მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7081.3
-0.0025
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 37.999
-0.0024
flag
EUR 3.168
0.0098
flag
GBP 3.6389
-0.0019
flag
KZT 50.36
-0.0007
flag
TRY 0.0645
-0.0002
flag
USD 2.7079
-0.0016

უკვე ვხედავთ დადებით ცვლილებებს Air Astana-ს რეისების სტაბილურობასა და ჩვენი მგზავრებისთვის გაწეულ მომსახურებაში - კამილა ჟაილაუბაიევა

news image

უკვე ვხედავთ დადებით ცვლილებებს Air Astana-ს რეისების სტაბილურობასა და ჩვენი მგზავრებისთვის გაწეულ მომსახურებაში, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ავიაკომპანია Air Astana-ს გენერალურმა მენეჯერმა  კამილა ჟაილაუბაიევამ განუცხადა, რითაც ის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში იმ მგზავრების გამო, რომელსაც სახელმწიფოში შესვლის უფლება არ მიეცემათ ავიარეისების შეყოვნება აღარ მოხდება.

როგორც კამილა ჟაილაუბაიევა განმარტავს, საქართველოს ხელისუფლებასთან, TAV-თან, UAG-თან, GCAA-სთან და სასაზღვრო სამსახურთან თანამშრომლობით ყაზახეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების სტაბილური ფუნქციონირება იქნება უზრუნველყოფილი.

„მაღალი ტურისტული სეზონის დადგომის წინ კონსტრუქციული შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რომლის დროსაც არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული, მათ შორის საერთაშორისო ავიახაზების მგზავრების ხშირი დეპორტაცია და, შედეგად, რეისების დაგვიანება. შეხვედრის შემდეგ მიღწეული იქნა შეთანხმებები, რომლებიც მიზნად ისახავდა წარმოშობილი სირთულეების აღმოფხვრას. სამინისტრომ გამოავლინა გახსნილობისა და თანამშრომლობისადმი მზაობის მაღალი ხარისხი, რამაც შესაძლებელი გახადა ავიაკომპანიებისა და მგზავრების ინტერესებიდან გამომდინარე სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

ჩვენ უკვე ვხედავთ დადებით ცვლილებებს Air Astana-ს რეისების სტაბილურობასა და ჩვენი მგზავრებისთვის გაწეულ მომსახურებაში. ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლებასთან, TAV-თან, UAG-თან, GCAA-სთან და სასაზღვრო სამსახურთან შემდგომი თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის ფრენების სტაბილურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ავიაკომპანია Air Astana-ს გენერალურმა მენეჯერმა.

 კამილა ჟაილაუბაიევას თქმით, საქართველოს ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა და ამ ფონზე ავიაკომპანია სიხშირეების ზრდას და ახალი მიმართულების დამატებას გეგმავს.

„კულტურული სიახლოვის, ენობრივი ბარიერის არარსებობის, სტუმართმოყვარეობისა და ტურისტული მარშრუტების მრავალფეროვნების გამო ტრადიციულად საქართველო ყაზახ ტურისტებს შორის მაღალი მოთხოვნილებით სარგებლობდა - შავი ზღვის სანაპიროდან მთის კურორტებამდე. ქვეყანა ასევე გამოირჩევა მდიდარი გასტრონომიით, მეღვინეობის ტრადიციებით, ხელმისაწვდომი ფასებითა და გამარტივებული სავიზო რეჟიმით.

ყაზახი ტურისტების მხრიდან სტაბილურად მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, ზაფხულის სეზონზე კომპანიების ჯგუფი Air Astana კვირაში რეისების სიხშირეების 22-მდე ზრდას გეგმავს. ეს არის 10 რეისი ალმატი-თბილისს შორის, 4 რეისი ასტანა-თბილისს შორის და 5 რეისი ბათუმი-ალმატის შორის. გარდა ამისა, ფრენების გეოგრაფიის გაფართოების ფარგლებში, წელს იგეგმება ატირაუ-თბილისის მარშრუტზე ახალი პირდაპირი რეისის გახსნა.

დარწმუნებულები ვართ, რომ ფრენების სიხშირის ზრდა და მიღწეული შეთანხმებები ხელს შეუწყობს ამ მიმართულებისადმი ინტერესის შემდგომ ზრდას და ყაზახეთსა და საქართველოს შორის ტურისტული კავშირების განმტკიცებას“, - ამბობს  კამილა ჟაილაუბაიევა.

შეგახსენებთ, რომ იმ მგზავრების გამო, რომელთაც ქვეყანაში შემოსვლის საშუალება სხვადასხვა მიზეზების გამო არ ჰქონდათ, ყოვნდებოდა ავიაკომპანიების რეისები, რომლითაც ეს მგზავრები ქვეყანაში ჩამოდიოდნენ. თუმცა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ავიაკომპანია საქართველოდან რეისს გრაფიკის მიხედვით შეასრულებს და აღნიშნული „საეჭვო“ მგზავრების უკან გაბრუნება შემდეგი რეისით მოხდება. ეს კი, როგორც თავად საავიაციო ბიზნესის წარმომადგენლები განმარტავენ, მათ ხარჯებს დაუზოგავს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “სამეფო თაფლი“ პირველი ბრენდული ფილიალის გახსნას გეგმავს, ინვესტიცია 200 000 დოლარია

18.10.2025.03:02

კომპანია  Royal Honey • სამეფო თაფლი , ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მუდმივად ცდილობს მომხმარებელს სხვადასხვა სიახლე შესთავაზოს. კომპანია მომავალ წელს თბილისში პირველი ბრენდული ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გომელაურმა განუცხადა.

„მომავალ წელს ქალაქ თბილისში პირველი, ბრენდული ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით $200 000-ია. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ასორტიმენტის გაფართოებაზე. არსებულ პროდუქციას უახლოეს პერიოდში ჩურჩხელაც დაემატება “, - ამბობს გიორგი გომელაური.

„სამეფო თაფლის“ მომხმარებლების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი.

„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებლების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, რასაც პროდუქციის მაღალი ხარისხი, ასორტიმენტის ზრდა, ტურისტების დიდი ნაკადი და ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ სტაბილურობა განაპირობებს “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანიისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი პროდუქციის ხარისხია.

„ჩვენთვის ხარისხი პრიორიტეტულია. 2017 წელს პროდუქციის წარმოება რა ხარისხითაც დავიწყეთ, ახლაც ზუსტად იგივე ხარისხი გვაქვს. მოგეხსენებათ, ხარისხის გაფუჭება არასახარბიელო შედეგის მომტანია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პრემიუმ ხარისხი შევინარჩუნოთ “, - აცხადებს გიორგი გომელაური.

ცნობისთვის, კომპანია საერთო ჯამში 50-მდე სხვადასხვა, შეფუთვის პროდუქციას აწარმოებს, რომელიც ძირითადად 4 კატეგორიად იყოფა: თაფლის ასორტიმენტი, მურაბა/ჯემი, თაფლის დისტილატი (დისტილირებული ალკოჰოლური სასმელი თაფლისგან) და გოზინაყი. პროდუქცია წარმოდგენილია ისეთ დიდ სავაჭრო ქსელებში, როგორიც არის "კარფური", "აგროჰაბი", "გუდვილი", "ევროპროდუქტი", და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა