უგლუტენო, დაბალკალორიული, ლაქტოზის გარეშე - რას სთავაზობს Sugar Free მომხმარებლებს სააღდგომოდ
წელს Sugar Free-ს სააღდგომო პასკების ასორტიმენტი 3 სახეობისგან შედგება , -ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, თამარ ეზიეშვილმა განუცხადა.
როგორია თქვენი სააღდგომო პასკების ასორტიმენტი წელს და რა სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებელს?
წელს, Sugar Free-ს სააღდგომო პასკების ასორტიმენტი 3 სახეობის პასკისგან შედგება:

• კლასიკური პასკა უშაქრო შოკოლადით, რომელიც სტევიაზეა დამტკბარი;
ორი უგლუტენო და კეტო-მეგობრულ პასკა:
• ნუშის ფქვილზე და სტევიაზე დამზადებული;
• ხაჭოს პასკა სტევიაზე, უშაქრო შოკოლადითა და ფისტით.

არის თუ არა პასკები მორგებული სხვადასხვა კვებით საჭიროებაზე (უშაქრო, ვეგანური და ა.შ.)?
ჩვენი ყველა პასკა დამზადებულია 100%-ით ნატურალური შაქრის შემცვლელის გამოყენებით. ამასთნ, ასორტიმენტში გვხვდება ორი უგლუტენო და დაბალ ნახშირწყლოვანი პასკა, რაც იდეალურია გლუტენის აუტანლობის თუ დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.
კატეგორიაში ასევე გვაქვს ულაქტოზო პასკაც.
რაც მთავარია, შაქრის ბაზაზე დამზადებული პასკებისგან განსხვავებით, უშაქრო პასკები გაცილებით დაბალ კალორიულია.
რა გამოარჩევს თქვენს პასკებს როგორც გემოს, ისე ინგრედიენტების თვალსაზრისით?
Sugar Free-ში ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ნედლეულს, რომლის შემადგენლობაც და ენერგეტიკული ღირებულებაც სისტემატურად მოწმდება. ყოველთვის ვუსმენთ მომხმარებლებს და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ მოთხოვნებსა თუ გემოვნურ თავისებურებებს, ყოველი ახალი პროდუქტის შექმნისას ვცდილობთ რომ გემო არათუ მიახლოვებული იყოს სტანდარტული ნამცხვრის გემოსთან, არამედ უკეთესი ალტერნატივა შევთავაზოთ მომხმარებლებს არა მხოლოდ შემადგენლობის, არამედ გემოს თვალსაზრისითაც.
რა ფასის დიაპაზონშია წარმოდგენილი პასკები და რა ზომის/ფორმატის არჩევანია ხელმისაწვდომი?
წელს, 180 - 600 გრ. პასკებს ვთავაზობთ მომხმარებმებს, რომლის ფასიც 21.95 - 47.95 ლარამდე მერყეობს.
როგორია მომხმარებლის მოთხოვნა - რომელი ტიპის პასკებია ყველაზე პოპულარული?
სიმართლე გითხრათ, "პოპულარულის"გამორჩევა რთულია, რადგან მოთხოვნა თითქმის თანაბარია სამივეს შემთხვევაში.
ცნობისთვის, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 4 წელია ოპერირებს და ორი ფილიალი აქვს - ა. ყაზბეგის გამზირი 30 და დიმიტრი მირცხულავას 6-ში.
სხვა სიახლეები
TOP 5 კერძო უნივერსიტეტი 2025 წლის IV კვარტლის ბრუნვის მიხედვით
03.04.2026.11:00
საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი უნივერსიტეტები ცნობილია (2025 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემები). როგორც ირკვევა მეოთზე კვარტალში წამყვანი უნივერსიტეტების ნუსხა იგივეა, რაც 2025 წლის მესამე კვარტალში იყო.
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 უნივერსიტეტი გამოიკვეთა:
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 20/07/1995. კომპანიის 50%-ის მფლობელია შპს პროგრეს 2012, 50%-ის ნურლან სადიგზადე, 12.5%-ის ვახტანგ წივწივაძე, ხოლო დარჩენილი12.5%-ის ვასილ ჩიგოგიძე. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ვახტანგ წივწივაძე.
შპს კავკასიის უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 21/10/2004. კომპანიის აქციების 82%-ის მფლობელია ხატია გოგლიძე, 10,5%-ის თორნიკე შენგელია, 2.5%-ის ბორის ლეჟავა, 2.5%-ის მანანა თურქია, ხოლო დარჩენილი 2.5%-ის რატი სხირტლაძე. დირექტორი - კახა შენგელია.
შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს რეგისტრაციის თარიღია: 19/11/2001. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია გია კავთელიშვილი. რექტორი - გია კავთელიშვილი.~
შპს საქართველოს უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 26/07/2004. კომპანიის 50%-ის მფლობელია მანანა სანაძე, 37.5%-ის გიული ალასანია, ხოლო დარჩენილი 12.5%-ის ნიკოლოზი ალასანია. პრეზიდენტები - მანანა სანაძე და გიული ალასანია.
შპს ევროპის უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია 27/12/1999. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ლაშა კანდელაკიშვილი. პრეზიდენტი - ლაშა კანდელაკიშვილი.