მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7079.8
0.0016
flag
AZN 1.5865
0.0002
flag
CNY 38.621
0.0015
flag
EUR 3.1595
0.008
flag
GBP 3.6515
0.0224
flag
KZT 53
0.0022
flag
TRY 0.0627
0
flag
USD 2.6974
0.0006

ვგეგმავთ ახალ პლატფორმებთან თანამშრომლობას - როგორია Inex Group-ის 2026 წლის სტრატეგია

news image

ვგეგმავთ ახალ პლატფორმებთან ურთიერთობას, ამაზე უკვე მიდის შესაბამისი მოლაპარაკებები და ეს ეხება არა მხოლოდ ჩინურ, არამედ რამდენიმე ევროპულ ცნობილ პლატფორმასაც, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას Inex Group-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, 2026 წელს Inex Group-ს ბევრი სიახლე ექნება, როგორც ახალი თანამშრომლობების კუთხით, ისე ახალი სერვისების დამატების მიმართულებით.

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ სერვისები, რაც გამოიხატება იმაში, რომ დავამატეთ რეისების რაოდენობები როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო მიმართულებით. გარდა ჩინური პლატფორმებისა, თურქულ Trendyol-თან დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის შედეგია ის, რომ მკვეთრად არის გაზრდილი თურქეთის ამანათები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. უკვე დაწყებული გვაქვს შემდეგი ეტაპისთვის მზადება და არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. ასევე ვგეგმავთ ახალ პლატფორმებთან ურთიერთობას, ამაზე უკვე მიდის შესაბამისი მოლაპარაკებები და ეს ეხება არა მხოლოდ ჩინურ, არამედ რამდენიმე ევროპულ ცნობილ პლატფორმასაც. წინასწარ დასახელება გამიჭირდება, რადგან სულ ვცდილობთ, რომ საბოლოო ხელშეკრულების შემდეგ დავაანონსოთ გარიგებები. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ 2026 წელს საკმაოდ ბევრი სიახლე გვექნება. ასევე აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ დავნერგოთ თანამედროვე, ახალი ტექნოლოგიები ამანათების ტრანსპორტირების, დახარისხების და განაწილების კუთხით. ამ მხრივაც გვექნება კარგი სიახლეები მომხმარებლებისთვის.

ძირითადი მიმართულებები, რომლებიც საინტერესოა მომხმარებლებისთვის, უკვე გვაქვს, თუმცა შევთავაზებთ მომხმარებლებს როგორც ახალ ქვეყნებს, ისე საინტერესო სერვისებს“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

Inex Group-ის გენერალური დირექტორი კომპანიის ოპერაციებს წარმატებულად აფასებს და აცხადებს, რომ ამანათების რაოდენობა მზარდი იყო და ეს ტრენდი ისევ გრძელდება.

„Inex Group-ის მიერ გატარებული ტვირთების რაოდენობა მზარდია. 2025 წლის შეჯამებული მაჩვენებლები 2026 წლის დასაწყისში გვექნება, თუმცა ზრდა სახეზეა. ამ მიმართულებით ნოემბერი და დეკემბერი ყველაზე აქტიური თვეებია, და ამ ორი თვის მაჩვენებლები ზოგად სურათს მნიშვნელოვნად ცვლის.

წლის პირველი ნახევრიდან მკვეთრად არის მომატებული ამანათების რაოდენობა. თუ ზრდის ტემპს 2024 წლის მაჩვენებლებს შევადარებთ, 2025 წელს მომხმარებელი უფრო აქტიური იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენ ახალი სერვისები დავამატეთ. ასევე ის მიმართულებები, რომლებიც გვქონდა, უფრო მოხერხებული და საინტერესო გავხადეთ, და შესაბამისად კმაყოფილი მომხმარებელი ნიშნავს გაზრდილი ამანათების რაოდენობას - ამ მიმართულებით ძალიან კარგი პროგრესი გვაქვს.

როგორც მოგეხსენებათ, Inex Group-მა Taobao-სთან და Pinduoduo-სთან მჭიდრო თანამშრომლობა დავიწყეთ და მიმდინარე წელს ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდა. უფრო მეტი მომხმარებლისთვის გახდა ცნობილი ახალი სერვისების შესახებ და უფრო მეტ ინტერესს იჩენს მომხმარებელი“, - განმარტავს გიორგი კაპანაძე.

Inex Group-მა არსებული გამოწვევების საპასუხოდ საკუთარი ინფრასტრუქტურაც განავითარა და მალე საკუთარ ამანათებს საკუთარ ტერმინალში მოემსახურება.

„2025 წელს გამოწვევების თვალსაზრისით Inex Group-ი ახალი სახის გამოწვევების წინაშე არ დამდგარა. გამოწვევები, რომლებიც არსებობდა წინა წლების განმავლობაშიც, წელსაც იგივე იყო. ეს გამოწვევები ძირითადად ეხება ინფრასტრუქტურას და ტრანსპორტირების პირობებს. ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოში ტვირთის ტრანსპორტირების ალტერნატიული საშუალებები ფაქტობრივად იგივე დარჩა, რაც წინა წლებში იყო, რაც თავისთავად იწვევს შეფერხებებს ტვირთის ტრანსპორტირების ვადებთან დაკავშირებით. ეს კი ძირითადად ეხება საჰაერო ტრანსპორტირებას, რადგან ავიაკომპანიებზეა დამოკიდებული. ამ მხრივ შესაძლებლობები გარკვეულწილად გაიზარდა და მეტ-ნაკლებად მოგვარდა ეს საკითხი, თუმცა გამოწვევად ისევ რჩება.

რაც შეეხება სხვა გამოწვევას, მის წინაშე არამხოლოდ ჩვენი კომპანია დგას - ინფრასტრუქტურის კუთხით ყველაზე დიდი გამოწვევა არის საბაჟო ტერმინალებთან დაკავშირებით. ვინაიდან საქართველოში ყოველ წელს მზარდია ამანათების რაოდენობა, როგორც Inex Group-ში, ისე სხვა კომპანიებში, ამანათების გაზრდილ რაოდენობას საქართველოში სატერმინალო ინფრასტრუქტურა სათანადოდ ვერ დახვდა. ვგულისხმობ იმას, რომ საჰაერო ტვირთებს საქართველოში სამი ტერმინალი ემსახურება და სამივე ძალიან გადატვირთულია. ზოგჯერ ხდება ისე, რომ ერთდროულად ჩამოსული ტვირთების მიღებას ვერ ახერხებს ტერმინალი და ფერხდება შესაბამისად შემდეგი პროცედურები, როგორიცაა საბაჟო და სატერმინალო პროცესები. ეს კი თავისთავად გავლენას ახდენს სერვისზე. ვინაიდან ჩვენს კომპანიას ყველაზე მეტი ტვირთი აქვს, ყველაზე მეტად ეს ყველაფერი უარყოფითად ჩვენზე ისახება. ამ მხრივ ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა და რაც დრო გადის, ეს გამოწვევა კიდევ უფრო პრობლემური ხდება. თუმცა ამ გამოწვევების საპასუხოდ ჩვენ უკვე დავასრულეთ საკუთარი ტერმინალის მშენებლობა, სადაც შევძლებთ მივიღოთ ტვირთები, დავახარისხოთ, განვაბაჟოთ და გავანაწილოთ.

ჩვენი ტერმინალის ამოქმედების შემდეგ სხვა ტერმინალების სერვისით სარგებლობა უკვე ნაწილობრივ დაგვჭირდება, რადგან ის არ ესაზღვრება ასაფრენ ზოლს. ჩვენ პირდაპირ ავიაკომპანიებისგან ტვირთების მიღების საშუალება არ გვექნება, თუმცა საქმე საკმაოდ გაგვიმარტივდება, რადგან საბაჟო პროცედურებს ჩვენს ტერმინალში გადავიტანთ და იქვე განვახორციელებთ. საბაჟო პროცედურებს გარკვეული სივრცე სჭირდება, გარკვეული პირობები, და ჩვენს ტერმინალში ყველა ეს პირობა უზრუნველყოფილია“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ აფასებს Marblue 2025 წელს და როგორია ბრენდის სამომავლო გეგმები

07.01.2026.18:00

წინა წლებთან შედარებით მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა. შევიძინეთ ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ხელნაკეთი სამკაულების მწარმოებელი ბრენდის „მარბლუს“ დამფუძნებელმა, მარიამ ლომინაძემ განუცხადა.

„წინა წლებთან შედარებით მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. შევიძინეთ მრავალი ერთგული მომხმარებელი, რომლებიც თითქმის ყოველ თვე სხვადასხვა ნივთს იძენენ. მათი საჩუქრები უკვე ერთგვარ ნიშად იქცა - ყველას ადვილად შეუძლია იცნოს, ვისგან არის.

წინა წლებთან შედარებით მოხოვნა საკმაოდ გაიზრდა. შევიძინეთ ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი, რომლებიც თვე არ გადის რამე რომ არ შეიძინონ და მათი საჩუქრები ერთგვარი ნიშასავით არის და ყველა ხვდება ვინ ჩუქნის.
ეს სტილი მხოლოდ ჩვენ გვაქვს და არავის სხვას საქართველოში.

მოთხოვნა სტაბილურად მზარდია და ჩვენი მიზანია მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი სიახლე და გაფართოებული ასორტიმენტი შევთავაზოთ. ასევე გვინდა ფიზიკური სივრცის გახსნა, სადაც მომხმარებლებს ადგილზე შეეძლებათ მოსვლა და პროდუქციის დათვალიერება. პარალელურად, ვგეგმავთ მარკეტინგის უფრო პროფესიონალურ დონეზე განვითარებას, განსაკუთრებით სოციალური მედიის მიმართულებით, და გვჯერა, რომ ეს კიდევ უფრო უკეთეს შედეგს გამოიღებს “, - აცხადებს მარიამ ლომინაძე.

ცნობისთვის, აქსესუარები მზადდება ინდივიდუალური შეკვეთით და შეძენა შესაძლებელია ონლაინ Instagram ან Facebook გვერდის მეშვეობით. გარდა ამისა, თბილისის აეროპორტში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში. ასევე პროდუქცია ხელმისაწვდომია Gifthub.ge -ზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა