მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7037.5
0.0027
flag
AZN 1.5866
0.0008
flag
CNY 37.58
0.0012
flag
EUR 3.153
0.0023
flag
GBP 3.6486
-0.0039
flag
KZT 50.13
0.0011
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6981
0.0013

ვინ თქვა, რომ გოლიათებთან ბრძოლა არ შეგვიძლია? | არ გაჩერდე - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

news image

ვინ გადადგამს მთებს და შესწვდება ცას, თუ არა ის, ვინც მიზანს მწევარივით დასდევს - მოუხელთებელს, შორეულს, ხანაც დამღლელსა თუ დამქანცველს, მაგრამ შენს ძრავსა და მამოძრავებელს. ეს არის დევნა, რომელიც სისხლს გიდუღებს, მოსვენებას არ გაძლევს და დილით, თვალის გახელისთანავე თავს შეგახსენებს. იცი, რა გელის წინ, რამდენად სანუკვარი და თან, მიღწევადია. ვინ გიშლის ხელს, ვინ გაბრკოლებს, თუ არა ხმა, რომელიც, ჩაგძახის: “არ გამოგივა”.  

თქვი მიზეზი: რატომ უნდა დაუჯერო? რატომ უნდა გაჩერდე?

ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტი: პარკეტზე გატარებული ცხოვრება. კონკურენცია, თავის დამკვიდრება, ადგილის მოპოვება და მისი შენარჩუნება, ტრავმები, ტკივილი, აღდგენა, დაუსრულებელი წვრთნა და გამოცდა, რომელსაც უძლებ, ფინიშის ხაზს უახლოვდები და ხდები ლეგენდა: გიორგი შერმადინი - რეკორდსმენი, დაფასებული, ადამიანი, რომელიც ისმენს გულიდან ნათქვამ სიტყვას: შენს ქვეყანას ეიმედები. რა გაგაჩერებს? ეს არის მაგიური ძალა, რომელიც ყველა მთას გადადგამს.  

მეექვსე ევრობასკეტი? იყოს, შერმადინი წელსაც მოხსნის, წელსაც ჩააგდებს.

გაქვს შეუსრულებელი მისია: 72 საათში 4 თამაში უნდა ითამაშო. მატჩი იტალიაში, შემდეგ ნიდერლანდებთან გასვლითი შეხვედრა გელის, მერე ისევ წასვლა აეროპორტში, ევროლიგის მატჩის ჩატარება და ისევ თვითმფრინავში - თბილისში ჩამოფრენა და პარკეტზე შებიჯება. თორნიკე შენგელია - შენ ხარ კაპიტანი და უნდა გააკეთო ის, რასაც სხვა წარმოუდგენლად მიიჩნევს. ასეა, იქეცი შეუპოვრობის მაგალითად, რომელმაც სძლია საკუთარ შესაძლებლობებსა და სიტყვას - “შეუძლებელს”. “მეფე ხარ და ხამს… მეფე ხარ და გმართებს”… ასეა ეს. მერე რა, რომ პარკეტს ახლახან დაუბრუნდი? მაინც შეძელი და “საქმემან შენმან გამოგაჩინა” - ყველა დაარწმუნა, რომ ამის ძალა შეგწევდა. 

და შენ, როცა ამას გაივლი, კითხე შენს თავს: რატომ უნდა გავჩერებულიყავი?

და რა არის იმაზე აღმატებული, ან სხვა რა შეიძლება შეადარო მიძინებულ, უეცრად ამოხეთქილ ვულკანს, როგორიცაა შენი გულშემატკივარის სიხარულის ყიჟინა, მოუთოკავი ეიფორია, რომელიც ძარღვებს გიბერავს და ზეცაში აგიტაცებს. შენი ქვეყნისთვის, შენი დროშისთვის, შენი ჰიმნისთვის დაღლაზე ღირებული არაფერია. ყველაზე იოლი და გამოუსწორებელი  - დანებებაა, ყველაზე დიდებული და უზენაესი კი - შენი ქვეყნისთვის გამარჯვება. როცა იცი, რომ ეს არსებობს, როგორ უნდა დანებდე?

ჩვენ დავითნი ვართ. და ვინ თქვა, რომ გოლიათებთან ბრძოლა არ შეგვიძლია?

იარე სწორი გზით,

არ გაჩერდე.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს.  საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბათუმში პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა 1,427 აშშ დოლარს მიაღწია - Galt & Taggart

19.08.2025.19:00

2025 წლის ივნისში, პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა 1,427 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა კვარტლის ფასთან შედარებით 2.7%-ითაა გაზრდილი. 

ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში „ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონება“ არის აღნიშნული. 

Galt & Taggart-ში აცხადებენ, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) საშუალო ფასი 2025 წელს ივნისში კვარტალურად 0.7%-ით, ხოლო წლიურად 11.5%-ით გაიზარდა და 1,307 აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა