მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7066.7
-0.0024
flag
AZN 1.586
0.0008
flag
CNY 38.582
0.0026
flag
EUR 3.1646
-0.0091
flag
GBP 3.6219
-0.0227
flag
KZT 53.13
-0.0045
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6963
0.0012

„ვენდისა“ და „დანკინის“ ამერიკული რესტორნები „ბათუმი გრანდ მოლშიც“ გაიხსნა

news image

ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის ქ. # 29-ში ახლადგახსნილ სავაჭრო ცენტრ „ბათუმი გრანდ მოლში“ „ვენდისა“ და „დანკინის“ ამერიკული რესტორნები გაიხსნა.  „ვენდის“ ახალი რესტორანი ქ. ბათუმში  რიგით მესამე, ხოლო „დანკინის“ მეექვსე ობიექტია.

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში უკვე 100-ზე მეტ ამერიკულ რესტორანს ფლობს. შესაბამისად, მომხმარებლისთვის საყვარელი თავშეყრის ადგილის შერჩევა, სადაც ყოველთვის გემრიელ, ახლადმომზადებულ, უმაღლესი ხარისხის მენიუს საუკეთესო ყავასთან ერთად მიირთმევ, ძალიან მარტივია. ფართო ქსელი კი ლეგენდარულ ამერიკულ რესტორნებში დღის ნებისმიერ მონაკვეთში სტუმრობას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის. საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში რესტორნების ქსელის სწრაფი განვითარებით, „ვისოლ ჯგუფს“ საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყანაში თანამედროვე სარესტორნო ინფრასტრუქტურის შექმნის საქმეში. ამასთან, „ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნების რეგიონალური განვითარება  ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ვახდენთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და შესაბამისად მათთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას“,  აცხადებს „ვენდისა“ და „დანკინის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

„ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნების ქსელს ყოველდღიურად მაღალტექნოლოგიური საწარმო ამარაგებს 120 სახეობის სხვადასხვა პროდუქტით. ავტომატიზებული საწარმო 2016 წელს შეიქმნა და წარმოების ლოკალიზაციის გზით იმპორტირებული პროდუქტების ჩანაცვლება შეძლო ადგილზე წარმოებული პროდუქციით, რაც, როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია.  საწარმო ბოლო თაობის ფრანგული და გერმანული დანადგარებით არის აღჭურვილი და პროდუქციის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის კუთხით უმაღლეს სტანდარტებს პასუხობს. 

`ვისოლ“ ჯგუფმა“ „ვენდის“  ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება 2013 წელს დაიწყო და დღესდღეობით უკვე 18 ობიექტი ფუნქციონირებს წარმატებით, მთელი საქართველოს მასშტაბთ.

„დანკინის“ ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას „ვისოლ ჯგუფმა“ ხელი 2014 წელს მოაწერა. 2020 წელს დანკინი 11.3 მილიარდ აშშ დოლარად „Inspire Brands Inc“ -მა შეისყიდა. “Inspire Brands Inc”-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში და 60 სხვადასხვა ქვეყანაში 32,000 რესტორანს აერთიანებს, რომლებიც Arby’s-ის, Dunkin’ -ის, Baskin-Robbins-ის, Buffalo Wild Wings-ის, Jimmy John’s-ის, Rusty Taco-ს და SONIC-ის ბრენდებით არის წარმოდგენილი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ აფასებს Saguramo Hills 2025 წელს და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ

01.01.2026.14:00

Saguramo Hills არის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი ვილების მშენებლობაზე. Saguramo Hills -ის გაყიდვების მენეჯერი ნათია გადელია Business Insider Georgia -სთან 2025 წელს აჯამებს და 2026 წლის გეგმებზე საუბრობს.

„2025 წელი Saguramo Hills-ისთვის წარმატებული და დინამიკური აღმოჩნდა. მომხმარებელთა გამორჩეული ინტერესის სტაბილურობა მიუთითებს, რომ სუბურბანული საცხოვრებელი გარემო რჩება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად.

პროექტის 22 ვილიდან მხოლოდ 5 დარჩენილი ერთეულის გაყიდვის პროცესი ასახავს ბაზრის ჯანსაღ მდგომარეობას და Saguramo Hills-ისადმი ნდობას.

2025 წელს განსაკუთრებულად გამოიკვეთა სამი ტენდენცია:

• მომხმარებლების მზარდი მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ საცხოვრებელ სივრცეებზე;

• ქალაქთან ახლო, მაგრამ ბუნებაში განთავსებული ვილების პოპულარობა;

• ენერგოეფექტურ და ინოვაციურ სამშენებლო სტანდარტებზე ორიენტაციის გაძლიერება.

დარჩენილი ვილები წარმოადგენს პროექტის საბოლოო ეტაპს და ყველაზე მოთხოვნად პროექტს.

Saguramo Hills 2026 წელს გააგრძელებს იმ მთავარი ღირებულებების შენარჩუნებას, რომლებმაც პროექტი წარმატებული გახადა — მაღალი ხარისხი, გამორჩეული ბუნებრივი გარემო და თანამედროვე საცხოვრებელი სტილი, რომელიც მყიდველებს რეალურ შესაძლებლობას აძლევს ჯანსაღი და მშვიდი ცხოვრების ფორმირებისთვის “, - აცხადებს ნათია გადელია.

ცნობისთვის, კომპანია ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად დაინტერესებულ პირებს შემდეგ ნომერზე შეუძლიათ დაკავშირება : 598 449 933.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა