უძრავი ქონების ბაზარი ყოველწლიურად სტანდარტულად 5 - 6%-ით იზრდება - „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე
დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე მამუკა იმედაშვილი Business Insider Georgia-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურად იზრდება.
„მეტროპოლისთვის“ 2025 წელი საკმაოდ გამოწვევებით სავსე იყო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ის გეგმა, რაც დასახული გვქონდა, მიღწეულია. ვფიქრობ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ზოგადად ბაზარზე რომ ვისაუბროთ, ბაზარი სტანდარტულად 5–6%-ით იზრდება. იზრდება ასევე ფასებიც. მიმაჩნია, რომ 2026 წელიც არ იქნება გამონაკლისი და სტაბილურად გააგრძელებს ზრდის დინამიკას, როგორც გაყიდვების რაოდენობის, ასევე ფასების კუთხით. რაც შეეხება ამ კონკრეტული წლის დასაწყისს - პირველი თვე უძრავი ქონების ბაზარზე განსაკუთრებით კარგი სტარტით ხასიათდება, რაც გამოიხატა იმაში, რომ გაყიდვები საკმაოდ მაღალი ტენდენციით განვითარდა და ფასებიც უკვე სტაბილურად დგას“, - აცხადებს „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
მამუკა იმედაშვილის თქმით, კომპანია 2026 წელს თბილისში მინიმუმ ორი ახალი პროექტის დაწყებასაც განიხილავს.
„მეტროპოლი“ არის პირველი დეველოპერული კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებლებს სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც გულისხმობს როგორც საინვესტიციო პროექტებს ბათუმში, ასევე საცხოვრებელ პროექტებს თბილისში და სუბურბანულ პროექტებს თბილისის შემოგარენში. მიმდინარე წელს ვგეგმავთ მინიმუმ ორი, ხოლო შესაძლებელია სამი ახალი პროექტის დაწყებას, რომლებიც ძირითადად თბილისში იქნება. სამომავლოდ კი აუცილებლად ვაპირებთ ჩვენი პორტფელის კიდევ ახალი პროექტებით შევსებას“, - განმარტავს „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
სხვა სიახლეები
საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით - სტატისტიკა
10.04.2026.13:05
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 2025 წლის განახლებულ მონაცემებს აქვყენებს. სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. ამასთან, წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 411 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 348 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 129 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 584 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 513 მილიონ ლარს.
TOP 5 სადაზღვევო კომპანია 2025 წლის მიხედვით (მლნ. ლარი)
TBC Insurance - თიბისი დაზღვევა 260 მლნ. ლარი
ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding 251 მლნ. ლარი
ალდაგი | Aldagi 228 მლნ. ლარი
იმედი L • Imedi L 133 მლნ. ლარი
არდი • ARDI 105 მლნ. ლარი
ამასთან, დაზღევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია.