მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

ULC terminal-ი ინფრასტრუქტურას აფართოებს - ინვესტიცია 10 მლნ ლარია

news image

ლოგისტიკური კომპანია ULC terminal - იუ ელ სი ტერმინალ-ი საკუთარ ინფრასტრუქტურას აფართოებს. როგორც  Business Insider Georgia-სთან ULC terminal-ის დირექტორმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ჯანყარაშვილმა განაცხადა, გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საწყობის მშენებლობა, რომელიც საქართველოს ბანკის დახმარებით ხორციელდება, აქტიურ ფაზაში გადავიდა.


„სამშენებლო პერიოდი რამდენიმე თვეს გასტანს და წლის ბოლომდე აუცილებლად დასრულდება. პროექტს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვახორციელებთ და არსებული გათვლებით ინვესტიციის მოცულობა 10 მლნ ლარამდეა. პროექტი 10 000 კვ/მ-მდე სივრცის მშენებლობას ითვალისწინებს და გააერთიანებს სასაწყობე მეურნეობას, საბაჟო საწყობს, კომერციულ და საოფისე ფართებს“, - აცხადებს გიორგი ჯანყარაშვილი.


კომპანიის თანადამფუძნებლის განმარტებით, პროექტის განხორციელების შემდეგ, ULC terminal-ის ტვირთბრუნვა 30-40%-ით გაიზრდება და ლოგისტიკური კომპანია უფრო მეტი ტვირთის მომსახურებას შეძლებს. ახალი საწყობის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, კომპანიაში დამატებით 25 ადამიანის დასაქმება მოხდება. 


გიორგი ჯანყარაშვილი აცხადებს, რომ ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე ქვეყანაში მოთხოვნა გაზრდილია და ULC terminal-ის მაგალითზე ზრდა 20%-მდეა. მისივე თქმით, გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად ტარიფების ზრდა არ მომხდარა. 

„ქვეყანაში მსგავსი ტიპის სერვისებზე მოთხოვნა გაზრდილია. ზრდა არის დაახლოებით 15-20%-ი. ტარიფებს რაც შეეხება, იგივეა რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გვქონდა. სასაწყობე მეურნეობები შენდება და ვითარდება და შესაბამისად კონკურენცია იზრდება. ფასების ზრდას ჯერჯერობით არ განვიხილავთ“, - ამბობს ჯანყარაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ ULC terminal-ის საკუთრებაშია 3,5 ჰა ტერიტორიაა და რომლის ათვისებაც A კლასის სასაწყობე მეურნეობების მშენებლობით ეტაპობრივად ხდებოდა. ULC Terminal-ის საბაჟო საწყობით  სარგებლობა შეუძლიათ როგორც საერთაშორისო გადამზიდ კომპანიებს ასევე კერძო კომპანიებს რომლებიც ახორციელებენ ტვირთის იმპორტ/ექსპორტის და რეექსპორტის პროცედურებს, ასევე საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებს საქართველოს ტერიტორიაზე. 

როგორც  ULC terminal-ის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიის შექმნის მიზანი არსებულ ბაზარზე მომსახურების დონის ამაღლება, ევროპული სტანდარტის დანერგვა და ერთგვარი ჰაბის შექმნაა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის ტვირთბრუნვის გაზრდას და გაამარტივებს ურთიერთობას გადამხდელსა და სახელმწიფოს შორის.

სასაწყობო მეურნეობა საშუალებას იძლევა დამუშავდეს ყველა ტიპის და სირთულის როგორც საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ასევე კომერციული დანიშნულების ტვირთები და განხორციელდეს ყველა სახის საბაჟო პროცედურა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე

16.04.2026.18:00

თუ გსურთ, ბავშვებისთვის ისტორიის გაკვეთილები ნამდვილ მოგზაურობად აქციოთ, საშაბათო სკოლა ჩემოდანი უნდა გაიცნოთ. ეს სივრცე ნათია მეტრეველმა 2022 წელს ერთი მიზნით შექმნა - სურდა, პატარებისთვის საგანმანათლებლო პროცესი ემოციური და ინტერაქციული გზით გამოეცოცხლებინა.

ნათია იმ მიზანდასახულ მეწარმე ქალებს შორისაა, რომლებმაც მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის, EBRD-ის და საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობით ხორციელდება და უშიშარ, ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.

ექსპედიცია წარსულში და ძიებით სწავლების მეთოდი

საშაბათო სკოლა ჩემოდანში თითოეული შაბათი პატარა ექსპედიციაა, სადაც მოზარდებიმოვლენების მიზეზების ამოხსნას, კრიტიკულ დაკვირვებასა და დამოუკიდებელ აზროვნებასსწავლობენ. ნათია ამბობს, რომ სკოლის მთავარი ძალა ის ადამიანები არიან, რომლებმაც ამ იდეასპირველივე დღიდან ნდობა გამოუცხადეს:

“ჩვენი ლექტორები არ არიან უბრალოდ მასწავლებლები, რომლებიც ინფორმაციასგადასცემენ ბავშვებს. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და ძვირფასი ამბები “ჩაალაგეს ჩემოდანში”. საბოლოოდ ბავშვებს სწორედ მათიანთებული თვალები და ენთუზიაზმი ამახსოვრდებათ ყველაზე მეტად.”

პროფესიონალების რჩევები და ბიზნესის ახლებური ხედვა

ნათიასთვის, როგორც მეწარმისთვის, მნიშვნელოვანი იყო, დაენახა საკუთარი საქმიანობის სრულისურათი და დახმარება პროფესიონალებისგან მიეღო:

“მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილებაჩემთვის იყო შესაძლებლობა, სრულიად ნეიტრალურ სივრცეში, სხვადასხვა დარგისპროფესიონალებისთვის გამეზიარებინა ჩემი გეგმები და მათგან მიმეღო დროული, საჭირო რჩევები”.

ამ შეხვედრებმა და ექსპერტების რჩევებმა ნათიას ბიზნესის სტრატეგიულად დაგეგმვაში შეუწყოხელი. მან ზუსტად დაინახა საკუთარი ძლიერი მხარეები და გაიცნო უამრავი საინტერესო, ძლიერიქალი, რაც დამწყები მეწარმისთვის უდიდესი შთაგონების წყაროა.

რა გეგმები აქვს საშაბათო სკოლას?

მიღებული ცოდნა და სტრატეგიული ხედვა პირდაპირ აისახა საშაბათო სკოლის სამომავლოგეგმებზე. გუნდმა უკვე დაიწყო ახალი პროექტი პატარებისთვის. პარალელურად, აქტიურადმზადდება საზაფხულო პროგრამაც. სექტემბრიდან კი სკოლა განახლებული ენერგიით დაბრუნდება, რათა მოსწავლეებთან ერთად კვლავ განაგრძოს საინტერესო ადგილებისა თუ ამბების აღმოჩენა.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომელშიც ნათიამ მონაწილეობა მიიღო, პლატფორმაბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პლატფორმა აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს, მათ შორის საგანმანათლებლორესურსებს, ინდივიდუალურ პროგრამებსა და სექტორულ ანალიზს. პლატფორმის შესახებ სრულინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა