უფრო დახვეწილი სერვისები და ახალი სერვის ცენტრები - რა სიახლეებს სთავაზობს საერთაშორისო ამანათების გადამზიდავი კომპანია ONEX მომხმარებლებს
საერთაშორისო ამანათების გადამზიდავი კომპანია ONEX საქართველოში საკუთარ სერვისებს და ამ სერვისების მიწოდების არეალს აფართოებს. კომპანიამ ახალი ავტომატიზირებული სისტემა შექმნა, რომელიც ამანათების დარიგებას უფრო სწრაფს და მარტივს ხდის.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია ONEX-ის საქართველოს ოფისის მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ ადამიამ განაცხადა, ახალი საწყობი მომხმარებლების უფრო სწრაფად მომსახურების საშუალებას იძლევა. კომპანიამ, ასევე ახალი საკურიერო სისტემა დანერგა.
„გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია Onex ყოველწლიურად იზრდება და ორმაგდება, როგორც მომხმარებლების, ასევე ამანათების რაოდენობის კუთხით, საჭირო იყო ლოჯისტიკური სიახლეების შემოტანა, ამიტომაც, 2025 წელს მიზნად დავისახეთ ახალი საწყობის, ახალი ავტომატიზირებული სისტემის შექმნა, რომელიც ამანათების დარიგებას უფრო სწრაფს და მარტივს გახდიდა. შედეგად, წლის დასაწყისშივე ეს მიზანი რეალობად ვაქციეთ.
ახალი საწყობი, რომელიც უზარმაზარ ტერიტორიაზე მოეწყო, საშუალებას იძლევა უპრობლემოდ და უფრო სწრაფად მოვემსახუროთ მილიონობით მომხმარებელს. გარდა ამისა, დავნერგეთ ახალი საკურიერო სისტემა, რომლის დახმარებითაც, კურიერები ამანათებს თბილისის მასშტაბით გადაანაწილებენ შესაბამის მისამართებზე“, - აცხადებს მარიამ ადამია.
გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ONEX-ი სერვისების დამატების პარალელურად ფართოვდება კიდეც და მალე საკუთარ სერვის ცენტრებს რეგიონებშიც გახსნის.
„კიდევ ერთი სიახლე, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება, ესაა სერვის ცენტრები რეგიონებში. ამ კუთხით განვითარებაც სწორედ მომხმარებლების ზრდას უკავშირდება და ყველაზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე შეირჩა კონკრეტული ლოკაციები. ასე რომ, ჩვენს დანაპირებს: ყველას მივცეთ Online Shopping-ის საშუალება და გავუმარტივოთ პროცესები, პირნათლად ვასრულებთ“, - განმარტავს ONEX-ის საქართველოს ოფისის მარკეტინგის მენეჯერი.
გარდა ONEX-ის სერვის ცენტრებისა, კომპანიის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ კომპანია Delivo-ს სერვის ცენტრებითაც.
„როგორც უკვე იცით, Onex ერთი წელია თანამშრომლობს კომპანია Delivo-სთან და ამანათების მიღება/ჩაბარების კუთხით უწევს ოპერირებას ჩვენს მომხმარებლებს და ესეც დამატებითი საშუალებაა, რომ თქვენს სახლთან, ან სამსახურთან ახლოს არსებული სერვის ცენტრით ისარგებლოთ.
ჩვენ ვქმნით ყველა პირობას, რომ რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად მიიღოთ ამანათები და ამ კუთხით განვითარებას არ ვწყვეტთ. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, მაგრამ მომხმარებლებს კიდევ ბევრ სიახლეს ვპირდებით, მათ შორის აქცია/ფასდაკლებების კუთხითაც“, - ამბობს მარიამ ადამია.
ONEX საერთაშორისო გადამზიდი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, ხოლო საქართველოში შვილობილი კომპანია ოფიციალურად, 2023 წლის 5 მაისს ა.ყაზბეგის 19ბ - ში გაიხსნა. კომპანიის ორი მთავარი უპირატესობა, რითაც საერთაშორისო ბაზარზე და ახლა უკვე საქართველოშიც, კონკურენტებისგან გამოირჩევა არის ინოვაციურობა და სისწრაფე.
ONEX-ი მრავალ ინოვაციურ IT გადაწყვეტილებას სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიის IT გუნდმა სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნა ინოვაციური და ძალიან ადვილად გამოსაყენებელი მობაილ აპლიკაცია - Onex Georgia და ვებ-გვერდი - Onex.ge, სადაც მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია მიიღოს ინფორმაცია.
ONEX - ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა Customer Support , კომპანიის IT გადაწყვეტილებებით მომხმარებლებს ყველანაირი საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ლაივ რეჟიმში შეუძლიათ მიიღონ მხარდაჭერა და კითხვებზე პასუხი, როგორიცაა სოციალური არხების ლაივ ჩათი, ჩათ ბოტი, სოციალური ქსელების ინბოქსი და ქოლ-ცენტრი.
ONEX - ის მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ იშოპინგონ ისეთ ცნობილ მაღაზიებში, როგორებიცაა Amazon, Ralph Lauren, Victoria’s Secret, ebay, Taobao, Pinduoduo, Inditex Group-ში შემავალი მაღაზიები და სხვა.
ONEX - ის მნიშვნელოვანი სმარტ გადაწყვეტილებაა ასევე ავტომატიზებული გამცემი პუნქტი ე.წ Smart Wall, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია ბარკოდის გამოყენებით ძალიან მარტივად მიიღოს ამანათები.
მონაცემთა ანალიზის საშუალებით, Smart Wall-ს შეუძლია ესაუბროს მომხმარებელს, გააცნოს კომპანიის ახალი სერვისები, მისცეს რჩევები და ა.შ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
29.05.2025.19:00