მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7117
0.0011
flag
AZN 1.6059
0.0002
flag
CNY 38.037
0.0041
flag
EUR 3.1625
0.0387
flag
GBP 3.7058
0.0206
flag
KZT 53.42
-0.002
flag
TRY 0.0694
-0.0003
flag
USD 2.7301
-0.0005

უცხოურ კომპანიებს აქვთ მიმზიდველი საინვესტიციო გარემო იმისთვის, რომ საქართველო ლოგისტიკურ თუ ინდუსტრიულ ჰაბად გამოიყენონ - ​ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წარმომადგენელი

news image

მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების მიმართულება იცვლება, შესაბამისად იზრდება კონკურენცია ქვეყნებს შორის, რომ მოიზიდონ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ​ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ინვესტორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნუცა ჟღენტმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს და მის ინდუსტრიულ ზონებს გააჩნიათ მთელი რიგი უპირატესობები, რადგანაც ბევრ ქვეყანასთან არის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები.

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის არსებობა, როგორც პირდაპირი უცხოურ ინვესტიციების წამახალისებელი მოზიდვის მექანიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან მდგრად ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება, რომელსაც თან ახლავს ცოდნის, უნარის, ტექნოლოგების და კაპიტალის გენერირება. ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი დაინტერესებაა.

ზოგადად იცვლება მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების მიმართულება, შესაბამისად იზრდება კონკურენცია ქვეყნებს შორის, რომ მოიზიდონ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ასევე მსოფლიოში ძალიან ბევრი ინდუსტრიული ზონაა წარმოდგენილი და შესაბამისად სხვადასხვა ტიპის შეთავაზებებს უკეთებენ ამ კომპანიებს. ჩვენ ქვეყანას და ასევე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას გაგვაჩნია ბევრი ტიპის უპირატესობები, როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობს ხელშეკრულებების არსებობა მრავალ ქვეყანასთან და რეგიონთან, საკმაოდ განვითარებული ინფრასტრუქტურა, ასევე დაბალი კომუნალური ხარჯები. შესაბამისად უცხოურ კომპანიებს აქვს საკმაოდ მისაღები, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო იმისთვის, რომ საქართველო გამოიყენონ ლოგისტიკურ თუ ინდუსტრიულ ჰაბად და შემდეგ საქართველოდან დაფარონ სხვადასხვა რეგიონული, თუ უფრო შორეული ბაზრები“, - აცხადებს ნუცა ჟღენტი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება

13.06.2025.10:25

2025 წლის სექტემბერში, „უბნის” კვლევითი პროგრამის - ,,ქვების” -  ფარგლებში, თიბისი კონცეპტისმხარდაჭერით, ჩატარდება თბილისის ლანშაფტის მოდელირების სემინარი. სემინარს უხელმძღვანელებს იტალიელი არქიტექტორი და თეორეტიკოსი რენატო რიცი. სემინარი ორგანიზებულია IUAV ვენეციის  უნივერსიტეტის გუნდთან — სუზანა პისშელა და ჯორჯა ანტონიოლისთან თანამშრომლობით. ინიციატივა მიზნად ისახავს ლანდშაფტის მოდელირების ინოვაციური მეთოდოლოგიების პოპულარიზაციას ,,უბნის” კვლევითი პროგრამის ფარგლებში, აქცენტით თბილისის გამორჩეულ ლანდშაფტზე და მის გავლენაზე ქალაქის საერთო მორფოლოგიასა და სტრუქტურაზე.

რენატო რიცის მიდგომა მოდელირების მიმართ დაფუძნებულია ფენომენოლოგიასა და მეტაფიზიკაზე. მისი მოდელები განიხილება არა როგორც უბრალო დიზაინის საგნები, არამედ როგორც „აზროვნების ინსტრუმენტები“, რომლებიც ხელს უწყობენ სივრცის და მისი თანდაყოლილი მნიშვნელობების ღრმა გაგებას. სემინარი მოიაზრებს თბილისის ლანდშაფტზე დაკვირვებას, მის შესწავლას და სხვადასხვა მასშტაბისა მოდელის შექმნას. შემაჯამებელი გამოფენა კი 2026 წლის თებერვალში თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეში გაიმართება.


სემინარზე დასწრება და ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლიათ ხელობის მოყვარულებს, კულტურის ენთუზიასტებს, სტუდენტებს, არქიტექტორებს, ურბანული დაგეგმარების სპეციალისტებს, რესტავრატორებს, დიზაინერებს, მოქანდაკეებს, მხატვრებს, გეოგრაფებს კარტოგრაფებს და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს.

გთხოვ გაითვალისწინოთ რომ ადგილები შეზღუდულია და მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია და შერჩევის გავლა შემდეგ ბმულზე: https://tally.so/r/mRaDdj  რეგისტრაციის ბოლო ვადაა 27 ივნისი, 2025.

რენატო რიცი: ვენეციელი არქიტექტორი, თეორეტიკოსი და პედაგოგი, არქიტექტურის დიზაინის სრული პროფესორია ვენეციის IUAV უნივერსიტეტში და რომის სან ლუკას ეროვნული აკადემიის წევრი. 2018 წელს მას მიენიჭა იტალიის რესპუბლიკის საპატიო ჯილდო. რიცის საგანმანათლებლო საქმიანობა მოიცავს ლექციებსა და კურსებს საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის ჰარვარდის უნივერსიტეტში. მისი მნიშვნელოვანი არქიტექტურული პროექტებია: ეგვიპტის დიდი მუზეუმი, ვარშავის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MoMA) და იოანე პავლე II-ის ცენტრი კრაკოვში. განხორციელებულ ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია: Area Sportiva Ghiaie (1984–1998), Museo del Futurismo (1992–2008) და Casa dei Libri Barbarigo (2020–2023). რენატო რიცი ასევე არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის: Solemnidad de la Civilidad და Il Daìmon di Architettura.


მთავარი მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი. პარტნიორები: იტალიის საელჩო საქართველოში, IUAV ვენეციის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა