მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7251.1
-0.0139
flag
AZN 1.6094
-0.0035
flag
CNY 39.608
-0.0166
flag
EUR 3.1677
-0.0156
flag
GBP 3.6465
-0.0115
flag
KZT 55.39
-0.0031
flag
TRY 0.0621
-0.0002
flag
USD 2.7362
-0.0057

უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს

news image

ინტერნეტი განუსაზღვრელ შესაძლებლობებს გვაძლევს სწავლისთვის, ურთიერთობისა და შემოქმედებისთვის, ტექნოლოგიური პროგრესისთვის. ამავდროულად, რიგი საფრთხეების თავიდან ასარიდებლად მისი უსაფრთხოდ გამოყენება უნდა ვიცოდეთ. განსაკუთრებით კრიტიკულია ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება მოზარდებისთვის, ვინაიდან ისინი ინტერნეტში ძალიან დიდ დროს ატარებან. ახალ პლატფორმებს ადვილად ითვისებენ, თუმცა რისკების შეფასებას ყოველთვის სათანადოდ ვერ ახდენენ.

თებერვლის ეს კვირეული უსაფრთხო ინტერნეტს ეძღვნება და საქართველოს საბანკო ასოციაცია კიდეც ერთხელ შეგახსენებთ კიბერუსაფრთხოების საბაზისო წესებს.

რომელი საფრთხეებია დაკავშირებული ინტერნეტის გამოყენებასთან?

ყალბი შეთავაზებები, პირადი ინფორმაციის გამოძალვა (ფიშინგი მათ შორის), ონლაინ თაღლითობა, ვირუსებისა და მავნე პროგრამების გავრცელება ინტერნეტზე დაერთებულ მოწყობილობებში და კიბერბულინგი (აგრესიული კომენტარებით და შეტყობინებებით შევიწროება ონლაინ). აღნიშნულ რისკებსა და საფრთხეებს ერთობლივად უნდა გაუმკლავდნენ მოზარდები, მათ მშობლები და სასწავლო დაწესებულებები.

რჩევები მშობლებს

  • ღიად ისაუბრეთ კიბერსივრცეზე - გაუზიარეთ მოზარდებს ინფორმაცია საფრთხეებზე;
  • დააწესეთ საზღვრები - დაშვებული ქცევა, ეკრანთან ყოფნის ხანგრძლივობა, ა.შ;
  • იცოდეთ, სად არის თქვენი მოზარდი შვილი ფიზიკურ თუ ვირტუალ სივრცეში;
  • გამოიყენეთ ტექნოლოგია - ე.წ. Parental Controls (მოზარდის ადგილმდებარეობა, ეკრანთან ყოფნის დრო,ასაკის-შესაფერისი აპლიკაციები, და სხვა);
  • შექმენით „სანდო წრე“ - ონლაინ საფრთხისას იცოდეთ შეთანხმებული ქმედებები;
  • იყავით მაგალითი მოზარდისთვის - უსაფრთხოდ და ზომიერად გამოიყენეთ სოციალური მედია.

რჩევა სასწავლო დაწესებულებებს

  • შეძლებისდაგვარად შეიყვანეთ ციფრული უსაფრთხოების საკითხები სასწავლო პროცესში;
  • დროულად დააფიქსირეთ კიბერბულინგი და მყისიერად აღკვეთეთ ის;
  • შექმენით უსაფრთხო/ანონიმური არხი კიბერბულინგის გასაცხადებლად;
  • დროულად შეატყობინეთ მშობლებს ნებისმიერი ინციდენტი.

რჩევა მოზარდებს

  • არ დაიმეგობროთ უცხო/უცნობი ადამიანი სოციალურ ქსელში;
  • არ გააზიაროთ პირადი ინფორმაცია (მისამართი, პაროლი, PIN, ფოტო-ვიდეო, გეიმინგის პაროლი, ბარათის ნომერი, ა.შ.);
  • შეისწავლეთ და აკონტროლეთ სოცმედიის კონფიგურაცია;
  • არ გააზიაროთ ადგილმდებარეობა და პირადი დეტალები საჯაროდ სოციალურ მედიაში;
  • დააყენეთ ძლიერი პაროლი +დამატებითი ფაქტორი (MFA) ყველა ანგარიშზე;  gaming console-ში თამაშები ჩამოტვირთეთ ოფიციალური წყაროდან;
  • გყავდეთ „სანდო წრე“ - ონლაინ საფრთხის შემთხვევაში იცოდეთ, ვის მიმართოთ.

და ბოლოს, კიბერჰიგიენის საბაზისო წესები ყველასთვის:

  • დაიმახსოვრეთ: თქვენი ნებისმიერი ციფრული აქტივობა ტოვებს კვალს  შექმენით და მართეთ თქვენი ციფრული პროფილი გონივრულად და გონიერად;
  • არასდროს მიჰყვეთ ბრმად უცნობ ბმულებს და არ შეიყვანოთ ონლაინ ბანკის ან ბარათის მონაცემები;
  • არასდროს გააზიაროთ პირადი, ფინანსური, საბარათე მონაცემები;
  • არ განათავსოთ ინტერნეტში ისეთი ინფორმაცია, რომლის გაჟონვა თქვენ ან სხვას დააზიანებს რეპუტაციულად ან ფინანსურად ;
  • დაფიქრდით, რა ინფორმაციას აზიარებთ AI პროგრამებში: გახსოვდეთ წინა წესი.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს MIPIM 2026-ზე, უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე წარადგენს

06.03.2026.20:51

9-დან 13 მარტის ჩათვლით, კანში, „ფესტივალების სასახლეში,“უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე, „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია და საპროექტო არეალის 84 ჰა ტერიტორიიდან, 48 ჰა უკვე ფორმირებულია ზღვაში.

„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო აუდიტორიას ვაცნობთ ჩვენი პროექტისა და ზოგადად ქვეყნის, გამორჩეულ საინვესტიციო შესაძლებლობებს“ - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.

საფესტივალო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.

ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება კუნძულის პრეზენტაცია, სადაც პარტნიორებს, დაინტერესებულ ინვესტორებსა და სფეროს ექსპერტებს, კუნძულზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, პასუხების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა