“ვაიზერი” საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს სავალდებულო დაზღვევის მარტივ, სწრაფ და ციფრულ სერვისს სთავაზობს
2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემომსვლელი უცხოელი ვიზიტორებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულო გახდა. სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს სავალდებულო დაზღვევის მარტივ, სწრაფ და სრულად ონლაინ სერვისს სთავაზობს.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა უცხოელი ვიზიტორი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას, ვალდებულია წარმოადგინოს დაზღვევის პოლისი მოგზაურობის სრული პერიოდისთვის, რომელიც გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს ფარავს.
„ვაიზერის“ ვიზიტორთა სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, დისტანციურად — სწრაფად და მარტივად, ვებგვერდზე: https://travel.wizer.ge/for-visitors
ვიზიტორები ისარგებლებენ ქვეყნის ლიდერი სამედიცინო ჰოლდინგის წევრი კომპანიის “ვაიზერის” ისეთივე მაღალი ხარისხის და ოპერატიული ჯანმრთელობის სერვისებით, როგორც “ვაიზერში” დაზღვეული საქართველოს 100 ათასზე მეტი ადამიანი.
„ვაიზერის“ ვიზიტორთა დაზღვევის 30 000 ლარის ლიმიტის ციფრული პოლისი სწრაფად აქტიურდება და მოქმედებს პოლისში მითითებული საქართველოში ყოფნის პერიოდის განმავლობაში. დაზღვევა ფარავს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, ავადობისა და უბედური შემთხვევის შედეგად საჭირო ამბულატორიულ და ჰოსპიტალურ მომსახურებას, გადაუდებელ სტომატოლოგიურ სერვისებს, უბედური შემთხვევის დაზღვევას გარდაცვალების შემთხვევაში, ასევე სამედიცინო ევაკუაციასა და რეპატრიაციას.
დაზღვეული ტურისტებისთვის „ვაიზერ ასისტანსის“ მომსახურება ხელმისაწვდომია 24/7 რეჟიმში — შეტყობინების დასაფიქსირებლად, კონსულტაციის მისაღებად, კლინიკების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და სასწრაფო დახმარების ორგანიზებისთვის. სასწრაფო სამედიცინო დახმარება (ტრანსპორტირება, რეანიმაცია) ულიმიტოა, ხოლო ლიმიტით განსაზღვრულია გადაუდებელი ამბულატორიული, ჰოსპიტალური და სტომატოლოგიური მომსახურებები.
ვიზიტორებს „ვაიზერი“ დამატებით განსაკუთრებულ ბენეფიტებს სთავაზობს — სპეციალურ ფასდაკლებას საქართველოს მასშტაბით ათეულობით სასტუმროსა და რესტორანში, ბალნეოლოგიურ, სარეაბილიტაციო დაგამაჯანსაღებელ პროცედურებზე; სილამაზის და თავის მოვლის სერვისებზე; ავტოს და სათხილამურო ინვენტარის გაქირავების სერვისზე და სხვ.
„ვაიზერის“ ვიზიტორების სავალდებულო დაზღვევა გათვლილია როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ვიზიტებზე (ერთ წლამდე ვადით) და მიზნად ისახავს საქართველოში მყოფი უცხოელი ვიზიტორებისთვის უსაფრთხო, დაცული და კომფორტული გარემოს შექმნას. პოლისის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.
„ჩვენ შევქმენით პროდუქტი, რომელიც სრულად პასუხობს ახალი რეგულაციის მოთხოვნებს და ამავე დროს მაქსიმალურად მორგებულია თანამედროვე ტურისტების საჭიროებებზე — სწრაფი აქტივაცია, 24/7 ასისტანსი და საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებული დამატებითი ბენეფიტები, რასაც სტანდარტულად სადაზღვევო პოლისი არ მოიცავს. “ვაიზერს” სამოგზაურო დაზღვევის მომსახურების მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს, “ვიზიტორების ჯანმრთელობის დაზღვევის” პოლისები საშუალებას მოგვემს ასეთივე ხარისხიანი, კომფორტული და ოპერატიული სერვისი შევთავაზოთ უცხოელ ტურისტებს“ — აცხადებენ სადაზღვევო კომპანია „ვაიზერში“.
დღის ტოპ 10 სიახლე
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით 26 ქართული კომპანია Gulfood-ზე წარსდგა
სხვა სიახლეები
2026 წლის ფოკუსი სერვისების გაფართოება და სტუმრისთვის დამატებითი ღირებულების შექმნაა - Dreamland Oasis Chakvi
28.01.2026.16:00
Dreamland Oasis Chakvi საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი რეზორტია, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, 130,000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. 2025 წლის შედეგებსა და 2026 წლის გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელს, მარიკა იაკობაძეს ესაუბრა.
- როგორ აფასებთ 2025 წელს?
გასული წელი საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის გამოწვევებით სავსე იყო.
მიუხედავად არსებული ვითარებისა და ცვალებადი ბაზრის დინამიკისა, ინდუსტრიამ კიდევ ერთხელ აჩვენა ადაპტაციისა და განვითარების უნარი. ამ ფონზე „დრიმლენდ ოაზისისთვის“ გასული წელი წარმატებული და შედეგებზე ორიენტირებული პერიოდი აღმოჩნდა, კიდევ უფრო გამყარდა სასტუმროს პოზიციები, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. „დრიმლენდ ოაზისმა“ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, სტუმრის გამოცდილების გაღრმავებას და ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებას.
2025 წელს სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა კიდევ უფრო დავხვეწეთ და გავაძლიერეთ. რაოდენობასთან ერთად, განსაკუთრებული აქცენტი ხარისხზე გავაკეთეთ. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და არის, რომ თითოეულ სტუმარს არა მხოლოდ მაღალი დონის მომსახურება, არამედ სრულფასოვანი, ემოციურად გამორჩეული გამოცდილება შევთავაზოთ, სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა სტუმართა კმაყოფილების ზრდა და განმეორებითი ვიზიტების დადებითი დინამიკა, რაც წელს ერთ-ერთ მთავარ წარმატებად შეფასდა.
- როგორია კომპანიის გეგმები 2026 წლისთვის? განსაკუთრებით, გაფართოების / სერვისების ზრდის მიმართულებით?
მოგეხსენებათ, სასტუმრო 5 ვარსკვლავიანია, ის გამოირჩევა მასშტაბური ინფრასტრუქტურითა და სერვისების მრავალფეროვნებით. ლოკაციაზე განთავსებულია 279 ნომერი, 18 სხვადასხვა კონცეფციის ბარ-რესტორანი, რომლებიც ქართულ, იტალიურ და აზიურ სამზარეულოს აერთიანებს. ასევე, 4 ღია აუზი, აკვაპარკი, კინოთეატრი და სხვა რეკრეაციული და გასართობი ზონები. ამ მრავალფეროვან ინფრასტრუქტურაზე დაყრდნობით, 2026 წლისთვის „დრიმლენდ ოაზისი“ კიდევ უფრო ამბიციურ გეგმებს ისახავს. ეს წელი ფოკუსირებული იქნება სერვისების გაფართოებაზე და სტუმრისთვის დამატებითი ღირებულების შექმნაზე. სულ მალე დრიმლენდ ოაზისი ევროპაში ყველაზე დიდ მრავალპროფილურ Spa & Wellness ცენტრს ხსნის, რომელიც საქართველოში მასშტაბურ და მრავალფეროვან Wellness სივრცედ ჩამოყალიბდება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება Wellness სერვისების გაძლიერებაზე, საოჯახო და კორპორატიული სტუმრებისთვის მორგებული შეთავაზებების განვითარებაზე, ასევე ღონისძიებებისა და MICE მიმართულების აქტიურ ინტეგრაციაზე.
გასულმა პერიოდმა აჩვენა, რომ სტუმარზე ორიენტირებული ხედვა და სწორად შერჩეული სტრატეგია ქმნის მდგრად შედეგებს. 2026 წელი კი განიხილება, როგორც ახალი შესაძლებლობების, გაფართოებისა და ინოვაციების პერიოდი. ეტაპი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს სასტუმროს პოზიციებს და სტუმრებს შესთავაზებს გამოცდილებას, რომელიც სცდება ტრადიციული დასვენების ფარგლებს.
აღსანიშნავია, რომ „დრიმლენდ ოაზის ჩაქვი“ სრულად აკმაყოფილებს ნებისმიერი ტიპის მოგზაურის მოთხოვნებსა და საჭიროებებს.