ULC terminal-ი ფართოვდება და გეგმავს დამატებით 10 ათასი კვ/მ-ის მოცულობის სასაწყობე მეურნეობის მშენებლობას
ლოგისტიკური კომპანია ULC terminal - იუ ელ სი ტერმინალ, რომელიც ბაზარზე 1 წელზე მეტია ოპერირებს უკვე გაფართოებას გეგმავს და ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამს.
როგორც Business Insider Georgia-სთან ULC terminal-ის დირექტორმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ჯანყარაშვილმა განაცხადა, კომპანიის მფლობელობაში 3,5 ჰა ტერიტორიაა და ეტაპობრივად ხდება მისი ათვისება და თანამედროვე A კლასის სასაწყობე მეურნეობების მშენებლობა.
„კომპანია 1 წელიწადზე მეტია რაც ბაზარზე ოპერირებს და გვაქვს მშრალ ტვირთებზე გათვლილი საბაჟო საწყობი. ჩვენი საწყობი თბილისის გეზის მიმდებარედ მდებარეობს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით და აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ჩვენს მფლობელობაშია 3,5 ჰა მიწა, რომლის მხოლოდ ნაწილი გვაქვს ათვისებული. მიმდინარე გეგმით ვაპირებთ აუთვისებელ ნაწილზე 10 ათასი კვ/მ-ის მოცულობის სასაწყობე მეურნეობის მშენებლობას, რომლის დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება.“ - აცხადებს გიორგი ჯანყარაშვილი.
ULC Terminal-ის საბაჟო საწყობით სარგებლობა შეუძლიათ როგორც საერთაშორისო გადამზიდ კომპანიებს ასევე კერძო კომპანიებს რომლებიც ახორციელებენ ტვირთის იმპორტ/ექსპორტის და რეექსპორტის პროცედურებს, ასევე საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებს საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მიმართულებით ტენდენცია მზარდია. მხოლოდ მიმდინარე წელს ზრდა 35-40%-ია.
ტრანზიტული ტვირთების შემთხვევაში ტვირთების მოძრაობა ხდება ევროპიდან შუა აზიის მიმართულებით და პირიქით. ასევე, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით. საწყობში ხდება ყველა ტიპის საქონლის მიღება და შენახვა, რაც აკრძალული არ არის საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით.
გიორგი ჯანყარაშვილი მიიჩნევს, რომ ლოგისტიკის ბაზარი და ზოგადად სასაწყობე მეურნეობების სეგმენტი მზარდია, თუმცა დღეისათვის ქვეყანაში მაინც არის თანამედროვე სასაწყობე მეურნეობების დეფიციტი.
„რაც შეეხება ბაზარს ბიზნესი მზარდია, თუმცა თანამედროვე ტიპის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სასაწყობე მეურნეობები ქვეყანაში მცირე რაოდენობითაა. ჩვენი კომპანია ეტაპობრივად ნერგავს საწყობის მართვის ელექტრონულ სისტემას, რომლის მიზანია პროცესის სრული გაციფრულება. აღნიშნული, კომპანიის მხრიდან, მოითხოვს საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს.“ - განმარტავს ULC terminal-ის თანადამფუძნებელი.
როგორც ULC terminal-ის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიის შექმნის მიზანი არსებულ ბაზარზე მომსახურების დონის ამაღლება, ევროპული სტანდარტის დანერგვა და ერთგვარი ჰაბის შექმნაა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის ტვირთბრუნვის გაზრდას და გაამარტივებს ურთიერთობას გადამხდელსა და სახელმწიფოს შორის.
სასაწყობო მეურნეობა საშუალებას იძლევა დამუშავდეს ყველა ტიპის და სირთულის როგორც საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ასევე კომერციული დანიშნულების ტვირთები და განხორციელდეს ყველა სახის საბაჟო პროცედურა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
08.07.2025.19:54
საქართველოში ლოიალურობის ყველაზე მასშტაბური პროგრამა PLUS წელს 8 წლის გახდა. ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს ბანკის გუნდმა ლოიალურ მომხმარებლებს შოპინგის ნამდვილი დღესასწაული მოუწყო და 100,000-მდე ადამიანს სურვილების ასრულებაში დაეხმარა.
5 ივლისს მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეგროვებული PLUS ქულებით პარტნიორ ობიექტებში ნებისმიერი ნივთი 50%-იანი ფასდაკლებით შეეძინათ.
წლევანდელი PLUS დაბადების დღე გამორჩეულად აღინიშნა. კამპანიის სახე ბუდუ ზივზივაძე გახდა, საქართველოს ნაკრების რვა ნომერი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე არაჩვეულებრივ თამაშთან ერთად, თავი ცნობილი აღნიშვნით დაგვამახსოვრა. სიმბოლურია, რომ ბუდუ ნაკრებში 8 ნომრით თამაშობს, წელს კი PLUS 8 წლის გახდა.
სწორედ ამ დღის აღსანიშნად, საქართველოს ბანკის 300-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჩაერთო, რამაც წლევანდელი დაბადების დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა. 100,000-მდე მომხმარებელმა ისარგებლა სხვადასხვა შეთავაზებებით და აისრულა დიდი ხნის ნანატრი სურვილები.
„5 ივლისი განსაკუთრებული დღეა, როგორც ჩვენთვის, ასევე, ათი ათასობით ჩვენი მომხმარებლისთვის და ასობით პარტნიორი კომპანიისთვის. წელს PLUS-ის დაბადების დღემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - ამ დღეს ჯამში 170,000-მდე გადახდა შესრულდა PLUS ქულებით, რაც წარმოუდგენლად დიდი მასშტაბია. ამ დღეს კიდევ ერთხელ ვიგრძენით, რომ PLUS უკვე მხოლოდ ლოიალობის პროგრამა კი არა, ყოველდღიურობის ნაწილია“- განაცხადა საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამის მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან ბიჭიაშვილმა
თუ წელს ვერ აღნიშნე PLUS დაბადების დღე ჩვენთან ერთად გული არ დაგწყდეს, აქედანვე დაიწყე მზადება, თვალი ადევნე საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის შეთავაზებებს, რაც სხვადასხვა ფასდაკლებებსა და ქეშბექებს მოიცავს და ხშირად შესაძლებლობას გაძლევს 10-ჯერ და 30-ჯერ მეტი PLUS ქულა მიიღო.