მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7074.2
-0.0004
flag
AZN 1.5915
-0.0003
flag
CNY 38.016
0.0003
flag
EUR 3.131
-0.0011
flag
GBP 3.5507
-0.005
flag
KZT 51.58
0.0005
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7059
-0.0005

ვაჭრობის საერთო ბრუნვამ 2 მილიარდ დოლარს მიაღწია - ჩვენი პარტნიორობა ჩინეთთან დინამიურად იზრდება - მიხეილ ხიდურელი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა ჩინეთის საერთაშორისო ტელეარხ CGTN-თან ინტერვიუში შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა შეაფასა. სააგენტოს მხარდაჭერით, ღონისძიებაში 40-მდე ქართულმა ექსპორტიორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

როგორც მიხეილ ხიდურელმა განაცხადა, საქართველო შანხაის მასშტაბურ გამოფენაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა, რამაც განსაკუთრებით გაზარდა გამოფენის ვიზიტორების ინტერესი საქართველოს პავილიონების მიმართ.

„საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსმა უდიდესი უპირატესობა მოგვცა ვყოფილიყავით გამოფენის ასიათასობით ვიზიტორის ფოკუსში. საქართველოს პავილიონებთან რიგები არ წყდებოდა - ვფიქრობთ, რომ შანხაის გამოფენის შედეგად, ქართული კომპანიები უფრო აქტიურად შეძლებენ საკუთარი პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე გატანას, რაშიც მათ ჩვენი სააგენტო აუცილებლად აღმოუჩენს მხარდაჭერას," - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.

მიხეილ ხიდურელმა ასევე გაამახვილა ყურადღება ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე - მასზე პოზიტიური გავლენა მოახდინა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, რომელიც 2018 წელს ამოქმედდა. მისი ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტის მოცულობამ 300 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით ჩინეთი საქართველოს ათ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორს შორის მოხვდა.

„თუ გადავხედავთ ვაჭრობის საერთო ბრუნვას 2017 წლიდან 2024 წლამდე - იგი 900 მლნ დოლარიდან 2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. დაახლოებით 50%-ით გაზრდილი ექსპორტი იმას მიუთითებს, რომ საქართველო - ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობები პოზიტიური დინამიკით ხასიათდება და ეს მხოლოდ დასაწყისია", - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მიხეილ ხიდურელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის რანგში იქნა აყვანილი.

„საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით განხორციელებულმა უმაღლესი დონის ვიზიტებმა ჩინეთში, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას განსაკუთრებული სტიმული მისცა. საერთაშორისო გამოფენები, სავაჭრო მისიები და ბიზნეს ფორუმები ხელს შეუწყობს ქართულ - ჩინური ბიზნესკავშირების გამყარებას. შედეგად, მოველით ჩინეთის მხარესთან როგორც სავაჭრო ბრუნვის, ისე საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას," - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

ქართული დელეგაცია ჩინეთში, საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაზე - China International Import Expo (CIIE) იმყოფებოდა. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, გამოფენაზე საქართველო 3 თემატური პავილიონით და საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი. გაიმართა ქართული ტრადიციული ცეკვისა და სიმღერის წარმოდგენები, კულინარიული მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image AI სტიპენდია ქალებისთვის - საქართველოს ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივ პროექტზე განაცხადების მიღება დაიწყო

13.11.2025.14:51

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ქალებისათვის სპეციალური სასწავლო კონკურსი- AI სტიპენდია შეიქმნა.

ახალი ინიციატივა ქალებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება პარტნიორ აკადემიებში და დაეუფლონ ახალ პროფესიას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. პროექტში მონაწილეობა და განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ქალს, ვისაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი. ბანკის პარტნიორი აკადემიების სია კი ასე გამოიყურება:

• სმარტ აკადემია – Smart Academy;
• თბილისის კომუნიკაციის სკოლა – Tbilisi School of Communication;
• ციფრული ინდუსტრიის აკადემია – Academy of Digital Industry;
• ეჯაილ სქული – AgileSchool;
• სქილვილი – Skillwill;
• სქეილაფი – ScaleUp.

რაც შეეხება კონკრეტულ კურსებს, რომლის გავლაც AI ით დაინტერესებულ ქალებს შუძლიათ, ესენია:

TBILISI SCHOOL OF COMMUNICATION

• ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები;
• AI Agents & Automations;
• AI ბიზნესის განვითარებაში.

Academy of Digital Industry

• ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი;
• AI ChatBots.

Smart Academy

• ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში.

Skillwill

• ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის.

ScaleUp

• ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება.

AgileSchool

• AI Automation.

სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რასაც თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს. საწყის ეტაპზე საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა Stipendia.bog.ge-ზე, -ზე, დაწეროთ სამოტივაციო წერილი და დაელოდოთ პასუხს გასაუბრების თაობაზე.

აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა