,,ველეულას“ წლევანდელი რთველის მოსავლით ,,მუჯურეთული" ჩამოისხმება
წლევანდელი რთველის სეზონი „ველეულა“ რამდენიმე სიახლით ხვდება. პირველ რიგში, ეს არის ასორტიმენტი, რომელიც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა.
როგორც კომპანიის მენეჯერი ნინო მღებრიშვილი Business Insider Georgia- თან აღნიშნავს, წლევანდელი რთველის მოსავლით, 2024 წელს ჩამოისხმება ,,ველეულას" ღვინო მუჯურეთული.
„როგორც წესი მუჯურეთული ალექსანდროულთან ერთად ჩამოისხმება ,,ხვანჭკარას" დასამზადებლად. ჩვენ მიდგომა შევცვალეთ და ცალკე ჩამოვასხით მუჯურეთული, რაც ბაზრისთვის დიდი იშვიათობაა.
ღვინო 1,5 ლიტრიან ბოთლებშია და უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა. ასევე გვაქვს ,,ალექსანდროულის" ლიმიტირებული წარმოება, რაც არის სპეციალური ხაზი და შექმნილია განსაკუთრებული ადამიანების დასასაჩუქრებლად.
ტიტულოვანი ღვინოა ჩვენს კოლექციაში, ბევრი საერთაშორისო ჯილდო აქვს აღებული. ცოტა გვქონდა დარჩენილი და სულ ჩამოვასხით 750 მლ-ლიტრიან ბოთლებში. დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ მუდმივად გავანებივროთ მომხმარებელი სიახლეებით და შევთავაზოთ ტრადიციული ყურძნისგან განსხვავებული ხედვით დამზადებული ღვინოები, რაც ბაზარმა კარგად მიიღო და უამრავი გულშემატკივარი ჰყავს", - ამბობს ნინო მღებრიშვილი.
ცნობისთვის, მუხის კასრში დავარგებული „ალექსანდროულის“ ღვინოს 2022 წლის WinExpo-ზე მიღებული აქვს ხუთი სომელიეს რჩეული ღვინის ჯილდო და ბრინჯაოს მედალი.
კომპანია ,,ველეულა" ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. პროდუქცია აქტიურად გადის ექსპორტზე უამრავ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, ინგლისში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ბელორუსში.
ამჟამად კომპანიაში 10-მდე ადამიანია დასაქმებული.
როგორც ბრენდის შემქმნელები ამბობენ, კარგი ღვინის შეგროვება ხელოვნებაა! ველეულა - MADE IN RACHA, მაღალი სტანდარტით დამზადებული სასმელი!
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
როგორ აფასებს Saguramo Hills 2025 წელს და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ
01.01.2026.14:00
Saguramo Hills არის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი ვილების მშენებლობაზე. Saguramo Hills -ის გაყიდვების მენეჯერი ნათია გადელია Business Insider Georgia -სთან 2025 წელს აჯამებს და 2026 წლის გეგმებზე საუბრობს.

„2025 წელი Saguramo Hills-ისთვის წარმატებული და დინამიკური აღმოჩნდა. მომხმარებელთა გამორჩეული ინტერესის სტაბილურობა მიუთითებს, რომ სუბურბანული საცხოვრებელი გარემო რჩება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად.
პროექტის 22 ვილიდან მხოლოდ 5 დარჩენილი ერთეულის გაყიდვის პროცესი ასახავს ბაზრის ჯანსაღ მდგომარეობას და Saguramo Hills-ისადმი ნდობას.
2025 წელს განსაკუთრებულად გამოიკვეთა სამი ტენდენცია:
• მომხმარებლების მზარდი მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ საცხოვრებელ სივრცეებზე;
• ქალაქთან ახლო, მაგრამ ბუნებაში განთავსებული ვილების პოპულარობა;
• ენერგოეფექტურ და ინოვაციურ სამშენებლო სტანდარტებზე ორიენტაციის გაძლიერება.
დარჩენილი ვილები წარმოადგენს პროექტის საბოლოო ეტაპს და ყველაზე მოთხოვნად პროექტს.
Saguramo Hills 2026 წელს გააგრძელებს იმ მთავარი ღირებულებების შენარჩუნებას, რომლებმაც პროექტი წარმატებული გახადა — მაღალი ხარისხი, გამორჩეული ბუნებრივი გარემო და თანამედროვე საცხოვრებელი სტილი, რომელიც მყიდველებს რეალურ შესაძლებლობას აძლევს ჯანსაღი და მშვიდი ცხოვრების ფორმირებისთვის “, - აცხადებს ნათია გადელია.
ცნობისთვის, კომპანია ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად დაინტერესებულ პირებს შემდეგ ნომერზე შეუძლიათ დაკავშირება : 598 449 933.