მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7111
0.0011
flag
AZN 1.6031
0.0003
flag
CNY 38.283
0.0007
flag
EUR 3.2034
0.0066
flag
GBP 3.6759
0.0034
flag
KZT 49.84
0.0019
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.7263
0.0005

მეღვინეობა ჩელთი ერთადერთი ღვინის ბრენდია, რომელიც London Fashion Week-ის ოფიციალური პარტნიორია

news image

Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი წარმატებული გზით განაგრძობს საქმიანობას. ამის დასტურია კომპანიის ღვინოების ცნობადობის ზრდა და საექსპორტო არეალის კიდევ უფრო ფართო გაფართოება.

სულ ახლახანს „ჩელთის“ ღვინოები London Fashion Week-ის ოფიციალური პარტნიორის სტატუსით იყო წარმოდგენილი მოდის კვირეულზე.

როგორც Business Insider Georgia-სთან „ჩელთის“ კომერციული დირექტორი, ანა მირიანაშვილი აცხადებს, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა კომპანიას ეხმარება ცნობადობის ზრდაში, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება „ჩელთის“ გაყიდვებზეც.

არსებული გათვლებით, ევროპაში და მათ შორის ინგლისში „ჩელთი“ 2026 წელს გაყიდვების 10-დან 20%-მდე ზრდას პროგნოზირებს.

„ახლა ჩამოვედით ლონდონის მოდის კვირეულიდან. ვიყავით ერთადერთი ქართული ღვინო, რომელიც იყო London Fashion Week-ის ოფიციალური პარტნიორი. ბრიტანეთის ყველა ცნობილი გამოცემა, დაწყებული Vogue-დან დამთავრებული Elle-ით, იყო წარმოდგენილი ამ ღონისძიებაზე. ღონისძიებას ინდუსტრიის ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ საშუალება ჰქონდათ, ჩვენი ბრენდი დაეგემოვნებინათ და შესაბამისად, ისეთი უკუკავშირი მივიღეთ, რომ ასეთ შედეგს ჩვენც არ ველოდებოდით.

ინგლისში „ჩელთის“ სახელი ძალიან ვაირალ გახდა. ჩვენზე რამდენიმე თვის წინ Vogue-მაც დაწერა და სტატია გააკეთა „ჩელთიზე“ Vogue UK-მა. Vogue კი იცით, რომ ერთ-ერთი ტოპ გამოცემაა მსოფლიოში. ჩვენს შესახებ მან სტატია ბეჭდურ ვერსიაშიც გაუშვა და ონლაინაც დაწერა. დაწერა, რომ „ჩელთის“ აქვს პოტენციალი, რომ ინგლისში ერთ-ერთი წამყვანი ღვინო გახდეს ამ წელს“, - აცხადებს ანა მირიანაშვილი.

London Fashion Week (LFW) არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოდის კვირეული მსოფლიოში, რომელიც ინგლისის დედაქალაქში 2025 წლის 18-22 სექტემბერს გაიმართა. London Fashion Week იმართება წელიწადში ორჯერ:

თებერვალში (შემოდგომა/ზამთრის კოლექციები),
სექტემბერში (გაზაფხული/ზაფხულის კოლექციები).
ორგანიზატორია British Fashion Council (BFC).

მისი მისიაა ბრიტანელი და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციების წარმოჩენა, ახალი ტალანტების წახალისება და ინდუსტრიის განვითარება. ღონისძიებას ესწრებიან მოდის ჟურნალისტები, კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები, გავლენიანი ბაიერები და სელებრითები.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს დელეგაცია საქართველოს ესტუმრა

02.10.2025.20:26

ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ. 

ინვესტორები  საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ, სადაც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული პროექტები მოინახულეს, დეტალურად გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ადგილობრივ კულტურულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნული ტურის ფარგლებში, რომელსაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მაღალი რანგის შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, “აჭარის ეკონომიკური განვითარების ხედვის” ღონისძიების ფარგლებში.

დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი  კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: „Asas Makeen Real Estate Development“, „TAM Group“  „Capital Club Dubai“, „Sports District“ და სხვ.
აღნიშნული ტური ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ინვესტორთა მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა