მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.1
0.0019
flag
AZN 1.594
-0.0002
flag
CNY 38.037
0.0025
flag
EUR 3.1508
0.0097
flag
GBP 3.6205
0.0055
flag
KZT 50.26
-0.0018
flag
TRY 0.0648
-0.0001
flag
USD 2.7108
-0.0003

ვგეგმავთ წარმოების მოცულობის ზრდას - "მზერეული"

news image

“მზერეული” 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს ნატურალური ჩირეულის, ტყლპისა და ჩურჩხელის მრავალფეროვან ასორტიმენტს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, ქეთევან სოლომნიშვილს ესაუბრა.

„უკვე სამი წელია ბაზარზე ვოპერირებთ და ეტაპობრივად ვვითარდებით. იზრდება როგორც წარმოება, ისე მომხმარებელთა რაოდენობა. ჩვენი მიმართულება სრულიად ჯანსაღი და ნატურალური ტკბილეულია “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

„მზერეულის“ ასორტიმენტში შედის ჩირი, ტყლაპი, ჩურჩხელა, ასევე ბადაგი. პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.

ჩვენს ასორტიმენტში შედის ჩირი, ჩურჩხელა, ტყლაპი და ჩემი ვენახის ბადაგი, რომელიც წარმოდგენილია სასაჩუქრე შეფუთვებში.

მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე სტაბილურად მზარდია და ყოველწლიურად ოთხმაგდება მომხმარებლის რაოდენობა. “, - აცხადებს ქეთევან სოლომნიშვილი.

კომპანიას სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია.

„ჩვენი კონკურენტული უპირატესობა პროდუქციის სიჯანსაღე და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ფასია “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

„მზერეული“ სამომავლოდ წარმოების გაზრდას და ფიზიკური სივრცის გახსნას გეგმავს.

„ახლახანს მოვიგეთ გრანტი, რომლის ფარგლებში გადმოგვეცა მზის ენერგიაზე მომუშავე 300 კილოგრამიანი დეჰიდრატორი. ეს დანადგარი მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი წარმოების მოცულობას.

გარდა ამისა, ვგეგმავთ „ჩირის სახლის“ აშენებას. ეს იქნება სივრცე, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ თავად მოამზადონ ჩირი და ჩურჩხელა. ამ ადგილს საგანმანათლებლო დანიშნულებასაც ექნება: ვაპირებ პროგრამის შექმნას, სკოლის მოსწავლეებისთვის და პირადად შევასწავლი მათ ჩირის წარმოების ტექნოლოგიებს “, - განმარტავს ქეთევან სოლომნიშვილი.

ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ. მიწოდება ხდება, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მასშტაბით.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საბანკო მომსახურება ურიგოდ - რა შესაძლებლობები აქვს თიბისის მობაილბანკს?

16.10.2025.15:32

თუ ბანკთან დაკავშირებული პროცესები შენთვის ჯერ კიდევ დღის განრიგიდან სპეციალური დროის გამოყოფას გულისხმობს, რომელიც აუცილებლად სამუშაო საათებს უნდა დაამთხვიო - მაშინ დროა, შენი განრიგის ნაცვლად, მობილურში ადგილი გაათავისუფლო და თიბისი მობაილბანკი გადმოწერო.
აპლიკაცია ყველა საბანკო მომსახურებას ერთ სივრცეში გთავაზობს- ნებისმიერ დროს, სადაც არ უნდა იყო, რაც შენთვის ფინანსების მართვას ხელმისაწვდომს და მარტივს ხდის. 

საბანკო ანგარიშების მართვა

იმისთვის, რომ თიბისის მომხმარებელი გახდე ფილიალში ვიზიტი აღარ გჭირდება. საბანკო ანგარიშის შექმნას, ფიზიკური ბარათის შეკვეთას, მობილურიდან ბარათის გააქტიურებას და ახალი ბარათით გადახდის დაწყებას მაშინვე შეძლებ. ბარათის დროებით დაბლოკვაც ნებისმიერ დროს, დამოუკიდებლად შეგიძლია- თუ ვერ პოულობ, ან უბრალოდ გაუქმება გადაწყვიტე. 

თიბისი მობაილბანკის გამოყენებას ბანკომატიდან თანხის გამოსატანადაც შეძლებ- იმისათვის, რომ ფიზიკური ბარათი ყოველთვის თან არ ატარო. ხოლო, თუ ბარათის პინ კოდი დაგავიწყდა, მობაილბანკიდან ახალს დააგენერირებ და შეტყობინების სახით წამებში მიიღებ. 

გამარტივებული გადახდები

ასევე, წამებშია შესაძლებელი: ელექტროენერგიის, წყლის, ინტერნეტის, მობილურის, სხვა კომუნალურებისა და პარკინგის გადახდა. იმისთვის, რომ ყოველ თვე მონაცემები თავიდან არ შეიყვანო, მობაილბანკს ყოველთვიური ხარჯების ავტომატურ გადახდებად დაყენების ფუნქციონალი აქვს. ასევე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მომენტალურად სრულდება ბანკებს შორის გადარიცხვებიც.

კონვერტაცია და საერთაშორისო გადარიცხვები

თიბისი მობაილბანკი გამარტივებულ პროცესებს სთავაზობს მათაც, ვინც ხშირად მოგზაურობს ან საზღვარგარეთ მუშაობს. ერთი აპლიკაციის დახმარებით, მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ: ვალუტის გაცვლა ფილიალში არსებულ კურსზე უკეთესი შეთავაზებით, უცხოური ვალუტის ანგარიშის გახსნა და ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა.

მიიღე ყველა საბანკო მომსახურებაზე წვდომა მარტივი რეგისტრაციით, სულ რამდენიმე წამში - ფილიალში ვიზიტის, რიგების და სპეციალურად გამოყოფილი დროის გარეშე.  გადმოწერე, თიბისი მობაილბანკი Google Play-დან ან App Store-დან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა