როგორია Buna ceramics-ის საქმიანობის სპეციფიკა და რას სთავაზობს კომპანია მომხმარებლებს
Buna ceramics არის კერამიკის სახელოსნო, რომელიც ქმნის როგორც საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასევე დეკორაციებსა და სხვადასხვა სახის სუვენირებს. სახელოსნო 3 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის წარმომადგენელს ნინიკო კვარაცხელიას ესაუბრა.
„ჩვენი კომპანია ქმნის კერამიკულ ნაწარმს, რომელიც მოიცავს როგორც საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასევე დეკორაციებსა და სხვადასხვა სახის სუვენირებს. „ბუნას“ ძირითადი ხაზი არის მინიატურული ცხოველის ფიგურები, რომლებიც გულს უთბობენ ოთხფეხა მეგობრების მოყვარულებს. პროდუქცია არის თავიდან ბოლომდე ხელნაკეთი, მაღალი ხარისხის მასალით და ძალიან სუფთად შესრულებული.
კომპანია 3 წელია, რაც ბაზარზე არსებობს და აქტიურად ცდილობს რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია და სიახლე შესთავაზოს მომხმარებლებს “, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
კომპანიას არაერთი კონკურენტული უპირატესობა აქვს, თუმცა მთავარი განსხვავებული პროდუქციაა, რომელიც თითოეულ მომხმარებელს დადებით ემოციას ანიჭებს.
„ჩვენი თითოეული ნამუშევარი "ცოცხალია" და თავისი ხასიათი აქვს. შეუძლებელია მომხმარებლებში სითბო არ გამოიწვიოს ფინჯნის ფსკერიდან მოციმციმე ფიგურებმა. ვფიქრობ, სწორედ ეს დადებითი ემოცია რაც ხელიდან გულამდე აღწევს, არის კომპანიის კონკურენტული უპირატესობა “, - აღნიშნავს ნინიკო კვარაცხელია.
„ბუნას“ სამომავლო გეგმა რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვაა საქმიანობაში.
“ბუნას“ სამომავლო გეგმებში შედის, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვა საქმიანობაში. გვსურს რომ ეს არ იყოს ბიზნესი მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ჩვენთვის მთავარი კმაყოფილი მომხმარებელია, ამიტომ ყველა მარკეტინგული ნაბიჯი ადგილობრივ თუ უცხოურ ბაზარზე, გათვლილია როგორც ჩვენი ასევე ჩვენი მომხმარებლების საკეთილდღეოდ “, - განმარტავს კომპანიის წარმომადგენელი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა
სხვა სიახლეები
02.10.2025.20:26
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ.
ინვესტორები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ, სადაც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული პროექტები მოინახულეს, დეტალურად გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ადგილობრივ კულტურულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნული ტურის ფარგლებში, რომელსაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მაღალი რანგის შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, “აჭარის ეკონომიკური განვითარების ხედვის” ღონისძიების ფარგლებში.
დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: „Asas Makeen Real Estate Development“, „TAM Group“ „Capital Club Dubai“, „Sports District“ და სხვ.
აღნიშნული ტური ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ინვესტორთა მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.