მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.4
-0.0023
flag
AZN 1.5775
-0.0005
flag
CNY 38.863
0.0038
flag
EUR 3.1853
-0.0131
flag
GBP 3.6584
-0.0181
flag
KZT 54.2
-0.0037
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.6819
-0.0011

უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ახალი კოტეჯების მშენებლობას - „ედის დაჩა“

news image

წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ედის დაჩა“ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ობიექტი, ადგილზე მისულ სტუმარს მრავალსაუკუნოვან სახლში დასვენების შესაძლებლობას სთავაზობს. არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia სასტუმროს დამფუძნებელს ედვარდ მკრტიჩიანს ესაუბრა.


როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

ჩვენი მთავარი სიახლე უკავშირდება სასტუმროს კიდევ უფრო მეტად განვითარებას.
ახლახანს დავასრულეთ 1936 წლის სახლის მასშტაბური რესტავრაცია, შევინარჩუნეთ ძველი სტილი.

გარდა ამისა დავამატეთ ახალი სერვისები, რომელიც ვიზიტორების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს :კანიონის კიდეზე აუზი თბილი წყლით, კლდეში გამოკვეთილი ორი საუნა და ეკო-სამზარეულო კულინარიული წარმოდგენებით.

როგორ აფასებთ მოთხოვნას და დატვირთულობას მიმდინარე სეზონზე?

ამ სეზონზე, ჩვენს სასტუმროზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. რეგიონში საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს, Booking-ზე რეიტინგი 9.8. სტუმრები აღნიშნავენ ჩვენს ავთენტურობას, ეკო-მიმართულებას და სიმყუდროვეს. განსაკუთრებით პოპულარულია კანიონის ხედით ნომრები და კულინარიულ აქტივობებში მონაწილეობა.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ჩვენი მიზნები უკავშირდება გაფართოებასა და განვითარებას. უკვე პროცესში ვართ და უახლოეს მომავალში გვინდა ავაშენოთ ახალი კოტეჯები კანიონის პირას ეთნო-სტილში, თუმცა თანამედროვე ხედვით. ეს იქნება ძველისა და ახლის ჰარმონიული ნაზავი, ისე რომ საერთო კონცეფციიდან ამოვარდნილი არ იყოს, მაგრამ ამავდროულად შეინარჩუნოს თანამედროვეობის ელემენტები. ამით შევძლებთ უფრო მეტი სტუმრის მიღებას, თუმცა აუცილებლად დავიცავთ სიმყუდროვესა და ბუნებასთან ჰარმონიას.

ასევე ვგეგმავთ ეკო-ტურიზმის განვითარებას: მეტი ღონისძიების ჩატარებას სტუმრების ჩართულობით, ხეების დარგვის გაგრძელებას და ეკოლოგიური ინიციატივების გაძლიერებას.

ცნობისთვის, სასტუმროს ნომრები სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და დასვენებისთვის საჭირო ინვენტარით. საოჯახო სასტუმროს გააჩნია მოსასვენებელი სივრცე და ბარი. 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს

13.02.2026.15:10

ლიბერთის პერსონალური ბანკინგის მიმართულება, სტუდიო ლიბერთი, ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს და მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

კამპანიის განმავლობაში, სტუდიო ლიბერთის პრემიუმ ნაკრების მფლობელები შეძლებენ პერსონალური ბანკირის მომსახურების ფარგლებში გახსნან ვადიანი ანაბარი ბანკის მიერ დადგენილ საპროცენტო განაკვეთს +0.5%-დან 1.5%-მდე სარგებლით - ინდივიდუალურად განსაზღვრული პირობით ვალუტისა და ვადიანობის მიხედვით. ვადიანი ტიპის ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლარში, აშშ დოლარსა და ევროში, ხოლო საპროცენტო სარგებლის მიღება მომხმარებელს შეუძლია სურვილისამებრ, ყოველთვიურად ან ვადის ბოლოს.

სტუდიო ლიბერთის პრემიუმ ნაკრების შეძენა შესაძლებელია როგორც დისტანციურად - ვებგვერდის, ან  მობაილ ბანკის საშუალებით, ასევე, სტუდიოს უნიკალურ სივრცეში თბილისსა და ქუთაისში. პრემიუმ ნაკრების შეძენისას, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს პირადი ბანკირის მომსახურებით და  სტუდიოს ყველა უპირატესობით, მათ შორის -  მაღალი კლასის Visa Platinum/MC World Elite ბარათებით, განსაკუთრებული პირობებით საბანკო პროდუქტებზე, სტუდიოს მულტიფუნქციურ სივრცეზე წვდომით, სამოგზაურო უპირატესობებით და სპეციალური შეთავაზებებით. 

ვადიანი ანაბრების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სტუდიო ლიბერთის ვებგვერდზე: studioliberty.ge 

გახდი სტუდიო

სტუდიო ლიბერთი ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა - პირველი მრავალფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე. სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური ბანკირის მომსახურებით, იღებენ საბანკო და lifestyle პროდუქტებზე მორგებულ ექსკლუზიურ შეთავაზებებს და პრემიუმ მომსახურებას როგორც პირადი, ასევე ბიზნეს ფინანსებისთვის.

ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 50,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით.

www.studioliberty.ge აბაშიძის 70, თბილისი | გრიშაშვილის 19, ქუთაისი

სტუდიო ლიბერთი - შენი წარმატებული ცხოვრებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა