მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7072.9
0.0023
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 38.298
-0.0009
flag
EUR 3.1619
-0.0107
flag
GBP 3.5966
-0.0244
flag
KZT 52.45
0.0013
flag
TRY 0.0631
-0.0001
flag
USD 2.6979
0.0001

ტურისტების რაოდენობის მხრივ 2025 წელი ძალიან დადებითად შემიძლია შევაფასო - შოთა ბურჯანაძე

news image

 საბოლოო ჯამში 2025 წელმა მოლოდინებს გადააჭარბა, - აცხადებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრას ესწრებოდა.

ბურჯანაძის განმარტებით, ტურისტების რაოდენობის მხრივ წლევანდელი წელი წარმატებული იყო. 

„მიმდინარე წლის დასაწყისი ტურიზმის სფეროსთვის არც თუ ისე სახარბიელო იყო, თუმცა საბოლოო ჯამში 2025 წელმა მოლოდინებს გადააჭარბა. ტურისტების რაოდენობის მხრივ წლევანდელი წელი ძალიან დადებითად შემიძლია შევაფასო. მისასალმებელია შეხვედრები ბიზნესებსა და ტურიზმის ადმინისტრაციას შორის.  ვინაიდან გვაქვს შესაძლებლობა ერთმანეთს გავუზიაროთ ის გამოწვევები, იდეები და პრობლემები, რომლებიც აქტუალურია ტურიზმის სფეროში“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე 2025 წლის ტურისტული სეზონი შეაჯამა. სხვადასხვა ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტებს, მარკეტინგულ კამპანიებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ.  
შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები. მაია ომიაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, მაღალშემოსავლიანი ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და საქმიანი ტურიზმის (MICE) მიმართულების გაძლიერებას. ამ კუთხით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კომბინირებულ მარკეტინგულ კამპანიებს ატარებსმიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორის: ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
აღნიშნული ტენდენცია 2026 წელს არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ მოხდება ტურისტული შეთავაზებებისა და პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება, ასევე გაფართოვდება კერძო სექტორის გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამები და სხვ.
შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ის, რომ საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება.
შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას ტურიზმის განვითარებაში.
შეხვედრის დასასრულს, ბიზნესის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის დარგის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა

18.12.2025.16:23

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ პრაქტიკული ციფრული უნარების გასაძლიერებლად კიდევ ერთ ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა.

კურსი განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც სურთ, გაიგონ:

• როგორ შექმნან პროფესიონალური ვიზუალური კონტენტი Canva-ს დახმარებით;

• როგორ მოამზადონ სოციალური მედიის პოსტები, ვიდეოები და სარეკლამო მასალები ერთიანი ვიზუალური სტილით;

• როგორ გააძლიერონ ბრენდის აღქმა ციფრულ არხებში მინიმალური რესურსებით;

• როგორ გამოიყენონ Canva, როგორც ყოველდღიური მარკეტინგული ინსტრუმენტი.

კურსს უძღვება ციფრული მარკეტერი ლაშა ხორგუაშვილი, რომელიც მონაწილეებს Canva-ს გამოყენების შესახებ პრაქტიკულ რჩევებსა და რეალურ მაგალითებს გაუზიარებს.

კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

„დღეს ციფრულ არხებში ეფექტიანი კომუნიკაცია ბიზნესს კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში ეხმარება. ახალი კურსით გვინდა, მცირე და საშუალო ბიზნესებს გავუზიაროთ მარტივი და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები, რომლებიც მათ პროფესიონალური და ეფექტიანი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და ბიზნესკურსის პლატფორმის კიდევ უფრო განვითარებას განვაგრძობთ”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, მარკეტინგის, ფინანსების, გაყიდვებისა და სხვა მიმართულებებით ცოდნა გამოცდილი სპეციალისტებისგან მიიღოს. კურსები ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზეა მორგებული, ხოლო პლატფორმა მუდმივად ახლდება.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360°-ის ნაწილია. ესაა პლატფორმა, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა