„ვილაპარაკოთ“ – „სელფი მობაილი“ ახალი საკომუნიკაციო პლატფორმით წარდგა
სელფი მობაილს, ქართულ მობილურ ოპერატორს რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, აპრილში არსებობის ორი წელი შეუსრულდა. სრულად ქართულმა ოპერატორმა ორი წლის შედეგები შეაჯამა და ბაზარზე ახალი საკომუნიკაციო პლატფორმითაც წარდგა.
ბრენდის გამოჩენიდან დღემდე, კომპანიამ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. სელფი მობაილი გახდა ქვეყანაში პირველი მობილური ოპერატორი, რომელმაც დანერგა საქართველოში 5G ქსელი. სელფი მობაილის 5G ჯერ სატესტო რეჟიმში გაეშვა 2023 წლის ნოემბერში, რასაც მალევე მოყვა ქსელის გამართვა ზამთრის კურორტებზე, დასავლეთ საქართველოში და თბილისში. 5G ქსელის დანერგვა ხორციელდება ფინური ტექნოლოგიური გიგანტის, Nokia-ს ინფრასტრუქტურით, რის თაობაზეც მოცულობითი ხელშეკრულება სელფიმ 2023 წლის ზაფხულში გააფორმა. 2024 წლის დეკემბერში, სელფი მობაილი Vodafone Group-ის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში, Vodafone-ი სელფი მობაილს გაციფრულებაში, ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებასა და საოპერაციო ეფექტურობის ზრდაში უჭერს მხარს.
თანამშრომლობის ფარგლებში სელფი მობაილმა უკვე წელს დანერგა Vodafone-ის ლოიალობის პლატფორმა, რომლის ადაპტაციაც სრულად მოახდინა ქართულ ბაზარზე. პლატფორმა აერთიანებს სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა კატეგორიიდან: კვება, სპორტი, გართობა, მოგზაურობა და სხვა.
ლოიალობის პროგრამა სელფი მობაილის ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის ნაწილია, რომელიც ამიერიდან კომპანიის მომხმარებელთან ურთიერთობის ფორმატია. ვილაპარაკოთ - მოუწოდებს სელფი მომხმარებელს და ჰპირდება მასზე კიდევ უფრო მორგებულ შეთავაზებებსა და პროდუქტებს, ახლობლებთან, მეგობრებთან თუ, ზოგადად, ადამიანებთან მეტი კომუნიკაციისთვის.
„სელფი მობაილი მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს გამორჩეულ პროდუქტებსა და სერვისებს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ მომსახურება და შევთავაზოთ მომხმარებელს ბევრად მეტი, ვიდრე ტელეკომი. ამის დასტურია ქვეყანაში პირველი, ევროპულ სტანდარტებზე დამყარებული 5G ქსელის დანერგვა და ლოიალობის პლატფორმაც, რომელიც აჯილდოვებს მომხმარებელს მხოლოდ იმისთვის, რომ ის სელფის აბონენტია. ლოიალობის პლატფორმა, ასევე, ფართო შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ ბიზნესს ხმა მიაწვდინოს 1.3 მლნ მომხმარებელს ჩვენს ქვეყანაში,” აცხადებენ სელფი მობაილიში. „სელფის ორი წლის დაბადების დღეს დავამთხვიეთ ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის გაშვება. მის ფარგლებში, ჩვენს აბონენტებს, ლოიალობის პლატფორმასთან ერთად, შევთავაზებთ ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც კიდევ უფრო გაამარტივებენ კომუნიკაციას და ერთმანეთთან ლაპარაკის მეტ შესაძლებლობას მისცემენ. პარადოქსულია, რომ დღევანდელ დღეს, როდესაც კომუნიკაციის უამრავი შესაძლებლობა გვაქვს ხელთ, სულ უფრო ნაკლები გვაქვს შინაარსობრივი, გულითადი საუბრები. ჩვენი სურვილია ადამიანებს შესაძლებლობა მივცეთ მეტი ელაპარაკონ ერთმანეთს და ილაპარაკონ ყველაფერზე,” დასძენენ სელფი მობაილში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
09.05.2025.12:20
კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის, თუ კონკურენცია არ არის იქ განვითარება არ იქნება, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკური ფორუმის მე-19 დისკუსიაზე სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძემ სექტორში კონკურენციის შეფასებისას.
„კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის. კონკურენცია თუ არ არის, იქ განვითარება არ იქნება იმიტომ, რომ მონოპოლისტურ სისტემებს ნაკლები განვითარება ახასიათებს. იმიტომ, რომ სტიმული ნაკლებია. ჩვენს შემთხვევაში თუ იმას გულისხმობთ, რომ ჩვენი კომპანია არის საქართველოში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანიის შემადგენლობაში, ამ შემთხვევაში ჩვენ კონკურენცია გვაქვს ჩვენს ინსტიტუციაში შემოვალ კომპანიებთან. ჩვენ თვითონ გაქვს ერთმანეთთან კონკურენცია. იქიდან გამომდინარე უფრო ბიზნეს მოდელს გავყვებოდი, რა არის ინტერესი სადაზღვევო კომპანიების, რომლებიც ბაზარზე ოპერირებენ. თუ თვითმყოფადობა ინტერესია, ანუ თვითმყოფადი და დამოუკიდებელი იყოს ყველა მაშინ ეს საკითხი ნაკლებად მტკივნეულია. რადგანაც თუ არ განვითარდი კონკურენციაში სხვა აუცილებლად დაგჯაბნის. ფიცი-მტკიცი, რომ არ დავიწყო, ძალიან რთულია და თვითმყოფადობის მაძიებელი კომპანია, მათ შორის ჩვენს ჯგუფში, ის ისწრაფვის საკუთარი მყოფადობისკენ და შესაბამისად შესაძლებელია, რომ ჩვენ მოლაპარაკება მათთანაც ხისტი გვქონდეს. იმიტომ, რომ ჩვენ მივიღოთ ის პირობები რაც გვჭირდება. ამიტომ ამ კუთხით ჯერჯერობით საქმე მარტივი არ არის. პირიქით, საკმაოდ რთულია ამის მიღწევა, რადგანაც ყველა იღვწის იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიმკვიდროს.
თუ კი სადმე, რამე კუთხით კონკურენცია იზღუდება ამას თავის რეაგირება აქვს ხოლმე. ჩვენ როცა ვმოქმედებთ ვმოქმედებთ იმ საკანონმდებლო ჩარჩოში რაც გაქვს და შესაბამისად ბაზარს ეტყობა, როგორი კონკურენტულია“, - განაცხადა „არდის“ გენერალურმა დირექტორმა.
მიხეილ ჯაფარიძის თქმით, საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე დაბალ მარჟიანი ინდუსტრიაა.
„ის არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალ მარჟიანი. ამას კი იწვევს კონკურენცია. რომ შევხედოთ სადაზღვევო კომპანია თუ რა რესურსებს ხარჯავს იმისათვის, რომ უამრავი საზედამხედველო ნორმები ჰქონდეს დაკმაყოფილებული და მერე შევხედოთ სადაზღვევო კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს სამწუხაროდ ასე მარტივი არ არის. ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი დიდი საზრუნავი არის ის, რომ კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის საფასური იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება. ეს დინამიკა იქნება კიდევ უფრო მზარდი და ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება. იმიტომ, რომ სინერგია ჯერჯერობით ვერ ხდება და იმედი მაქვს მოხდება და სამედიცინო სექტორის გაძვირება ძირითადად გაიზრდება ჯიბიდან გადამხდელზე და სადაზღვევო კომპანიაზე. სხვაგან ფასები ძირითადად ფიქსირებულია. აქედან გამომდინარე მთელი ტვირთი გადადის ამ ორი მიმართულებით. ჩვენ ამას განვიცდით, იმიტომ, რომ ფასი იზრდება სადაზღვევო კომპანია ვერ ხეირობს და პირიქით უფრო ზარალდება და გეტყვით რატომ. სადაზღვევო კომპანიის კონტრაქტები არის 12 თვიანი. თქვენ დაეზღვიეთ და როგორც წესი კონტრაქტი ჩაამთავრა სადაზღვევო კომპანიამ იმ ფასით, რომლითაც თქვენ დაგაზღვიათ. სადაზღვევო კომპანიას შუა წელიწადში ყველაფერი ეცვლება. ყველაფერი თავდაყირა უდგება იმის მიხედვით თუ რა ტიპის გამოწვევაა. შესაბამისად ბოლოში რომ მიდის და კონტრაქტის განახლებაზე იქ უკვე სადაზღვევო კომპანია მისდევს არა იმას თუ რა იქნება მომავალ წელს, არამედ რა იყოს წინა წელს. სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე გამჭვირვალე ინდუსტრიაა და მონაცემებს, რომ ჩავხედოთ დაინახავთ, რომ ან მარჟა არ არის, ან ძალიან მინიმალურია. თუ შევხედავთ ნებაყოფლობით დაზღვევას ძალიან მწირი ინდუსტრიაა. ამიტომ კონკურენცია უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში დაცული. ჩვენ გვყავს შესაბამისი ორგანოები და თუ რაიმე ამ მხრივ იქნება პრობლემური რეაგირებაც უნდა ჰქონდეს. ჯერჯერობით ჩვენ გამოწვევა გაქვს კონკურენციის ძალიან დიდი სიჭარბე, რომელიც ამ მარჟას უფრო ქვემოთ წევს“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.