მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7090.3
0.0004
flag
AZN 1.5912
-0.0005
flag
CNY 38.068
0.0011
flag
EUR 3.1223
0.005
flag
GBP 3.5422
0.0082
flag
KZT 52.05
-0.0002
flag
TRY 0.0637
-0.0001
flag
USD 2.7056
-0.0006

უპრეცედენტო შეთავაზება სატვირთო და სპეცტექნიკის მფლობელებს „თეგეტა ბიზნესისგან“ - Black Friday-ს კვირეული დაიწყო

news image

საავტომობილო პროდუქტების სრული სპექტრი და სააქციო ფასები სერვისებზე - სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტოტრანსპორტის მიმართულებით „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში განსაკუთრებული შეთავაზება ამოქმედდა. ფასდაკლებები 25 ნოემბრიდან 29 ნოემბრისჩათვლით გრძელდება. 

სატვირთო ავტომობილების მფლობელებს „თეგეტა მოტორსი“ ქვეყნის მასშტაბით ცხრა ფილიალში ემსახურება. აქციებით სარგებლობა ყველა სერვისცენტრშია შესაძლებელი. მომხმარებელი შეძლებს, საავტომობილო პროდუქტები შემდეგი პირობებით შეიძინოს:

  • სატვირთო ნაწილები - 25%
  • აკუმულატორები - 25%
  • საცხებ-საპოხი მასალები - 25%
  • სატვირთო ავტომობილების საბურავები - 15%
  • მცირე სატვირთო C კატეგორიის ავტოტრანსპორტის საბურავები - 25%

რაც შეეხება სერვისს, Black Friday-ს შეთავაზება სავალი ნაწილის შეკეთებაზეც ვრცელდება და 30%-იან ფასდაკლებას გულისხმობს

ვახტანგ ზივზივაძე, „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების ხელმძღვანელი:Black Friday-ს კვირეულის ფარგლებში, ჩვენს კორპორაციულ თუ საცალო მომხმარებლებს MAN-ისა და Renault Trucks-ის ორიგინალ და ასევე ევროპული წარმოების საავტომობილო პროდუქციას საგარანტიო პირობებით ვთავაზობთ. ვფიქრობთ, ხელსაყრელი პერიოდია სავალი ნაწილის სრული სერვისისთვისაც. 

სერვისი  თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ ცენტრებში უახლესი სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით სრულდება. პროცესის საბოლოო დასრულებამდე ავტომობილი სამუხრუჭე სტენდზე მოწმდება გამოცდილი მექანიკოსების მიერ, რომლებიც  გადამზადებას სისტემატურად  გადიან. სერვისის  წერტილების სიმრავლე კი რიგების მართვისა და დაყოვნების მინიმალურ დრომდე შემცირების შესაძლებლობას გვაძლევს, რაც მომსახურებას კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს ხდის“. 

სატვირთოებთან ერთად, შავი პარასკევის კვირეულის ფარგლებში, სააქციო ფასი აქვს სპეციალური დანიშნულების ტექნიკისთვის განკუთვნილ პროდუქტებსაც: 

  • საბურავები სპეცტექნიკისთვის - 15%
  • ნაწილები - 25%
  • აკუმულატორები - 25%
  • საცხებ-საპოხი მასალები - 25%

30%-იანი ფასდაკლება გავრცელდება სპეცტექნიკის სერვისის მომსახურების სრულ ასორტიმენტზე, რაც ძრავის, ჰიდრავლიკის სისტემის, გადაცემათა კოლოფის, ელექტრობისა თუ სხვა მექანიკური დაზიანების შეკეთებას მოიცავს.  

ზვიად ახლოური, „თეგეტა მოტორსის“ სპეცტექნიკის პროდუქტების უფროსი ოფიცერი:„სპეცტექნიკის სეგმენტში წელს უპრეცედენტო შეთავაზებები გვაქვს. მომხმარებელი სააქციო ფასად შეიძენს  უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, რაც ექსპლატაციის პროცესში განმეორებითი სერვისის  რისკებს მაქსიმალურად აზღვევს. საუკეთესო პირობებით არის შესაძლებელი სრული სპეცტექნიკის სერვისის მიღებაც. დიაგნოსტიკა და შეკეთება „თეგეტა მოტორსში“ ორიგინალი, მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით მიმდინარეობს. მომხმარებელთან ერთად, კარგად გვესმის, რომ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის გამართული მუშაობა ბიზნესის უწყვეტობას ნიშნავს. ვფიქრობთ, შეთავაზებების კვირეული საუკეთესო შესაძლებლობაა ტექნიკის მოსამზადებლად, დანახარჯების ოპტიმიზაციისა და სეზონური სამუშაოების შეუფერხებელი დაგეგმარებისათვის“.

სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით „თეგეტა მოტორსს“ ქვეყნის მასშტაბით ხუთი ფილიალი აქვს - თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში. სერვისცენტრებში მომხმარებელი შეძლებს, შეიძინოს JCB-ს; Hyundai-ს, Komatsu-ს, Liebherr-ის; Bomag-ის; XCMG-ს; Heli-ს; Clark-ისა და სხვა ბრენდების ორიგინალი პროდუქცია, აგრეთვე ITR-ის, Berco-ს, ZF, Bosch-ის, Fleetguard-ის, Cummins-ის, TVH-ის, Hifi-ს და სხვა არაორიგინალი ბრენდების მაღალხარისხიანი პროდუქცია. ასევე Mobil-ის, Shell-ის ან Motul-ის საცხებ-საპოხი მასალები, Varta-ს აკუმულატორები, JCB-სა და სხვა  არაორიგინალი უმაღლესი ხარისხის Starmaxx-ის საბურავები და ა.შ. 

სპეცტექნიკის პროდუქტების შეძენა წინასწარი შეკვეთითაც შესაძლებელია. მომხმარებელს შეუძლია, დარეკოს „თეგეტა მოტორსის“ ცხელ ხაზზე: 2 24 44 44 მოითხოვოს კონკრეტული პროდუქტი, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლები უმოკლეს ვადაში ადგილზე მიუტანენ.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში

25.11.2025.14:34

დეკემბრიდან, თიბისის მობაილბანკში საინტერესო და რაც მთავარია, მომგებიანი სიახლე გელოდებათ.

ჩაერთე დეკემბრის მარათონში, შეასრულე მისიები ყოველდღე, დააგროვე მონეტები და დასაჩუქრდი ფულადი პრიზით. კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი მონეტის მფლობელს 10 000 ლარი გადაეცემა.

მონეტების დასაგროვებლად, ისარგებლე ფინანსური სერვისებით თიბისის მობაილბანკში. მაგალითად, გადარიცხე ფული საკუთარ ანგარიშზე, მოიწვიე მეგობარი და სხვა.

მთავარი მისია კი, რომლითაც მონეტებს დააგროვებ, ე.წ. „კლიკების“ თამაშია. მობაილბანკში ყოველდღიურად 10-წამიანი სესია გაიხსნება - 1 „კლიკი“ 1 მონეტას უდრის. შესაბამისად, იმდენ მონეტას დააგროვებ, რამდენ „კლიკსაც“ განსაზღვრულ დროში მოასწრებ.

ასევე, ყოველი მე-1 000 000-ე მონეტის მფლობელი დასაჩუქრდება ფულადი პრიზით.

და რაც მთავარია, ლიდერი, რომელიც მთელი მარათონის განმავლობაში ყველაზე მეტ მონეტას დააგროვებს, მთავარ პრიზს - 50 000 ლარს მიიღებს.
თუ მარათონს მის დაწყებამდე, ლოდინის რეჟიმში შემოუერთდები, საჩუქრად დამატებით 500 მონეტას მიიღებ.

მთავარია გჯეროდეს - იქნებ, სწორედ შენ ხარ დეკემბრის მარათონის მომავალი გამარჯვებული.

ცნობისმოყვარეებო და მოუსვენრებო, თიბისის მობაილბანკში შევხვდებით!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა