მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082.6
0.0029
flag
AZN 1.5956
-0.0002
flag
CNY 38.078
-0.0016
flag
EUR 3.1517
-0.0033
flag
GBP 3.6291
-0.0131
flag
KZT 50.11
-0.0011
flag
TRY 0.065
0
flag
USD 2.7125
-0.0003

უკვე 1 წელია Flitt მომხმარებლებს ონლაინგადახდებს უმარტივებს

news image

4 ქვეყანაში ოპერირება, 200-ზე მეტი აქტიური მერჩანტი, თვეში 100 მილიონზე მეტი ბრუნვა, დღეში 100 000 მეტი ტრანზაქცია - ასეთია თიბისი ჯგუფის წევრი ფინტექ კომპანიის შედეგები ზუსტად 1 წელიწადში.

1 წლის განმავლობაში, Flitt-მა ონლაინბიზნესებს შესთავაზა პროდუქტები და ფუნქციონალები, რაც მანამდე საქართველოში რთულად ან საერთოდ არ იყო ხელმისაწვდომი. ასევე, ეროვნული ბანკისგან მიიღო ღია ბანკინგის ლიცენზია, გახდა პირველი ფინტექ კომპანია საქართველოში, რომელსაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი და Mastercard-ის NEP პროგრამის ლიცენზია აქვს.

Flitt-ის გუნდის ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალები ნერგავენ უახლეს სტანდარტებს ონლაინგადახდების მიმართულებით. ფინტექ კომპანიის მისიაა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ბიზნესებისთვის შექმნას რეალურად მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები, რომლებიც გაუმარტივებთ ყოველდღიურ საქმიანობას და სწრაფად განვითარებაში დაეხმარებათ.

ონლაინგადახდების პლატფორმა ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას- მხოლოდ ერთ სივრცეში, ერთი მარტივი ინტეგრაციითა და პროვაიდერით, მიიღონ და მართონ გადახდები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ასევე, ჰქონდეთ წვდომა დეტალურ ანალიტიკასა და რეპორტინგზე, რაც საბოლოოდ ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებათ.

Flitt-ის ძირითადი უპირატესობები:

• მარტივი- მარტივად ინტეგრირებადი API და მზა SDK ნაკრებები, 24/7-ზე ტექნიკური მხარდაჭერა და სატესტო გარემო;

• მოქნილი- გადახდის მრავალფეროვანი მეთოდები ერთ ინტეგრაციაში: ბარათით გადახდა, Apple Pay-ით და Google Pay-ით გადამისამართების გარეშე გადახდა, სხვა გადახდების მეთოდებთან შედარებით ნაკლები საკომისიოთი- საბანკო ანგარიშიდან გადახდა, ბმულით გადახდა, განაწილება და განვადების სხვა მეთოდები.

• უსაფრთხო- Flitt შეესაბამება უსაფრთხოების PCI DSS პირველი ხარისხის სტანდარტებს. გარდა ამისა, ტრანზაქციები შემოწმებას თაღლითობის საწინააღმდეგო სისტემაში გადიან.

"Flitt 1 წლის წინ, ელკომერციის სწრაფად განვითარებადი ტემპიდან გამომდინარე შეიქმნა. ჩვენ გვინდოდა ბიზნესებისთვის კიდევ უფრო მოქნილი, მარტივი, ტექნოლოგიურად მოწინავე და მრავალფუნქციური პლატფორმა შეგვეთავაზებინა, რომელიც მათ სწრაფ განვითარებაში, მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებასა და შემოსავლის ზრდაში დაეხმარებოდათ. უკვე 1 წელიწადში კი, ამ პლატფორმით 4 ქვეყანაში რეგისტრირებულ, 200-ზე მეტ ბიზნესს ვუმარტივებთ ონლაინბიზნესის მართვას, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. რაც მთავარია, ჩვენი ფინანსური სერვისები სიმარტივისა და მოქნილობის გარდა, არის უსაფრთხო და სანდო”, - გიორგი ქუთათელაძე, Flitt-ის CEO.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენმა პარტნიორმა „აბუ-დაბი პორტის ჯგუფმა“ უკვე დაიწყო ორი თანამედროვე საკონტეინერო გემის მშენებლობა აზერბაიჯანში - ჯემალ ინაიშვილი

09.10.2025.19:00

EMAAR-ის ინვესტიციის განხორციელებით, ყველა არსებული ავიაკომპანია, რომელიც არსებობს საამიროებში იფრენს თბილისში და შეასრულებს არაერთ ფრენას კვირის განმავლობაში, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას "თბილისის დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისთვის საქართველო საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა. 


„გამომდინარე ჩემი გამოცდილებიდან მათთან ურთიერთობის შემიძლია ვთქვა და ვიცი მათი გეგმების შესახებ, რომელიც მათ გააჩნიათ საქართველოსთან, კავკასიის მთლიანად რეგიონთან და ცენტრალური აზიასთან. გამომდინარე იქიდან, რომ საამიროები ახლოს არის გეოგრაფიულად ჩვენთან განლაგებული და გახლავთ დღეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი თავისი თავისუფალი ეკონომიკური ზონების, ნავსადგურების, საპორტო ინფრასტრუქტურის და ერთ-ერთი უმძლავრესი „ჰაბია“ საავიაციო - აქედან გამომდინარე, ისინი მოიცავენ, ფარავენ ჩვენს რეგიონს ძალიან კარგად. თუნდაც, რომ  ავიღოთ სიხშირე ფრენების არამარტო ერთი ავიაკომპანიის, ახლა Etihad Airways დაემატება და ყველა არსებული ავიაკომპანია, რომელიც არსებობს საამიროებში იფრენს თბილისში და შეასრულებს არაერთ ფრენას კვირის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მათ კონკრეტული ინტერესები გააჩნიათ ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ეს არის უზბეკეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი და ჩვენ ვართ ლოგიკური გაგრძელება მათი ინტერესისა, რათა მოხდეს ნედლეულის და წიაღისეულის  გატანა მსოფლიო ბაზარზე. ისინი აქტიურად არიან ახლა ჩართული ყაზახეთის საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტებში. ბოლო სიახლე არის, რომ ჩვენმა პარტნიორმა „აბუ-დაბი პორტის ჯგუფმა“ უკვე დაიწყო ორი თანამედროვე საკონტეინერო გემის მშენებლობა აზერბაიჯანში, გაფორმდა ხელშეკრულება და იგეგმება ყაზახეთის მიმართულებით, რომელიც დააკავშირებს ბაქოს აქტაუსთან,  კურიგთან და თურქმენბაშის ნავსადგურთან. ეს ორი გემი მხოლოდ დასაწყისია. რაოდენობა შეიძლება ავიდეს 10-ზე, 20-ზე და მეტზე. დღეს ეს არის მათი სტრატეგიული რეგიონი მათი ინვესტიციებისთვის. იცით რომ ძალიან მდიდარია ქვეყანა, ძალიან დიდი შესაძლებლობები გააჩნია და მათი კომპანიები როგორიც არის „აბუ-დაბის პორტის ჯგუფი“, „დუბაი პორტს ვორლდ“ (Dubai Ports World) და ა.შ იგივე ვთქვათ სამშენებლო კომპანიები, დეველოპერული კომპანიები. მათ ეს რეგიონი აინტერესებთ, ბევრი სტუმარი ჩამოდის საქართველოში. შესაბამისად, საქართველო არის პოპულარული მიმართულება. აქედან გამომდინარე, ეს კრავს მთლიან ჯაჭვს ინტერესისას. ყახაზეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და საქართველო“, - აღნიშნა ჯემალ ინაიშვილმა.

 "თბილისის დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ეს ქვეყანა თავისთავად ძალიან ძლიერია ეკონომიკური თვალსაზრისით.

„მაგრამ გარდა ამისა, მათ გააჩნია ძალიან ძლიერი კომპანიები და როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ Eagle Hills-ის ინვესტიციებზე, იქ აბსოლუტურად კერძო ინვესტიციებია, იქ სახელმწიფო არ მონაწილეობს“, - განმარტავს ინაიშვილი. 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა