„ვაინ კახეთის“ პირველი ბოთლი, კალიფორნიაში, მაღალი რანგის ღონისძიებაზე გაიხსნა
„ვაინ კახეთის“ ნამდვილ ქართულ ღვინოს უკვე ამერიკაში აგემოვნებენ და პირველ შეფასებებსაც ვიღებთ. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს „ვაინ კახეთის“ მარკეტინგის მენეჯერმა, ინგა ბაჯელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის პირველი ბოთლი, მაღალი რანგის საქველმოქმედო ღონისძიების სტუმრებისთვის, კალიფორნიაში გაიხსნა.
„Michael Kors-თან, Lara Trump-თან, Anne Fontaine-სა და სხვა მსოფლიო დონის წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიების ერთ-ერთი სპონსორი „ვაინ კახეთი“ იყო. სტუმრებმა 2023 წლის მოსავლის საფერავი და რქაწითელი დააგემოვნეს და მაღალი შეფასება მისცეს. ამ შეფასებით, „ვაინ კახეთის“ ბოთლში ზუსტად ის ღვინოა, რომელსაც, სხვა ღვინოებისგან აუცილებლად გამოარჩევ „“- ამბობს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, ინგა ბაჯელიძე.
Wine, Women and Shoes - საქველმოქმედო ღონისძიებაა, ლარა ტრამპთან პარტნიორობით, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. წვეულება მიზნად, ამჯერად, დაუცველი ბავშვების მხარდაჭერას ისახავდა.
„ამერიკაში, „ვაინ კახეთის“ ღვინის დაგემოვნება მალე ყველა მსურველს შეეძლება. ლიცენზირებულ პირებს კი - მათ შორის, რესტორნებს, ბარებს, ალკოჰოლური სასმელების მაღაზიებს, ასევე, ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუტორებს, უკვე ნებისმიერ შტატში შეუძლიათ ჩვენთან თანამშრომლობა. „ვაინ კახეთის“ წარმომადგენლობა, პენსილვანიის შტატში, ქალაქ ფილადელფიაში გაიხსნა “, - აღნიშნავს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი.
ცნობისთვის, ღვინის შესაკვეთად ან დეგუსტაციისთვის, ნიმუშების მისაღებად მსურველებს შემდეგ ნომერზე შეუძლიათ დაკავშირება : +19173481027
ან მიწერა :
კომპანიის ისტორია
ქართულ ღვინოს, დამზადების 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია ნიშურ პროდუქტად აქცევს, ალკოჰოლური სასმელებით უკვე გაჯერებულ მსოფლიო ბაზარზე. „ვაინ კახეთის“ ღვინო გამორჩეულია იმ მეცნიერული გამოცდილებით, რაც მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში, 1921 წლიდან გროვდეობდა.
კომპანია "ვაინ კახეთი" შეიქმნა სწორედ იმისთვის, რომ არ დაიკარგოს ინსტიტუტის მიერ შექმნილი გამოცდილება და გაგრძელდეს საუკუნის წინ დაწყებული უნიკალური ისტორია. ამ გამოცდილებით, ღვინის ხარისხზე ზრუნვა ვაზის ნერგებიდან დავიწყეთ. ეს სწორედ ის ინსტიტუტია, რომელმაც ქართული ვაზის აბორიგენული ჯიშები გადაშენებას გადაარჩინა და დღემდე ჩვენამდე მოიტანა.
თელავში, იქ, სადაც „ვაინ კახეთის“ გუნდი შეიკრიბა, საუკუნის წინ, პირველი ექსპერიმენტული სადგური დაარსდა. მეცნიერებმა დაიწყეს უძველესი, აბორიგენული ჯიშების ძიება, მოპოვება და შენარჩუნება; მათ, თელავის საკოლექციო ნაკვეთზე, ვაზის 400-მდე ჯიშს მოუყარეს თავი. ამას მოჰყვა ის, რომ 1962 წელს, სწორედ, ინსტიტუტში, მსოფლიო კონგრესი ჩატარდა. ამის შემდეგ მოექცა ქართული ღვინო მსოფლიო დონის მევენახეებისა და მეღვინეების ინტერესის ქვეშ.
დღეს კი, საუკუნის გამოცდილებით გაშენებული ვენახებიდან ვიღებთ უმაღლესი ხარისხის მოსავალს და ვამზადებთ ნამდვილ ქართულ ღვინოს.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები
16.01.2026.18:00
კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.
„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.
ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.
აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.