მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.9
0.0229
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 39.293
0.0098
flag
EUR 3.1153
0.0013
flag
GBP 3.5711
-0.0007
flag
KZT 58.16
0.0019
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.697
-0.0005

Vineyard Hotel & Winery გაფართოებას გეგმავს

news image

Vineyard Hotel & Winery  არის მყუდრო, თანამედროვე სასტუმრო-მარანი, რომელიც კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მდებარეობს. სასტუმრო ფუნქციონირებს 2018 წლიდან. მიმდინარე სიახლეების და შესახებ Business Insider Georgia კომპანიის მენეჯერს თათა ღარიბაშვილს ესაუბრა.

„ფაქტობრივად, 6 წლის შემდეგ შევცვალეთ სარესტორნო სივრცე და განვაახლეთ ინტერიერი, რომელიც ახლა გაცილებით მყუდროა. გარდა ამისა, ვამატებთ 3 ნომერს - შედარებით მაღალი კლასის, გაუმჯობესებული პირობებით და კარგი ხედით.

რესტრონის მენიუში ცვლილება არ შეგვიტანია, თუმცა გადავამზადეთ მზარეულები. ჩვენს მთავარ ხაზს არ ვუხვევთ, რაც გულისხმობს სახლურ მიმართულებას და მაღალი ხარისხის პროდუქტების გამოყენებას “, - აცხადებს თათა ღარიბაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს სტუმრები განსაკუთრებით გამოარჩევენ მომსახურების მაღალ დონეს, სისუფთავესა და კომფორტს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია მიმდინარე შეთავაზებები "თამაშობანაში"

08.04.2026.14:00

10 აპრილს „თამაშობანაში“ ბავშვებს განსაკუთრებულ სააღდგომო პროგრამაზე ველოდებით , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს მულტიფუნქციური სივრცე „თამაშობანას“ დამფუძნებელმა, ნაუ სონღულაშვილმა განუცხადა.

„10 აპრილს თამაშობანაში ბავშვებს განსაკუთრებულ სააღდგომო პროგრამაზე ველოდებით, ბავშვები მოხატავენ კვერცხებს, შექმნიან სააღდგომო დეკორაციებს, გააფორმებენ პასკებს და ერთად გავემართებით მზიურის პარკში კვერცხებზე სანადიროდ.

აღდგომის დღესასწაულებზე ვიქნებით Silk Hospitality-ის სასტუმროებში, სადაც ბავშვებისთვის დაგეგმილი იქნება საზეიმო აქტივობები, რათა მაქსიმალურად გავამხიარულოთ ისინი.

გარდა ამისა, წელს, სხვა წლებისგან განსხვავებით, 11 აპრილს გაიმართება ღონისძიება ექსპატებისთვის, რომელიც სრულად ინგლისურ ენაზე იქნება.

ექსპატების იდეას რაც შეეხება, საქართველოში მცხოვრები უცხოელები საკმაოდ ხშირად გვსტუმრობენ და აქტიურად გვიბიძგებენ, რომ წვეულებები ინგლისურადაც ჩავატაროთ. „თამაშობანა“ როგორც ქართული ბრენდი, დიდი მნიშვნელობას ანიჭებს იმ გამოცდილების გაზიარებას, რომელიც ჩვენს კულტურულ ღირებულებებს ავლენს. ვფიქრობთ, რომ ეს ღონისძიება იქნება იდეალური შესაძლებლობა, ბავშვებმა კარგად გაიცნონ ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ, ხოლო ჩვენთვის – ახალი სეგმენტის აღმოჩენის შესაძლებლობა და მათთვის ადაპტირებული სერვისების შეთავაზება. როგორც უკვე აღვნიშნე, ღონისძიება გაიმართება 11 აპრილს, ინგლისურ ენაზე, სპეციალურად ექსპატებზე მორგებული, შესაბამისი კულტურული დეტალების გათვალისწინებით “, - აცხადებს ნაუ სონღულაშვილი.

ცნობისთვის, „თამაშობანას“ მისამართია, ქალაქი თბილისი, ნინო რამიშვილის II ჩიხი, #4.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა