მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.7
-0.0001
flag
AZN 1.5869
-0.0003
flag
CNY 38.283
0.0038
flag
EUR 3.1681
0.0041
flag
GBP 3.6087
0.0003
flag
KZT 52.34
0.0057
flag
TRY 0.0632
0
flag
USD 2.6981
-0.0004

უახლოეს პერიოდში ველოდებით შესვლას ისეთ ახალ მარკეტებზე, როგორებიც არის ახალი ზელანდია, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ბალტიის ერთ-ერთ მსხვილი ქსელი - MAXIMA - Georgia`s Natural Organic

news image

კომპანიის გაყიდვები გაზრდილია და მომავალ წელს გვექნება ექსპორტის 25%-იანი ზრდა,“ - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ორგანული სასმელებისა და საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Georgia's Natural Organic  -ის ნედლეულის შესყიდვების ხელმძღვანელმა, გიორგი ნოზაძემ განუცხადა.

„როგორც ჩვენს ბოლო ინტერვიუში აღვნიშნეთ, კომპანია სისტემატიურად მუშაობს საერთაშორისო ბაზრის დივერსიფიცირების მიმართულებით, რათა შესაძლებელი იყოს ყოველწლიური ექსპორტის სტაბილური ზრდა და კომპანიის პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური არასტაბილურობით გამოწვეული რისკების გავლენის შემცირება.

აქედან გამომდინარე, კომპანიის გაყიდვები გაზრდილია და მომავალ წელს უკვე გვექნება ექსპორტის 25 %-იანი ზრდა.

ეს მატება განსაკუთრებით ისახება, აშშ-ს, შუა აღმოსავლეთისა და აზიის ბაზარზე.

უახლოეს პერიოდში ველოდებით შესვლას ახალ მარკეტებზე, როგორებიც არის ახალი ზელანდია, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ბალტიის ერთ-ერთი მსხვილი ქსელი MAXIMA.

ასევე განვაგრძობთ გაფართოებას გლობალურ ონლაინ პლატფორმებზე და მომავალი წლიდან წარმოდგენილები ვიქნებით ამაზონზე და ალიბაბაზე.

შესაბამისად, 2026 წლიდან ამუშავდება წარმოების მეორე ხაზი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავაორმაგოთ წარმადობა შეკვეთების დასაკმაყოფილებლად “, - აცხადებს გიორგი ნოზაძე.

კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.

"მომხმარებელი ხშირად ანიჭებს უპირატესობას საშუალო საფასო სეგმენტს, თუმცა მზარდია პრემიუმ კატეგორიის პროდუქტების მომხმარებელთა წილიც, განსაკუთრებით ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებს შორის.

ზოგადად, წვენების ბაზარზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალია, ხოლო ინტერესი განსაკუთრებით მზარდია იმ პროდუქტებზე, რომლებიც ახალი, ჯანსაღი, ნატურალური და ფუნქციური შეთავაზებით გამოირჩევა. მომხმარებელთა ცნობიერების მატება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარობა ამ სფეროს ზრდას პროგნოზირებად და პერსპექტიულ მიმართულებად აქცევს “, - ამბობს კომპანიის ნედლეულის შესყიდვების ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, საქართველოში Georgia's Natural Organic-ის პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ასევე ონლაინ პლატფორმებზე. კომპანიის მიზანია საქართველოში ორგანული პროდუქციისადმი მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „მეველე“ ბაზარზე ფერმენტირებული ჩაის გამოტანისთვის და ექსპორტზე გასვლისთვის ემზადება

15.12.2025.16:00

მცენარეული ჩაისა და ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელი ბრენდი „მეველე“, რომელიც ბაზარზე დაახლოებით 5 წლის წინ გამოჩნდა, თანდათან უფრო მოთხოვნადი ხდება. როგორც Business Insider Georgia-სთან ბრენდის დამფუძნებელმა და მთავარმა ტექნოლოგმა ამირან გელაშვილმა განაცხადა, „მეველეს“ პროდუქტებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია და ბრენდიც ცდილობს, რომ საკუთარ მომხმარებლებს ნატურალურ პროდუქტებთან ერთად გარკვეული სიახლეებიც შესთავაზოს.

„მეველეს“ 2026 წლის გეგმებში ბაზარზე ფერმენტირებული ჩაის გამოტანა და ასევე პროდუქციის ექსპორტზე გატანაა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ჩაი არის სასარგებლო და გამაჯანსაღებელი, არსებობს ჩაის პრაქტიკაში ფერმენტირებული ჩაის წარმოება. ფერმენტაცია არის უძველესი ტრადიცია. თავიდან ადამიანებმა ეს მეთოდი იმიტომ გამოიყენეს, რომ რაღაც პროდუქტი უფრო ხანგრძლივი ვადით შეენახათ. ვინაიდან ის ასრულებს ბუნებრივი კონცენტრატის როლს, ფერმენტაციის დროს იქმნება ძალიან სასარგებლო ფერმენტი, რომელიც კუჭისთვის და ორგანიზმისთვის არის აუცილებელი. ამიტომაც ვფიქრობ ფერმენტირებული ჩაის დამზადებას, რომელიც იქნება კიდევ უფრო სასარგებლო. მინდა, რომ ეს ხაზი უფრო გავზარდო.

ასევე მაქვს შემოთავაზება რამდენიმე ქვეყნიდან ექსპორტზე და აქტიურად ვმუშაობ ყველა დოკუმენტის, სერტიფიკატის სრულყოფაზე,“ - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.

მისივე განმარტებით, „მეველეს“ პროდუქტებზე მოთხოვნა არის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, თუმცა პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს საუდის არაბეთში, გერმანიაში და ავსტრიაში.

„ჩვენ ვართ მცენარეული ჩაის წარმოება. საუბარია არა კლასიკური ჩაის წარმოებაზე - ეს არის გამაჯანსაღებელი ჩაი. მცენარეების ბაზაზე ჩვენ ვამზადებთ თავის მოვლის საშუალებებს: ხელის კრემებს, სარეკლამო მალამოებს, თმის ზეთებს და ასე შემდეგ. ჩვენ ამ ყველაფერს ვაწარმოებთ ბორჯომში. დაახლოებით 5 წელია, რაც ამ საქმიანობით ვართ დაკავებული.

ჩვენი წარმოების მთავარი ბენეფიტი ისაა, რომ ეს არ არის ინდუსტრიული, არამედ მცირე წარმოება. რაც იმას ნიშნავს, რომ გვყავს პატარა გუნდი და მთებში - განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთისა და ბორჯომის მთებში - ვახდენთ ამ მცენარეების შეგროვებას. შეგროვება ხდება სუფთა ადგილებში, სადაც დაბინძურება არ არის, და მხოლოდ ამ ნედლეულის ბაზაზე ვაკეთებთ ჩვენს პროდუქტებს. მთავარი ისაა, რომ ამ ნედლეულს არავისგან არ ვიძენთ და ამიტომაც გვაქვს ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტი და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი.

ჩვენი პროდუქტები იყიდება ძირითადად საქართველოში. მცირე პარტიებით გაგვიგზავნია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, თუმცა ოფიციალური პარტნიორი ჯერჯერობით არ გვყავს. საქართველოში ჩვენი ჩაი იყიდება „წისქვილი ბაზრის“ სუპერმარკეტებში და ისეთ სივრცეებში, სადაც არის მაღალი, შედარებით მაღალი ხარისხის პროდუქცია - კონცეპტუალური სივრცეები, რომლებიც ძირითადად ეძებენ ხელნაკეთ და ხარისხიან პროდუქტებს.

ჩვენ გვაქვს 10–15 სახეობის მცენარე სეზონურობის მიხედვით - ზოგადად მსგავსი წარმოება ყოველთვის სეზონურობაზეა დამოკიდებული. ამ მცენარეებიდან ვამზადებთ გამაჯანსაღებელ პროდუქციას. ეს ყველაფერი ჩვენი ქართული ტრადიციაა, ისევე როგორც მეღვინეობა, მეფუტკრეობა, პურის მარცვალი და ასე შემდეგ.

პირველი წლები ექსპერიმენტების იყო. დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყეთ ეკონომიკური ზრდა ჩვენს მიმართულებაში. მოთხოვნის კუთხით ყოველწლიურად 15–20%-იანი ზრდა გვაქვს. მე პირადად მაქვს ასეთი სტრატეგია - ჩვენს პროდუქტებს რაოდენობაზე გათვლით არ ვაწარმოებთ. მეტის წარმოებაც შეგვიძლია, მაგრამ როდესაც წარმოება რაოდენობაზე გადადის, ხარისხი იკარგება. ამ ყველაფრის ხელით შეგროვება რთულია: შორს მივდივართ მთებში და იმავე დღეს უნდა მოხდეს მცენარის ჩამოტანა და გადამუშავება, რათა მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული ხარისხი და მისი სასარგებლო თვისებები. მე დიდი რაოდენობაზე გათვლა არ მაქვს - გათვლა მაქვს ხარისხზე.

ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ სხვა დიდ კომპანიებთან. მაგალითად გეტყვით, რომ წელს „აჭარა ჯგუფს“ გავუკეთეთ ჩაი - საკმაოდ დიდი რაოდენობით. როგორც იცით, არსებობს „უდაბნო შოპი“, რომელიც არის უდაბნოს მეურნეობიდან, კახეთში მდებარე სივრცე, და იქ არის ძალიან ბევრი მცენარე, გამაჯანსაღებელი. მიგვიწვიეს, რომ გაგვეკეთებინა პროექტი. გავუკეთეთ დიდი რაოდენობით გამაჯანსაღებელი ჩაი, რომელიც „უდაბნო შოპში“ მათი ბრენდინგით და ჩემი ტექნოლოგიით შევქმენით.

კოსმეტიკის ხაზით ჩვენ ვიყიდებით თბილისში რამდენიმე მაღაზიაში, სადაც ძირითადად ნატურალური კოსმეტიკა იყიდება. საუბარია ხარისხიან და ლიმიტირებულ პროდუქციაზე. ასევე იყიდება იოგას სტუდიოებში და მსგავს გამაჯანსაღებელ სპორტულ სივრცეებში. კოსმეტიკის ხაზში წარმოდგენილი გვაქვს: ხელის კრემი, ცივი დაწურვის ზეთები, ფუტკრის ცვილი, ფიჭვის მალამო, როზმარინის თმის ზეთი, სახის ზეთი (ე.წ. სერუმი), გვირილის ზეთი,“ - აცხადებს „მეველეს“ დამფუძნებელი ამირან გელაშვილი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა