013
0
flag
EUR 3.1321
0.0028
flag
GBP 3.5557
-0.0055
flag
KZT 51.53
-0.0018
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7064
-0.0001

Vintylator - თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

news image

სტილი, რომელიც ოდესღაც წარსულს ჩაბარდა, დროთა განმავლობაში ისევ ხდება ინდივიდუალურობისა და თვითგამოხატვის სიმბოლო.

თუმცა, სანამ ვინტაჟური მაღაზიები ჩვენთან ტრენდულად იქცეოდა, ქართველები მას, “ძონძებად” მოვიხსენoებდით, მეორეული ტანსაცმლის შეძენა კი ბნელ 90-იან გამოვლილებისთვის უხერხულობასთან იყო დაკავშირებული.

სწორედ ამ დამოკიდებულების შეცვლა იყო შოკო ჩაჩუას მისია, როდესაც 2018 წელს ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზია გახსნა. მოდა იმდენად არა, რამდენადაც განსხვავებულად ჩაცმა ბავშვობიდანვე უყვარდა.

კონცეფცია ზუსტად გააზრებული არ ჰქონდა, თუმცა დანამდვილებით სურდა ყველასთვის ეჩვენებინა, რომ მეორეული სამოსითვის ახალი სიცოცხლის ჩუქება, არა მხოლოდ სიდუხჭირის ან ფასის ეკონომიის გამო ღირს, არამედ ეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანების არჩევანია. მეგობარმა, ქალაქში ცნობილმა გრაფიტ-არტისტმა, გამეზამ ბრენდის სახელიც “აჩუქა” და ასე “დაუბერა ვინტილატორმა”.

„ჩვენ მწვანე მომავლისკენ ,,ვუბერავთ’’. ეს არის მოძრაობა, რომელშიც დიდ რესურსს ვდებთ. ნარჩენების დამუშავების, გარემოზე ზრუნვის და სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებებს დაეფუძნა ჩვენი ბრენდი“,- გვიყვება შოკო, რომლისთვისაც კომფორტულია ,,ვინტილატორის’’ შემქმნელი დავუძახოთ, ვიდრე დამფუძნებელი.

2018 წლიდან დღემდე მან არა მხოლოდ ბრენდი შექმნა, ცნობიერების ამაღლების ვორქშოფების მთელი სერიაც ჩაატარა. თუ ,,ვინტილატორის’’ სოციალურ ქსელებს ეწვევით, ნახავთ, რომ ნივთების გაყიდვაზე მეტად ფოკუსი სწრაფი მოდის მავნებლობაზე კეთდება.

ტანსაცმლის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელი ინდუსტრიაა მსოფლიოში: მას სჭირდება უზარმაზარი წყლის რესურსი, ქიმიკატები და ქმნის მილიონობით ტონა ნარჩენს. მოძრაობა სწრაფი მოდის წინააღმდეგ დღითიდღე ძლიერდება.

„მეორეულ ტანსაცმელს GEN Z უფრო შეგნებულად და გააზრებულად ყიდულობს, ამით ინდივიდუალურობასაც უსვამს ხაზს. ჩემ გარშემო უფრო მეტი და მეტი ადამიანი ანიჭებს პრიორიტეტს ძველ სამოსს ახალი სიცოცხლე აჩუქოს“,- გვიყვება შოკო და თან ფოთში, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის ემოციებს გვიზიარებს.

პარალელურ მისიად ბაზრის განვითარება დაისახეს. თანამშრომლებსაც დაეხმარნენ კონცეფციის მოფიქრებაში, რათა საკუთარი ვინტაჟური მაღაზიები გაეხსნათ. მათი რიცხვი უკვე 15-მდეა. ასე იქცა 17 კვ.მ-ში დაწყებული საქმიანობა მწვანე მოძრაობად და 2025 წლის თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულიც გახდა, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობის ნომინაციაში.

მალე ,,ვინტილატორის’’ახალი, მულტიმედიური ვებ-გვერდი ჩაეშვება, სადაც ადამიანები მრავალ საინტერესო ინფორმაციას და სასარგებლო რჩევებს გაეცნობიან.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკმა 450,000,000 ლარის 11.5%-იანი ევრობონდები გამოუშვა

12.11.2025.12:15

საქართველოს ბანკმა 450 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ევრობონდები გამოუშვა. ლარში დენომინირებული ევრობონდების სარგებელი 11.50%-ია, მისი დაფარვის ვადად კი 2028 წლის 17 ნოემბერი განისაზღვრა.

ტრანზაქციის მენეჯერები არიან ისეთი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები როგორიცაა: Citigroup; J.P. Morgan. BCP Securities, Oppenheimer Europe, Société Générale და „გალტ & თაგარტი“ .

რაც შეეხება იურიდიულ მრჩევლებს, ტრანზაქციაში ინგლისისა და ამერიკის ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით ჩართული იყვნენ: Sidley Austin LLP და Baker & McKenzie LLP. ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით კი Dentons Georgia LLC და Andersen-ი.

ევრობონდები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება და Moody's Investors Service Ltd-ისგან Ba2 რეიტინგს მიიღებს.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანზაქცია წარმატებით დასრულდა. 2025 წლის მანძილზე, ეს არის კავკასიაში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში, კერძო სექტორიდან ადგილობრივი ვალუტის ევრობონდის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო განთავსება. ვფიქრობ, ტრანზაქცია იძლევა დამაჯერებელ ილუსტრაციას იმისას, თუ რამდენად ძლიერია ბანკის ჯგუფის ფინანსური მდგომარეობა და რამდენად მაღალია ინტერესი და ნდობა ინვესტორების მხრიდან“ ,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა