მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

ვგეგმავთ პატარა ფილიალების გახსნას ქალაქის ყველა უბანში - „ცუგრუმელა“

news image

გრუმინგ სალონმა „ცუგრუმელამ“ ლოკაცია შეიცვალა და მომხმარებელს ახალ მისამართზე ემსახურება. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს გრუმინგ სალონის დამფუძნებელმა მერი ლორთქიფანიძემ განუცხადა.

„ლოკაცია შევცვალეთ ჩვენი ძირითადი ფილიალის და გადავედით ზოოპარკის ტერიტორიაზე. მთავარი მიზეზი პარკინგის პრობლემა იყო. ძველ მისამართზე საპარკინგე ადგილები სრულად გაუქმდა, რაც მომხმარებლებისთვის სირთულეს ქმნიდა. ამიტომ გადავწყვიტეთ ლოკაციის შეცვლა. ზოოპარკის ტერიტორია კი ბევრად კომფორტული და ხელსაყრელია. მდებარეობს ქალაქის შუაგულში და ყველა უბნიდან უფრო მარტივად მისადგომია “, - ამბობს მერი ლორთქიფანიძე.

„ცუგრუმელა“ გეგმავს ეტაპობრივად გააფართოოს საქმიანობა და პატარა ფილიალები გახსნას თბილისის ყველა უბანში.

„საგურამოში ფილიალი სატესტო რეჟიმში გავხსენით, თუმცა შედეგმა მოლოდინი ვერ გაამართლა. ორი თვის განმავლობაში ვმუშაობდით, მაგრამ მიუხედავად ზაფხულის სეზონისა, გახსნა ნაადრევი აღმოჩნდა. ამიტომ ფილიალი დავხურეთ და ახალი, პატარა ფილიალი გავხსენით მთაწმინდაზე, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე.

ამასთან, გარკვეულწილად შევიცვალეთ ბიზნესმიმართულებაც: თუ ადრე ვფიქრობდით, რომ ერთი დიდი, ძირითადი ფილიალი უნდა გვქონოდა და მასთან ასოცირებული რამდენიმე მცირე, ახლა მივხვდით, რომ ერთ უბანში დიდი და გრანდიოზული ფილიალი არარენტაბელურია. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, თითოეულ უბანში პატარა ფილიალების გახსნა, სადაც იმუშავებს ერთი ან ორი გრუმერი, რათა შევძლოთ ყველა უბნის მომსახურება “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

გრუმინგ სალონი მომხმარებლებს ახალ, ბეწვის გაჯანსაღების სერვისს სთავაზობს.

„ახლახანს დავამატეთ ბეწვის გაჯანსაღების სერვისი, რომელიც პაკეტის სახით არის და რამდენიმე ვიზიტს მოიცავს. პროცედურა საკმაოდ ეფექტურია. ვიყენებთ ესპანურ, მაღალი ხარისხის კოსმეტიკას “, - აცხადებს მერი ლორთქიფანიძე.

ცნობისთვის, გრუმინგ ცენტრი დაახლოებით სამი წელია, რაც არსებობს და საკუთარ მომხმარებელს მეგობარი ცხოველებისთვის სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან

07.11.2025.18:09

საქართველოს ბანკი  საბანკო პროდუქტების განვითარებას და ბიზნეს მომხმარებლებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა Mastercard-თან პარტნიორობით,  ახალი პრემიუმ ბარათი – Mastercard Corporate Card წარადგინა.

Mastercard Corporate Card პირველი პრემიალური კლასის ბიზნესბარათია რეგიონში, რომელიც ბიზნეს მომხმარებლებს ინდივიდუალურ მიდგომებსა და ექსკლუზიურ შესაძლებლობებს სთავაზობს. მათ შორის: 

ფინანსური პრივილეგიები:

  • ანგარიში მულტისავალუტო ფუნქციით;
  • თანხის განაღდების მაღალი ლიმიტი.

სამოგზაურო პრივილეგიები:

  • $50,000-იანი სამოგზაურო დაზღვევა განსაკუთრებული პირობებით;
  • საერთაშორისო აეროპორტებში 1200-ზე მეტ VIP ლაუნჯზე წვდომა;
  • 70-ზე მეტ აეროპორტში პრიორიტეტული ჩასხდომა (6-ჯერ უფასოდ);
  • ფასდაკლებები და ქეშებქები სასტუმროებში;
  • Crisis24 Horizon პლატფორმაზე წვდომა უსაფრთხო მოგზაურობისთვის.

ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები:

  • 10%-იანი ფასდაკლება Hertz Plus-ის ავტომობილების დაქირავებაზე;
  • Hertz Gold Plus Reward სტატუსი უფასოდ;
  • პრიორიტეტული წვდომა გასართობ ღონისძიებებზე Priceless Cities პლატფორმის საშუალებით.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები აღნიშნული ბარათით სარგებლობას 1 წელი უფასოდ შეძლებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა