UNIDELTA - ინოვაცია და სანდოობა იტალიური სტანდარტით
51 წელი ბიზნესში და ექსპორტი 90-ზე მეტ ქვეყანაში - ეს უნიდელტაა. კომპანია 1973 წელს დაარსდაიტალიაში, ქალაქ ვესტონეში და თავდაპირველად სპეციალიზირდებოდა პოლიეთილენის მილების წარმოებაში. დღეს უნიდელტა ისეთ პროდუქციას აწარმოებს, რომელიც გამოიყენება სასმელი და სარწყავი წყლის სისტემებში, გათბობის სისტემებში და სხვა საინჟინრო ქსელებში.
კომპანიამ მალევე მოიპოვა წარმატება და დღეს მისი პროდუქცია გამოიყენება მთელ მსოფლიოში. Unidelta-ს პროდუქცია იტალიაშია დამზადებული და აკმაყოფილებს ISO 9001:2015 ხარისხის სტანდარტებს. უნიდელტა იმ ბრენდების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებისთვისაც ხარისხი უპირველესია, შესაბამისად, თითოეული პროდუქტი ჩვენთან მოსვლამდე უამრავ შემოწმებას გადის. პროდუქცია სრულად და ექსკლუზიურად იწარმოება მათ საწარმოებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმოებული პქოდუქცია იტესტება და მხოლოდ ამის შემდეგ მიეწოდება მომხმარებლებს.
უნიდელტას ბრენდის ქვეშ შეხვდებით ისეთ მნიშვნელოვან მასალას, როგორიცაა მეტალოპლასტმასის შეფუთული მილი. ის მნიშვნელოვანია საყოფაცხოვრებო ცენტრალური გათბობის სისტემის გაკეთებისას. მისი გამოყენება უსაფრთხოა, არის პრაქტიკული და მარტივად დასამონტაჟებელი.
პროდუქციის უპირატესობებია:
უნიდელტას პროდუქცია 90-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს და კომპანია რეგულარულად მონაწიელობს ისეთ საერთაშორისო გამოფენებში, როგორებიცაა ISH Frankfurt და WETEX Dubai.
გორგია უნიდელტასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს. აღნიშნული ბრენდის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია გორგიას ყველა ფილიალში, ონლაინ- GORGIA.GE-ზე და ახლა უკვე აპლიკაციაშიც.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
01.07.2025.14:00
ახმეტის ღვინის სახლი/Akhmeta Wine House ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს ნიკოლოზ გარსევანიშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენი საქმიანობა 2014 წელს დაიწყო, როდესაც ორმა მეგობარმა გადავწყვიტეთ სრულიად სხვა სფეროდან გადმოგვენაცვლა მევენახეობა-მეღვინეობაში. პროფესიული გამოცდილება ამ მიმართულებით არ გვქონდა, თუმცა ღვინოსთან შეხება ოჯახური ტრადიციების გათვალისწინებით კი, როდესაც ოჯახისთვის ვაწარმოებდით ღვინოს.
პირველ ეტაპზე შევიძინეთ ორი მცირე ზომის ვენახი და მალევე გაჩნდა სურვილი მარნის აშენების და საქმიანობის გაფართოების. საბოლოოდ დავფუძნდით ახმეტაში, სადაც ავაშენეთ ჩვენი პირველი მარანი. 2015 წელს კი ჩამოვასხით ჩვენი პირველი ღვინო, ჩვენივე ვენახებიდან. შემდგომ პერიოდში ბაბუებისგან საჩუქრად მივიღეთ კიდევ რამდენიმე ვენახი, რამაც საშუალება მოგვცა გაგვეზარდა წარმოება თუმცა, მიუხედავად ამისა, ვენახების რაოდენობა მაინც არასაკმარისი იყო და მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ახალი ვენახების გაშენების შესახებ.
2016 წელს გავაშენეთ დაახლოებით 4 ჰექტარი ვენახი სხვადასხვა ქართული ჯიშით. ეს ნაბიჯი დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის, რადგან აგროსფერო ჩვენთვის ნაკლებად ნაცნობი იყო. საჭირო გახდა ინფორმაციის დიდი მოცულობით მოძიება, ახალი ცოდნის შეძენა და პროფესიული განათლების მიღება, რაც გავაკეთეთ დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
დღესდღეობით, ჩვენი წარმოების მოცულობა შედარებით მცირეა. წელიწადში ვაწარმოებთ დაახლოებით 10 000-დან 15 000 ბოთლამდე ღვინოს. სწორედ ამიტომ მცირე საწარმოდ ვითვლებით, თუმცა გვაქვს ზრდისა და განვითარების ამბიცია.
ამჟამად, ვაწარმოებთ შემდეგ ქართულ ჯიშებს:
• ქისი
• ხიხვი
• მწვანე
• რქაწითელი
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
პირველივე დღიდან ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო როგორ გაგვეწია კონკურენცია სხვა მწარმოებლებისთვის და როგორ გვეპოვა ჩვენი ნიშა ღვინის სამყაროში. სწორედ ამ მიზნით მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ჩვენი მარანი ჩამოყალიბებულიყო ბიომეურნეობად. ვინაიდან, თავადაც ვსვამთ იმ ღვინოს, რომელსაც ვაწარმოებთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ყოფილიყო ნატურალური, სუფთა და ჯანსაღი პროდუქტი.
2016 წლიდან სრულად გადავედით ბიოწარმოებაზე და ამავე წლიდან ჩვენი ღვინოები სრულად სერტიფიცირებულია როგორც ორგანული პროდუქტი. დღეს უკვე ყველა სახეობის ღვინო, რომელსაც ვაწარმოებთ, ბიო სერტიფიცირებულია.
გარდა ამისა, მოგვიანებით შევუერთდით ნატურალური ღვინის ასოციაციას, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ღირებულებებს და წარმოების პრინციპებს.
ჩვენი ღვინო გამორჩეულია, იმით რომ არის ქვევრის, რომელიც ნატურალური და ორგანულია. ასეთი პროდუქტი არის ნიშური, უნიკალური და სპეციფიკური, რაც განსაკუთრებულად მოთხოვნადს ხდის ევროპულ და არამარტო ევროპულ ბაზარზე. მას ჰყავს თავისი ერთგული მომხმარებელი, რომელიც აფასებს ხარისხს. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა სწორედ ამაშია: ქვევრში დაყენებულ ნატურალურ, ბიო სერტიფიცირებულ ღვინოში.
ახორციელებს თუ არა ამ ეტაპზე კომპანია ექსპორტს და როგორია გეგმები ამ მიმართულებით?
ჩვენი მარნის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ექსპორტია. სწორედ ამით ვართ ძირითადად დაკავებულნი. საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა ღვინის გამოფენაში მონაწილეობა, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.
სწორედ ამ გამოფენების წყალობით, ვაწარმოებთ ექსპორტს შემდეგ ქვეყნებში : სკანდინავიის რეგიონი, ჩინეთი, იაპონია, დანია, ავსტრია, იტალია და სხვა.
ცნობისთვის, საწარმო მდეობარეობს ახმეტაში, რუსთაველის 38 ნომერში. მომხმარებელს პროდუქციის შეძენა შეუძლია „ალკორიუმის“ ქსელურ მაღაზიებში.