უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China თბილისსა და პეკინს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს
უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, პეკინსა და თბილისს შორის ფრენები მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან, ქალაქ ურუმჩის გავლით შესრულდება.
ჩინეთის დედაქალაქთან პირდაპირი მიმოსვლის დაწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის შედეგია, რომლის ფარგლებში სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, განხილული იყო სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საჰაერო აბრეშუმის გზის განვითარების შესახებ. მემორანდუმის მიხედვით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ „საჰაერო აბრეშუმის გზის" განვითარებას, რაც მიზნად ისახავს საჰაერო სატრანსპორტო დერეფნების ჩამოყალიბებას ლიბერალურ პრინციპებზე დაყრდნობით და ორი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სფეროებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებით.
ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება დადებითად აისახება საქართველო - ჩინეთის ურთიერთობებზე. ავიარეისები თბილისსა და პეკინს შორის კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Air China-ს ოპერირების ნებართვა დღეს მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Air China საქართველოს ბაზარზე 2024 წლის დეკემბერში შემოვიდა. დღეის მდგომარეობით ავიაკომპანია ფრენებს თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში 2 სიხშირით ასრულებს და მიმდინარე წლის 10 თვის მდგომარეობით 25 035 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.
სხვა სიახლეები
კორპო - თანამშრომლებზე ზრუნვის ინსტრუმენტი ორგანიზაციებისთვის
14.11.2025.12:56
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი განაცხადი - გაძლიერებული, გაუმჯობესებული და თანამედროვე ორგანიზაციებზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე ახალი განაცხადით გამოდის და გაუმჯობესებულ, გაძლიერებულ და განახლებულ პროგრამას წარადგენს.
კორპო „ჯიპიაის“ კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სახელია, თუმცა სახელის უკან თანამშრომლებზე ზრუნვის განახლებული და ძლიერი მექანიზმი, ციფრული სისტემები, ევროპული სტანდარტები და თანამედროვე ბაზრის მოთხოვნაზე აგებული შეთავაზება დგას.
პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ჯანმრთელობის დაზღვევით 500,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე სარგებლოს, ყოველი მესამე კი ჯიპიაის დაზღვეულია. ცხადია, ეს ინდუსტრია ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს მნიშვენლოვანი შემადგენელი ნაწილია და ჩვენთვის დიდი პასუხსმგებლობაა ამ გზაზე წინსვლა, რადგან ვიცით, ჩვენს მიერ სტაბილური განვითარებისკენ და ახალი სიტემების დანერგვისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი დადებით გავლენას ახდენს მთლიანად ამ სფეროზე. ჩვენს კომპანიას გასულ წელს 81,000,000 ლარი აქვს ანაზღაურებული ქართული კლინიკებისთვის და სამედიცინო სფეროში მოქმედი კომპანიებისთვის. ჯიპიაი აზღვევს 24 წელია ათასობით ქართულ კომპანიას, ისე ინდივიდუალურ პირს და მათთვის ჯანმრთელობის ხარჯებს ამსუბუქებს. შესაბამისად, ვამაყობთ, რომ ამ სისტემის განვითარებაში ჩვენი დიდი წვლილია და ასეც გავაგრძლებთ, მუდმივი განვითარებით და სიახლეების დანერგვით.
კორპო, როგორც ახალი სახელი ამ ისტორიის გამოძახილია, იმ ენერგიის, ექსპერტიზის, ცოდნის და მონდომების გამაერთიანებელია, რაც ჩვენ ჩავდეთ არამხოლოდ ჯიპიაის ჯანმრთელობის დაზღვევის ბრენდის, არამედ მთლიანად ქართული სადაზღვევო ბაზრის განვითარებაში. ეს საეტაპო მომენტია, რაც გაუმჯობესების ინსპირაციას მისცემს ჩვენს გუნდს და მოემსახურება ჩვენი მომხმარებლების და პარტნიორების კეთილდღეობის გაუმჯობესებას.“
კორპოს სისტემა რამდენიმე ძლიერ საყრდენზე დგას:
1. პირველადი ჯანდაცვის რგოლი, როგორც დაზღვევის უმთავრესი შემადგენელი ნაწილი - კლინიკა „კურაციოს“ სახით. მაღალკვალიფიციური პირადი ექიმების და პედიატრების გუნდი თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც ასრულებენ არამხოლოდ ტექნიკურ, არამედ რეალურ კლინიკურ ფუნქციას - რაც აკავშირებს პაციენტს სამედიცინო სისტემასთან, რომ მან საუკეთესო გამოსავლის მქონე, შედეგიანი დახმარება მიიღოს. სწორედ ამიტომ პირადი ექიმებით კმაყოფილება მომხმარებლებში 100%-ს აღწევს და შესაბამისად, გასაწყვეტილების მიღების ქვაკუთხედია;
2. ციფრული სისტემები - ციფრული სერვისები ფარავს დაზღვევით სარგებლობის მთელ ციკლს (მიმართვის მოთხოვნიდან დაწყებული, საგარანტიოს მიღებით დამთავრებული), განახლებული აპლიკაცია კი მომხმარებელზე მეტად ორიენტირებული, მარტივი და სწრაფია. ამავდროულად მოქმედებს მხარდაჭერის სერვისი 24/7, სადაც დაზღვეულს საქმე აქვს სამედიცინო განათლების მქონე მენეჯერებთან, რომლებიც აკვლაიანებენ და ეხმარებიან მათ, სრულყოფილად და მარტივად ისარგებლონ სადაზღვევო სერვისებით.
3. რეალური თავისუფალი არჩევანი - ასზე მეტ კლინიკაში საქართველოს მასშტაბით შესაძლებელია მომსახურების მიღება მხოლოდ პირადობით, ისე რომ დაზღვეული თანაგადახდით სარგებლობს - ანუ უმეტეს შემთხვევაში არაფერს იხდის.
თინათინ კობერიძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორის მოადგილე: „ამ ყველაფრის უკან დგას ჩვენი გუნდის ექსპერტიზა - მომხმარებლების საჭიროებების მუდმივი კვლევა, დაკვირვება და რეაგირება უმცირეს დეტალებზეც კი, რომ მომსახურება იყოს ჰუმანოცენტრული და მუდმივად უმჯობესდებოდეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩვენ არამხოლოდ ვრეაგირებთ მომხამრებლების მოთხოვნებზე, არამედ თავად ვნერგავთ სიახლეებს და ვთავაზობთ ბაზარს, იქნება ეს ტექნოლოგიურ, თუ მომსახურების ნაწილში. მონაცემთა დამუშავების ავტომატიზაცია და პროცესების გაციფრულება თითქმის ათი წლის წინ დავიწყეთ და ახლა უკვე მანქანური სწავლების მოდელებს ვიყენებთ ოპერაციების 80%-ში. ეს საშუალებას გვაძლევს, მომსახურება იყოს სწრაფი, ზუსტი და მარტივი. “
4. რეალურ საჭიროებაზე მორგებული პირობები: მაღალი ლიმიტები, რომ დაზღვევა დაგეხმაროს მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდება - სერიოზულ შემთხვევებში როგორც ადგილზე, ისე საერთაშორისო მასშტაბით. კორპოში ინტეგრირებულია წვდომა ევროპელ ექიმებთან (ქართულენოვანი საერთაშორისო პლატფორმა DIAGNOSE.ME) და საერთაშორისო კონსილიუმთან რთულ ონკოლოგიურ დიაგნოზებზე.
ბესის ფესტვენიძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სიცოცხლის დაზღვევის მიმართულების დირექტორი: „ჩვენი მისიაც არის, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა გავხადოთ ხელმისაწვდომი ყველასთვის. ეს მოვახერხეთ სწორედ კორპორაციულ ბაზარზე, რადგან ზედმიწევნით ვიცით სხვადასხვა ტიპის, ზომის ორგანიზაციების სპეციფიკა და არ გვაქვს „ერთ თარგზე მოჭრილი“ პირობები ან პრემია. შესაბამისად, ეს ერთგვარი საყოველთაობა განაპირობებს იმას, რომ ლიდერები ვართ უკვე ათ წელზე მეტია როგორც კორპორაციულ (ბაზრის წილით 27%), ისე - ინდივიდუალურ ბაზარზე (ბაზრის წილი 54%).“
კომპანია 24 წელია აზღვევს ათასობით ქართულ კომპანიას - ყველა ტიპისა და ზომის ბიზნესს და მისი მომსახურებით დღეს 250,000-ზე მეტი დასაქმებული სარგებლობს ქვეყნის მასშტაბით. „ჯიპიაი“ ბაზრის ყველაზე დიდი წილი - 27% უჭირავს და უპირობო ლიდერობას უნარჩუნებს გასული 10 წელია.