ვინაიდან ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, შესაბამისად სალიზინგო პროდუქტზეც მაღალი მოთხოვნაა - კონსტანტინე სულამანიძე
ლიზინგზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია, - აცხადებს „ბბ ლიზინგის“ და „ბბ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი კონსტანტინე სულამანიძე. მისი თქმით, 2024 წელს მხოლოდ „ბბ ლიზინგის“ პორტფელის შემთხვევაში ზრდა 79%-ის დონეზე იყო, ხოლო თავად ბაზარი 45%-ით გაიზარდა.
„გასული წელი, რომ შევაჯამოთ ჩვენს კომპანიას ჰქონდა პორტფელის 79%-იანი ზრდა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. სექტორიც ძალიან გაიზარდა, დაახლოებით 45%-ი იყო სექტორის ზრდა. მოთხოვნა იზრდება, პროდუქტების დიფერენციაციაც ხდება და უფრო მარტივი ხდება ლიზინგის მიღება. ეს კი მაქსიმალურად ახალისებს ამ მიმართულებას. დამატებით ვიტყვი, რომ ეს ზრდა განპირობებულია ეკონომიკური ზრდით, ვინაიდან ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა მაღალი გაქვს, შესაბამისად სალიზინგო პროდუქტზეც მაღალი მოთხოვნა გაქვს“, - აცხადებს კონსტანტინე სულამანიძე.
მისივე თქმით, 2025 წელზე მოლოდინები პოზიტიურია.
„ბუნებრივია წლის დასაწყისი გამოირჩევა ნელი ზრდით. თუმცა მეორე კვარტლიდან და მესამე კვარტლიდან გააქტიურება ხდება და ზრდა შესამჩნევია. სწორედ იგივე მოლოდინი გაქვს წლევანდელ წელზეც, რომ მეორე კვარტალში უკვე დიდი ზრდა იქნება და ეს დაეტყობა სექტორს“, - აცხადებს „ბბ ლიზინგის“ და „ბბ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი.
მისივე თქმით, მომხმარებელთა მხრიდან წამოსულმა მოთხოვნამ ახალ პროდუქტებთან ერთად ახალი ბაზრებიც გააჩინა.
„ახალი პროდუქტები და ახალი ბაზრები - ასე ვიტყოდი. დიდი ინტერესი წამოვიდა მომხმარებელთა მხრიდან ელექტრომობილების ჭრილში და ახალი ბაზრების მოძიების კუთხით ჩინური ავტომობილები თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სწორედ ეს მიმართულება ხდება ერთ-ერთი მამოძრავებელი, რომ ხალხმა შეცვალოს და განაახლონ თავიანთი ავტოპარკი. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. ამასთან ერთად დაემატა ისიც, რომ ვინაიდან ახალი ბაზარი გამოჩნდა ჩინეთის სახით აქ ემატება უკვე არამხოლოდ ავტომობილების, არამედ სამშენებლო ტექნიკის ბაზრის განვითარებაც. ეს მიმართულებაც საკმაოდ სწრაფად იზრდება და ხდება მომხმარებლების ადაპტირება ჩინური წარმოების ავტომობილებზე“, - აცხადებს სულამანიძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
რატომ არ ასაჯაროებს სებ-ი BMatch პლატფორმით შესყიდვების მომდევნო თვის 25 რიცხვამდე - ნათია თურნავა
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
05.05.2025.17:25
აუდიოსისტემების პრემიალური ბრენდის, Bang & Olufsen-ის შოურუმი სავაჭრო ცენტრ "გალერია თბილისში" გაიხსნა. ეს Bang & Olufsen-ის პირველი სავაჭრო სივრცეა რეგიონში, რომელიც თიბისის პარტნიორმა, „ASBC საქართველომ" აამოქმედა. 70 კვ.მ-ზე მოწყობილი შოურუმი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, ადგილზევე გამოცადონ დანიური ბრენდის და ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ნაწილი ლიმიტირებულია არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზრებისთვისაც.
საუკუნოვანი ისტორიის მქონე კომპანია ხმას, დიზაინსა და ტექნოლოგიას ერთ პროდუქტში აერთიანებს და მომხმარებლებს პროდუქციის საკმაოდ ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის: ხმის სისტემებს(დინამიკები, საუნდბარები, WiFi/Bluetooth აუდიო მოწყობილობები), ყურსასმენებს, ტელევიზორებსა და მოწყობილობებს, რომლებიც თავსებადია სხვადასხვა პლატფორმასთან და ჭკვიან სახლში ინტეგრაციისთვის. ბრენდისთვის დამახასიათებელი მინიმალისტური, სკანდინავიური დიზაინი კი პერსონალიზაციის ფართო შესაძლებლობას იძლევა.
Bang & Olufsen-ის თბილისის შოურუმი სრულად ასახავს ბრენდის გლობალურ კონცეფციას, შესაბამისად, მომხმარებლები ადგილზე მრავალფეროვან პროდუქტებთან ერთად ინდივიდუალური კონსულტაციითა და კონსიერჟ-სერვისით სარგებლობასაც შეძლებენ.
წლებია Bang & Olufsen-ი მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში წარმატებით საქმიანობს; საქართველოში პირველი შოურუმის გახსნის შემდეგ კი მათს გეგმებში გაფართოებაც შედის.
თიბისი, როგორც ბიზნესის #1 პარტნიორი, აქტიურად აფინანსებს ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო პროდუქციის წარმოებისა და ვაჭრობის სექტორს და ბაზარზე წამყვანი კომპანიების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობა ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ბაზარზე Bang&Olufsen-ის შემოსვლა კი მაღალი კლასის სტანდარტს აწესებს, რაც სექტორის ახალ საფეხურზე გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა.