უკვე ვხედავთ დადებით ცვლილებებს Air Astana-ს რეისების სტაბილურობასა და ჩვენი მგზავრებისთვის გაწეულ მომსახურებაში - კამილა ჟაილაუბაიევა
უკვე ვხედავთ დადებით ცვლილებებს Air Astana-ს რეისების სტაბილურობასა და ჩვენი მგზავრებისთვის გაწეულ მომსახურებაში, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ავიაკომპანია Air Astana-ს გენერალურმა მენეჯერმა კამილა ჟაილაუბაიევამ განუცხადა, რითაც ის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში იმ მგზავრების გამო, რომელსაც სახელმწიფოში შესვლის უფლება არ მიეცემათ ავიარეისების შეყოვნება აღარ მოხდება.
როგორც კამილა ჟაილაუბაიევა განმარტავს, საქართველოს ხელისუფლებასთან, TAV-თან, UAG-თან, GCAA-სთან და სასაზღვრო სამსახურთან თანამშრომლობით ყაზახეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების სტაბილური ფუნქციონირება იქნება უზრუნველყოფილი.
„მაღალი ტურისტული სეზონის დადგომის წინ კონსტრუქციული შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რომლის დროსაც არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული, მათ შორის საერთაშორისო ავიახაზების მგზავრების ხშირი დეპორტაცია და, შედეგად, რეისების დაგვიანება. შეხვედრის შემდეგ მიღწეული იქნა შეთანხმებები, რომლებიც მიზნად ისახავდა წარმოშობილი სირთულეების აღმოფხვრას. სამინისტრომ გამოავლინა გახსნილობისა და თანამშრომლობისადმი მზაობის მაღალი ხარისხი, რამაც შესაძლებელი გახადა ავიაკომპანიებისა და მგზავრების ინტერესებიდან გამომდინარე სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
ჩვენ უკვე ვხედავთ დადებით ცვლილებებს Air Astana-ს რეისების სტაბილურობასა და ჩვენი მგზავრებისთვის გაწეულ მომსახურებაში. ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლებასთან, TAV-თან, UAG-თან, GCAA-სთან და სასაზღვრო სამსახურთან შემდგომი თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის ფრენების სტაბილურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ავიაკომპანია Air Astana-ს გენერალურმა მენეჯერმა.
კამილა ჟაილაუბაიევას თქმით, საქართველოს ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა და ამ ფონზე ავიაკომპანია სიხშირეების ზრდას და ახალი მიმართულების დამატებას გეგმავს.
„კულტურული სიახლოვის, ენობრივი ბარიერის არარსებობის, სტუმართმოყვარეობისა და ტურისტული მარშრუტების მრავალფეროვნების გამო ტრადიციულად საქართველო ყაზახ ტურისტებს შორის მაღალი მოთხოვნილებით სარგებლობდა - შავი ზღვის სანაპიროდან მთის კურორტებამდე. ქვეყანა ასევე გამოირჩევა მდიდარი გასტრონომიით, მეღვინეობის ტრადიციებით, ხელმისაწვდომი ფასებითა და გამარტივებული სავიზო რეჟიმით.
ყაზახი ტურისტების მხრიდან სტაბილურად მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, ზაფხულის სეზონზე კომპანიების ჯგუფი Air Astana კვირაში რეისების სიხშირეების 22-მდე ზრდას გეგმავს. ეს არის 10 რეისი ალმატი-თბილისს შორის, 4 რეისი ასტანა-თბილისს შორის და 5 რეისი ბათუმი-ალმატის შორის. გარდა ამისა, ფრენების გეოგრაფიის გაფართოების ფარგლებში, წელს იგეგმება ატირაუ-თბილისის მარშრუტზე ახალი პირდაპირი რეისის გახსნა.
დარწმუნებულები ვართ, რომ ფრენების სიხშირის ზრდა და მიღწეული შეთანხმებები ხელს შეუწყობს ამ მიმართულებისადმი ინტერესის შემდგომ ზრდას და ყაზახეთსა და საქართველოს შორის ტურისტული კავშირების განმტკიცებას“, - ამბობს კამილა ჟაილაუბაიევა.
შეგახსენებთ, რომ იმ მგზავრების გამო, რომელთაც ქვეყანაში შემოსვლის საშუალება სხვადასხვა მიზეზების გამო არ ჰქონდათ, ყოვნდებოდა ავიაკომპანიების რეისები, რომლითაც ეს მგზავრები ქვეყანაში ჩამოდიოდნენ. თუმცა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ავიაკომპანია საქართველოდან რეისს გრაფიკის მიხედვით შეასრულებს და აღნიშნული „საეჭვო“ მგზავრების უკან გაბრუნება შემდეგი რეისით მოხდება. ეს კი, როგორც თავად საავიაციო ბიზნესის წარმომადგენლები განმარტავენ, მათ ხარჯებს დაუზოგავს.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანია გავხდეთ საქართველოს წამყვანი სასტუმრო - Le Méridien Batumi-ს ახალი გენერალური მენეჯერი
სხვა სიახლეები
კოკა-კოლას „წლის რეგიონი“ - დაჯილდოება თანამშრომლებისა და პარტნიორების წახალისებისთვის
13.02.2026.21:56
თანამშრომლებზე ზრუნვის, წახალისებისა და მოტივაციის ზრდის მიზნით, კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ტრადიციად აქცია. 13 თებერვალს, ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასმა“ დაჯილდოების ცერემონიას „წლის რეგიონი“ უმასპინძლა, სადაც კომპანიამ რეგიონებში მოქმედი პარტნიორები დააჯილდოვა.
„წლის რეგიონი“- ეს არის კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მიერ რეგიონებში მომუშავე პარტნიორებისთვის შექმნილი დაჯილდოება, რომლის მთავარი მიზანი თანამშრომლების წახალისება და დასახული გეგმების გუნდურად შესრულების ხელშეწყობაა. ეს ჯილდო მადლიერების ჟესტია იმ პარტნიორების მიმართ, რომელთაც კომპანიის წარმატებაში ყოველდღიური წვლილი შეაქვთ.
„ეს არის კოკა-კოლას პარტნიორების დაფასება, რაც აუცილებელია მოტივაციისთვის. მოტივაციისა და პატივისცემისთვის ეს დაჯილდოება არის ჩვენი სიმდიდრე. ეს არ არის მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის, ეს ჩვენი - კოკა-კოლას - დიდი ოჯახის შეკრების პრეზენტაცია, სადაც ვაჩვენებთ რამდენად პატივს ვცემთ დიდ ბიზნესსა და ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ვემსახურებით. ამით ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას ქვეყანასთან, ოჯახებთან, ბიზნესთან; რაც მთავარია ჩვენ ერთმანეთს ყოველ წელს ვუმტკიცებთ, რამდენად გავიზარდეთ ჩვენ თვითონ. ცოტა სხვანაირად რომ ავხსნა - ეს კონკურსია ცოდნის, დისციპლინის, ნდობისა და ერთობლიობის. ეს მრავალფეროვანი შეფასებაა. გვეამაყება რომ ჩვენი როლი სახელმწიფოს ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. ათასობით ადამიანი და ოჯახი მონაწილეობს ამ პროცესში“, - განაცხადა კომპანია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ჭყონიამ.
თანამშრომლების დაფასება და მათი პროფესიული ზრდის მხარდაჭერა კი “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” კორპორატიული კულტურის განუყოფელი ნაწილია. კომპანიას რეგიონებში პარტნიორებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, მსგავსი ინიციატივა კი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მხარდაჭერას, რომელსაც კომპანია თითოეულ დასაქმებულს სთავაზობს. დაჯილდოება “წლის რეგიონი” იმ უწყვეტი პროცესის ნაწილია, რომელსაც თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაში ინვესტირება ჰქვია. კომპანიის მიზანია შექმნას გარემო, სადაც თითოეული თანამშრომელი და პარტნიორი, საკუთარი შრომის შედეგსა და დაფასებას ხედავს.
განვითარებაზე, ზრდასა და პროგრესზე ორიენტირებული კრიტერიუმების მიხედვით, საუკეთესო შედეგების მქონე რეგიონები, კომპანია “კოკა-კოლამ” 6 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა და გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცა.
კოკა-კოლას პარტნიორები რეგიონებიდან შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდნენ:
გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები - კოკა-კოლას ოქროს ბოთლი, კოკა-კოლას ბრენდირებული საჩუქრების ყუთი, საერთაშორისო სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო გადაეცათ. რეგიონების შეფასება კი ისეთ რამდენიმე მნიშვნელოვან კრიტერიუმს ეფუძნებოდა, როგორიცაა გასულ წელთან შედარებით მიღწეულ შედეგები, გეგმის შესრულების ხარისხი, კონტრიბუცია, RGM - შემოსავლის ზრდის მენეჯმენტი და მარკეტინგული აქტივობები.
კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასგან” თანამშრომლების წახალისება უკვე ტრადიციაა, რაც მათი შრომისა და მიღწევის დაფასებას ემსახურება.
