მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

უკვე გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჰორეკა სექტორი მზა პროდუქციით აქტიურად მოვამარაგოთ - Herbia

news image

ჰერბია • Herbia-მ ბაზრისთვის მზა პროდუქციის დიდ შეფუთვებში მიწოდება გაზარდა. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა დავით ჯანელიძემ განაცხადა, აღნიშნული სერვისი „ჰერბიამ“ ბაზარზე კაფეებისთვის, რესტორნებისთვის და ყველა ტიპის კვების ობიექტისთვის 2 წლის უკან დანერგა, თუმცა იმისათვის, რომ კომპანიას მიწოდება გაეზარდა წარმოების გაფართოებაც განახორციელა. 

„აღნიშნული პროდუქტი ბაზარზე 2-3 წლის უკან გამოვიტანეთ, თუმცა ახლა გავზარდეთ წარმოება და დავიწყეთ ერთგვარი მარკეტინგული კამპანიები. დღეს უკვე გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჰორეკა სექტორი მზა პროდუქციით აქტიურად მოვამარაგოთ. ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი ობიექტების მოძიება. ზოგადად HACCP-ის სტანდარტებით ზოგიერთი რესტორნისთვის რთულია პროდუქტის გადამუშავება. ეს რთული პროცესია, ჯერ უნდა გაირეცხოს, დამუშავდეს და ასე შემდეგ. ჩვენ მათ მზა პროდუქტს ვაწვდით, რომელიც ასეთ ობიექტებს ძალიან დიდი ტვირთს აშორებს. მით უმეტეს, რომ დამწყები ობიექტებისთვის „ჰერბიას“ შეთავაზება საკმაოდ საინტერესოა“, - აცხადებს დავით ჯანელიძე. 

კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ აღნიშნული პროდუქტისადმი ინტერესი დიდია. 

„მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. ძირითადად მოთხოვნა პატარა და საშუალო კვების ობიექტების მხრიდან არის. გეოგრაფიულად კი ამ სერვისზე ძირითადი მოთხოვნა თბილისშია“, - აცხადებს „ჰერბიას“ თანადამფუძნებელი. 

ცოტა ხნის უკან „ჰერბიამ“  ბაზარს Herbia Delivery-ს სერვისი - Herbiadelivery.ge შესთავაზა. დავით ჯანელიძის თქმით, აღნიშნული სერვისიც საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა, რადგანაც კომპანია მომხმარებლებს საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას აწვდის. 

„მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, რადგანაც საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქტი გვაქვს. სხვა ქალაქების ათვისებას ჯერჯერობით არ ვაპირებთ. უფრო კონკრეტულად, ვფიქრობთ, რომ დაახლოებით ერთი წელი მხოლოდ თბილისის ბაზარზე ვიმუშაოთ და ამის შემდეგ დავამატოთ ისეთი დიდი ქალაქები, როგორიც არის ბათუმი, ქუთაისი“, - ამბობს „ჰერბიას“ თანადამფუძნებელი.

მზარდი მოთხოვნის ფონზე „ჰერბია“ არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად პასუხობს და ფართოვდება. კომპანიის სასათბურე მეურნეობებს, სულ მალე სოფლის განვითარების პროგრამის დახმარებით, 1 ჰა სასათბურე მეურნეობაც შეემატება.

დღეისათვის „ჰერბია“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 30 ჰა-ზე გაშენებულ დახურულ სასათბურე მეურნეობას ფლობს, ხოლო ღია გრუნტის მეურნეობა 30 ჰა-ზეა გადაჭიმული.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ [ენერგეტიკის] დარგი აქტიურად დავაფინანსოთ - ზურაბ ქოქოსაძე

18.04.2026.03:49

„ენერგეტიკაში ინვესტიციები და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა ძალზე მნიშვნელოვანი საკითხებია, განსაკუთრებით იმ ვითარების ფონზე, რაც ჩვენს რეგიონში ხდება,“ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძემ ეკონომიკური ფორუმის სხდომაზე, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიდგომასა და შესაძლებლობებს მიეძღვნა.

ფორუმი გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც ფორუმის მონაწილე ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს ენერგეტიკული პოლიტიკის მიმდინარე და სამომავლო მიმართულებები გააცნო.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებას საქართველოსთვის განვითარებისთვის ენერგოდამოუკიდებლობის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. ზურაბ ქოქოსაძემ ასევე დადებითად შეაფასა ის პროექტები, რომელთაც ეკონომიკის სამინისტრო ამ მიზნის მისაღწევად ახორციელებს.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ხაზი გაუსვა ინვესტორების მხრიდან ენერგეტიკის სექტორისადმი გაზრდილ ინტერესს. „ინტერესი ინვესტორების მხრიდან საკმაოდ დიდია. ბევრი პროექტია, რაც ახლა დამუშავების ეტაპზეა ჩვენს ბანკში. დაახლოებით 700 მლნ ლარის ენერგოპროექტია მხოლოდ ჩვენ ბანკში და ვიმედოვნებ, რომ ამ სფეროს განვითარება კიდევ უფრო დინამიურად გაგრძელდება. შესაბამისად მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ დარგი აქტიურად დავაფინანსოთ,“ - აღნიშნა ზურაბ ქოქოსაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა