ULC Terminal-მა შექმნა თანამედროვე ონლაინ პორტალი - პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება
ULC Terminal-მა დაასრულა თანამედროვე ონლაინ პორტალის შექმნა. პლატფორმის ოფიციალური პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება. კომპანია აცხადებს, რომ ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად შეიქმნა პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ონლაინ რეჟიმში აწარმოოს დეკლარაციების შევსება და მართვა.
რას სთავაზობს ახალი პორტალი?
პორტალის შექმნა უკიდურესად შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა. პროექტში ჩაიდო უზარმაზარი რესურსი — როგორც ადამიანური, ისე ფინანსური. თუმცა, შედეგი თავისთავად მეტყველებს.
„შევქმენით პლატფორმა, სადაც მომხმარებელს შეუძლია ონლაინ აწარმოოს ტრანზიტული დეკლარაციების შევსება. სისტემა სრულად ავტომატიზირებულია და მაქსიმალურად გამარტივებული — პირი ატვირთავს დოკუმენტებს, ხოლო პორტალი ავტომატურად ამუშავებს მთლიან დოკუმენტაციას და ამზადებს გაფორმებისთვის, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს პროცესებსა და პროცედურებს,“ — განმარტავს კომპანია
პორტალის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელს აღარ სჭირდება რთული პროცედურების ხელით შესრულება. დოკუმენტაციის ავტომატური დამუშავება ამცირებს შეცდომის რისკს და მნიშვნელოვნად ზოგავს დროს. საერთაშორისო კომპანიებისთვის ეს ნიშნავს ნაკლებ ლოდინს და დაჩქარებულ პროცესს.
საპილოტე ფაზა და მომავალი მომსახურებები
ამჟამად პორტალი საპილოტე რეჟიმში იწყებს მუშაობას ტრანზიტული დეკლარაციების მიმართულებით . თუმცა, კომპანიის გეგმები ამით არ შემოიფარგლება.
„ტრანზიტული დეკლარაციები მხოლოდ დასაწყისია. საბოლოოდ პორტალს დაემატება სხვა მნიშვნელოვანი მომსახურებებიც. ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებელმა ერთი პლატფორმიდან შეძლოს ყველა საჭირო საბაჟო პროცედურის წარმოება,“ — აღნიშნავს ULC Terminal-ის ხელმძღვანელობა.
ახალი შესაძლებლობა რეგიონის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიებისთვის
პორტალი განკუთვნილია არა მხოლოდ ქართული, არამედ მთელი რეგიონის საერთაშორისო კომპანიებისთვის. სისტემა მიმზიდველია ყველასთვის, ვინც საქართველოს გავლით ახორციელებს სატრანზიტო გადაზიდვებს.
„ჩვენი მიზანია, რომ რეგიონის საერთაშორისო გადამზიდავმა კომპანიებმა საქართველო აღიქვან როგორც კომფორტული და სწრაფი სატრანზიტო დერეფანი. ონლაინ პორტალი სწორედ ამას ემსახურება — ამარტივებს საბაჟო პროცედურებს და ზოგავს დროს,“
წვლილი აბრეშუმის გზის განვითარებაში
„ეს პირდაპირპროპორციულია საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის სატრანზიტო დერეფნის, განვითარებისთვის. რაც უფრო მარტივი და სწრაფია საბაჟო პროცედურები, მით უფრო მიმზიდველია ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიებისთვის. თანამედროვე ინფრასტრუქტურა ზრდის ნდობას და ხელს უწყობს ტვირთნაკადების ზრდას საქართველოს გავლით,“ — აცხადებს კომპანია.
მადლობა გუნდს
„გვინდა კომპანიის ყველა თანამშრომელს მადლობა ვუთხრათ გაწეული შრომისთვის. ეს პროექტი თითოეული მათგანის წვლილითა და თავდადებით შეიქმნა. ერთწლიანი შრომა ადვილი არ ყოფილა, მაგრამ შედეგი თავისთავად მეტყველებს — შევქმენით პროდუქტი, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ,“ — ასეთია ULC Terminal-ის გზავნილი თავისი გუნდისადმი.
ULC Terminal-ის თანამედროვე ონლაინ პორტალის პრეზენტაცია უახლოეს დღეებშია დაგეგმილი. ახალი პლატფორმა შესაძლებლობას მისცემს როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონის საერთაშორისო კომპანიებს, ისარგებლონ თანამედროვე გადაწყვეტით სატრანზიტო დეკლარაციების მართვისთვის.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
14.04.2026.18:03
სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
კურსის ფარგლებში, შეხვედრა 25 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გაუძღვება.
ტრენინგზე განვიხილავთ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ.
შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.
ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.
2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.
ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.
გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge