მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7074.2
0.0016
flag
AZN 1.5863
-0.0007
flag
CNY 38.619
-0.0016
flag
EUR 3.1405
-0.0107
flag
GBP 3.6155
-0.012
flag
KZT 52.83
-0.0022
flag
TRY 0.0625
-0.0002
flag
USD 2.6971
-0.0011

ვაპირებთ დაახლოებით 100 მლნ დოლარის რეინვესტირებას - როგორია „მეტროპოლის“ გეგმები

news image

2027 წლისთვის „მეტროპოლი“ საკუთარ პროექტებში 100 მლნ დოლარის რეინვესტირებას გეგმავს. ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში საუბრისას, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა. რაც შეეხება მიმდინარე, 2026 წელს, კომპანია 2–3 პროექტის განხორციელებას გეგმავს.

„არსებობს მომავალი და მომავალიც - მოკლევადიანი და უფრო გრძელვადიანი. მოკლევადიან გეგმებზე უფრო მეტი შემიძლია ვთქვა, ვიდრე გრძელვადიანზე. რაც შეეხება იმას, თუ რას უნდა ელოდოს მომხმარებელი, პასუხი მარტივია - ჩვენი დანაპირების შესრულებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რასაც ვპირდებით მომხმარებელს, ის შევუსრულოთ. პროექტების ნაწილში დღეის მდგომარეობით გვაქვს ერთი დასრულებული და შვიდი მიმდინარე პროექტი. 2026 წელს ვაპირებთ მინიმუმ ორი და შესაძლოა სამი ახალი პროექტის დაწყებას. ერთ-ერთი პროექტი იქნება ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, მეორე - ვერაზე, ბელინსკის ქუჩაზე, ხოლო მესამე პროექტს ჯერჯერობით ვერ დავასახელებთ, რადგან მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ.

რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს, 2027 წელს იმ შვიდ პროექტს, რომელსაც ამჟამად ვახორციელებთ, დავასრულებთ და ვაპირებთ დაახლოებით 100 მლნ დოლარის რეინვესტირებას, რაც ნიშნავს იმას, რომ რამდენი პროექტიც აქვს ახლა „მეტროპოლს“, იმდენის დამატება გვინდა. ჯამში, 3–4 წლის პერსპექტივაში, დაახლოებით 20-მდე მიმდინარე პროექტი გვინდა, რომ გვქონდეს პორტფელში“, - აღნიშნა მამუკა იმედაშვილმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „მეტროპოლს“ გაყიდვების კუთხით ბაზრის 5% უკავია - მამუკა იმედაშვილი

09.01.2026.19:00

„ძირითადი ფინანსური გეგმები, რაც დასახული გვქონდა, თითქმის 100%-ით შევასრულეთ“, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში საუბრისას, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, გაყიდვების კუთხით „მეტროპოლს“ ბაზრის 5% უკავია.

„ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს ანალიტიკას და შემიძლია ვთქვა, რომ 2025 წელს ჩვენი ძირითადი ფინანსური გეგმები, რაც დასახული გვქონდა, თითქმის 100%-ით შევასრულეთ. წლის დასაწყისსა და შუა პერიოდში იყო გარკვეული ტურბულენტობა, რასაც ცნობილ ფაქტორებიდან გამომდინარე გამოწვევებს ვეძახით, თუმცა ბოლო პერიოდში ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად დასტაბილურდა და მგონია, რომ დინამიკა კიდევ უფრო დადებითი იქნება.

რაც შეეხება ჩვენს წილს, როგორც ვაკვირდებით, დღეის მდგომარეობით „მეტროპოლს“ გაყიდვების კუთხით ბაზრის 5% უკავია. ანუ 2025 წელს თბილისში გაიყიდა დაახლოებით 350 ბინა, ხოლო ბათუმში - დაახლოებით 200, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 15–20%-იან ზრდას ნიშნავს“, - აღნიშნა მამუკა იმედაშვილმა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა