თვის ბოლოს უფრო მეტი გვეცოდინება ლიბერთისა და ბაზისბანკის გარიგების შესახებ - ირაკლი რუხაძე
თვის ბოლოს უფრო მეტი გვეცოდინება ლიბერთისა და ბაზისბანკის გარიგების შესახებ - აღნიშნულის შესახებ ლიბერთის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ირაკლი რუხაძემ ექსკლუზიურად Business Insider Georgia-სთან განაცხადა.
,,ეს საუბარი მიმდინარეობს უკვე რამოდენიმე თვეა. არის ინტერესი ბაზისბანკის მხრიდან ამას ვადასტურებ, თუმცა ამის მეტს ვერაფერს ვიტყვი იმიტომ, რომ არ ვიცი რამდენი ხანი გაგრძელდება ეს მოლაპარაკება და ჩვენ მსგავსი ლაპარაკი ბაზისბანკთან გვქონდა, ასევე რამოდენიმე წლის წინ რომელიც მერე დასრულდა იმით რომ უბრალოდ გადავწყვიტეთ გაგვეგრძელებინა დამოუკიდებლად ცხოვრება და მუშაობა. ეხლა უფრო ინტერესიურ ფაზაში ვართ, მაგრამ მაინც უნდა ვნახოთ, რაღაც დრო უნდა გავიდეს - რაღაცეები კიდევ მოსალაპარაკებელია, რაღაც თემები დარჩა და უფრო ალბათ სადღაც თვის ბოლოსთვის უფრო მეტი მეცოდინება", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.06.2025.18:01
SOLO Education-ისა და Anglo-Georgia-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ექსკლუზიურად SOLOმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, დიდ ბრიტანეთში, Paris Saint-Germain-ის აკადემიისსაზაფხულო ბანაკზე ისარგებლონ 15%-იანი ფასდაკლებით.
საზაფხულო ბანაკის ფარგლებში, 8-17 წლამდე მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ იცხოვრონ დაივარჯიშონ Paris Saint-Germain-ის აკადემიაში, მოინახულონ ინგლისის ცნობილი სტადიონები - ადგილები, სადაც ფეხბურთის ისტორია იწერება.
Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკი 20 ივლისიდან – 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით Anglo-Georgia-ს, ნომერზე: 579 20 10 00 განაცხადების მიღება 9 ივნისამდე მიმდინარეობს, ადგილები შეზღუდულია.
ამასთან, 9 ივნისს დაესწარით SOLO Education-ის შეხვედრას და გაიგეთ მეტი PSG Academy UK-ის შესახებ.