ვგეგმავთ წარმოების გაფართოებას და ექსპორტზე გასვლას - Bakani • ბაკანი
Bakani • ბაკანი პრემიუმ კლასის ხის კოტეჯების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia “ბაკანის“ გაყიდვების უფროსს ნიკოლოზ გარსევანიშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
კომპანია „ბაკანი“ დავაფუძნეთ იმის სურვილით, რომ შეგვექმნა ადგილი, სადაც ბუნება, სიმყუდროვე და თანამედროვე სტანდარტები სრულ ჰარმონიაში იქნებოდა. ჩვენი საქმიანობის სპეციფიკა არის პრემიუმ კლასის ხის კოტეჯების წარმოება და მშენებლობა ისეთი კოტეჯების, რომლებიც არამარტო საცხოვრებელი სივრცეა, არამედ ცხოვრების სტილიცაა.
საქმიანობა დავიწყეთ ერთი წლის წინ, თუმცა ამ დარგში ჩვენი გუნდის გამოცდილება ათწლეულზე მეტს მოიცავს. ჩვენი მიზანი იყო ხის მშენებლობისადმი ნდობის აღდგენა ქართულ ბაზარზე და ამ მიზნის გარშემო შევქმენით ძლიერი ბრენდი.
მომხმარებელს ვთავაზობთ სრულფასოვან პაკეტს:
როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?
ბაკანის ასორტიმენტშია 3 ძირითადი მოდელი – მცირე, საშუალო და დიდი ზომის კოტეჯები. თითოეული მათგანი შეიძლება მოერგოს კლიენტის მოთხოვნებს. ასევე ვაკეთებთ უნიკალურ, პერსონალურად დაგეგმილ პროექტებს.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. ადამიანები სულ უფრო მეტად აფასებენ ბუნებასთან ახლოს, ხარისხიან და ესთეტიკურ საცხოვრებლებს. ბაზარი აქტიურია როგორც დასასვენებელი, ისე მუდმივი საცხოვრებლის მიზნებისთვის.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი უპირატესობაა სისწრაფე, ხარისხი და დიზაინი. კოტეჯებს ვასრულებთ 2 თვეში, ვიყენებთ ეკოლოგიურ მასალებს და ვქმნით თანამედროვე, მყუდრო სივრცეებს. ასევე, ყოველ პროექტს ვუდგებით ინდივიდუალურად.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
გეგმაში გვაქვს წარმოების გაფართოება, ახალი დიზაინების დამატება და ექსპორტზე გასვლა. მიზანია „ბაკანი“ იქცეს რეგიონში ცნობილ ბრენდად პრემიუმ ხის კოტეჯების მიმართულებით და არა მარტო.
ცნობისთვის, კომპანიის შოურუმი ოქროყანაში, კოჯრის გზატკეცილზე N 10-ში მდებარეობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
22.06.2025.00:15
დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ ოფიციალურად წარადგინა ქი ქარდი - მობინადრეებისთვის განკუთვნილი ლოიალობის ბარათი.
ქი ქარდი არის ბარათი, რომელიც ცხოვრების ახალ სტანდარტს და პრივილეგიებით სავსე ეკოსისტემას ქმნის თეთრი კვადრატის მობინადრეებისთვის.
ბარათის წარდგენის ღონისძიებას ესწრებოდნენ “თეთრი კვადრატის” და წამყვანი პარტნიორი ბრენდების წარმომადგენლები, რომლებიც უკვე ჩაერთნენ ლოიალობის პროგრამაში.
ღონისძიების ფარგლებში “თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართა:
„ჩვენთვის ქი ქარდი მხოლოდ ბარათი არ არის — ეს არის ცხოვრების ახალი სტილის სიმბოლო. თეთრ კვადრატში ბინის შეძენა ნიშნავს არა მხოლოდ უძრავი ქონების შეძენას, არამედ ცხოვრების ხარისხის ახლებურ განმარტებას. ‘ქი ქარდი’ წარმოადგენს ამ ხედვის გაგრძელებას — ეს არის გასაღები იმ ეკოსისტემაში, სადაც პრემიუმ გამოცდილება ყოველდღიურობის ნაწილია. თეთრი კვადრატი არის დეველოპერული სივრცე, რომელიც არა მხოლოდ აშენებს, არამედ ქმნის — აყალიბებს სტილს, კულტურასა და გემოვნებას.“
პროგრამაში გაერთიანებულია 50-მდე წამყვანი ბრენდი სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის:
„ქი ქარდი“ ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სივრცეს, გამოცდილებასა და ღირებულებებს — ქმნის გარემოს, სადაც მობინადრის საჭიროებები, გემოვნება და ცხოვრების სტილი სრულად ეხმიანება თეთრი კვადრატის ხედვას.
ბარათი ხელმისაწვდომია კომპანიის მობინადრეებისა და პარტნიორებისთვის და ბენეფიტების მიღება შესაძლებელია ბარათის წარდგენისთანავე.
„ქი ქარდი“ — ახალი ცხოვრების გასაღები თეთრი კვადრატისგან.