მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7204.9
-0.0174
flag
AZN 1.6019
-0.0019
flag
CNY 39.521
-0.0012
flag
EUR 3.1471
0.0188
flag
GBP 3.6424
0.0228
flag
KZT 56.63
-0.0005
flag
TRY 0.0615
0
flag
USD 2.7231
-0.0033

უახლოეს მომავალში დაიგეგმება შეხვედრები ბიზნესთან, იქნება განხილული ბიზნესასისტენტის პროექტი და ასევე სხვა საჭიროებებზეც გვექნება საუბარი - იუსტიციის სახლის თავმჯდომარე

news image

იუსტიციის სახლი ბიზნესის მხარდაჭერას ბიზნესასისტენტის პროექტით აძლიერებს. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში ​სტუმრობისას იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ აღნიშნა, რომ სატესტო რეჟიმში უკვე ჩართულია რამდენიმე ათეული კომპანია, პროექტი კი მიზნად ისახავს ბიზნესისთვის დროის დაზოგვასა და სერვისებზე მარტივი წვდომის უზრუნველყოფას.

„იუსტიციის სახლი არის ის დაწესებულება, რომელსაც ძალიან აქტიური კომუნიკაცია აქვს ბიზნესთან და ჩვენ არაერთი შეხვედრა დაგვიორგანიზებია, სადაც ხდება განხილვა იმ საკითხების, რაც აწუხებს ბიზნესს. ბუნებრივია, ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის დრო. აქედან გამომდინარეც გაჩნდა ბიზნესასისტენტის პროექტის არსებობის საჭიროება. ჩვენ პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში ახლა უკვე ჩავუშვით ეს პროექტი. რამდენიმე ათეული კომპანია არის ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. მათგან, რა თქმა უნდა, გვაქვს უკუკავშირი და ამ უკუკავშირის საფუძველზე ხდება ამ პროექტის დახვეწა და სრულყოფა, მაგრამ ერთი რამ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ პროექტმა გაამართლა, იმიტომ რომ ორიენტირებულია ბიზნესის ინტერესების დაცვაზე. უზოგავს დროს და აძლევს ყველანაირ შესაძლებლობას იმისა, რომ ძალიან მარტივად ჰქონდეს წვდომა იმ სერვისებზე, რომელიც ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლებში. ბუნებრივია ეს არ გახლავთ ბოლო წერტილი ჩვენი ამ მიმართულებით განვითარებისა. უახლოეს მომავალში რა თქმა უნდა დაიგეგმება სხვა შეხვედრები ბიზნესთან, იქ იქნება განხილული თუნდაც ბიზნესასისტენტის პროექტი და ასევე სხვა საჭიროებებზე გვექნება საუბარი და ბუნებრივია ამის საფუძველზე იუსტიციის სახლი გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს“, - აღნიშნა ვახტანგ ჟვანიამ.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image შემოსავლების სამსახურის 500-მდე სერვისი ეტაპობრივად ინტეგრირდება იუსტიციის სახლებში - ვახტანგ ჟვანია

23.03.2026.12:30

იუსტიციის სახლებში შემოსავლების სამსახურის სერვისების ინტეგრაცია იწყება. როგორც იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში ​სტუმრობისას განაცხადა, იუსტიციის სახლში მოხდა შემოსავლების სამსახურის 500-მდე სერვისის ეტაპობრივი დამატება. პირველ ეტაპზე კი 86 ყველაზე მოთხოვნადი მომსახურება გახდება ხელმისაწვდომი, რაც საერთო სერვისების რაოდენობას 1000-ზე მეტად გაზრდის.

„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე. მინდა გითხრათ, რომ შემოსავლების სამსახურის ინიციატივით იუსტიციის სახლსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გახდა საწინდარი იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის 500-მდე სერვისი ეტაპობრივად ინტეგრირდება იუსტიციის სახლებში. პირველ ეტაპზე მოხდება 86 სერვისის ინტეგრაცია, რაც ყველაზე ასე ვთქვათ პოპულარული სერვისებია შემოსავლების სამსახურისა და საბოლოო ჯამში ამის ბოლო წერტილი იქნება ის, რომ იუსტიციის სახლებში სერვისების რაოდენობა გაორმაგდება, გახდება 1000-ზე მეტი. რაც ავტომატურად ზრდის იუსტიციის სახლის დატვირთვას და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი თუნდაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, იმიტომ რომ ბუნებრივია ამ დატვირთვას იუსტიციის სახლმა უნდა გასცეს შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა