მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082
-0.0006
flag
AZN 1.5951
-0.0005
flag
CNY 38.071
-0.0007
flag
EUR 3.1385
-0.0132
flag
GBP 3.6014
-0.0277
flag
KZT 50.41
0.003
flag
TRY 0.0648
-0.0002
flag
USD 2.7117
-0.0008

Turebi.Ge-ის ტურისტული შეთავაზებები 2025 წლის ზამთრის სეზონისთვის

news image

ევროპა, ტაილანდი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, კატარი, ეგვიპტე - ეს ის მიმართულებებია, რაზედაც Turebi.Ge-ს შემთხვევაში მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება.

Turebi.Ge - ეს არის ყველა ტურისტული სერვისი ერთ სივრცეში. კომპანიაში Turebi.Ge, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა, საზღვარგარეთ დასვენების ყოველწლიურ ზრდაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ საქართველოშიც აქტიურად დაიწყეს წინასწარი ჯავშნების გაკეთება და, შესაბამისად, ზამთრის დასვენებაზე ჯავშნების მიღება აქტიურად 2 თვის წინ დაიწყო.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ნინი ადამია აცხადებს, კატარისა და ეგვიპტის მიმართულებით თბილისიდან ინიშნება ჩარტერული რეისები, რაც ამ ქვეყნებში მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს გახდის.

„ზამთრის პერიოდზე ძალიან მოთხოვნადია ევროპაში საშობაო ბაზრობების მიმართულებები. ასევე, ძალიან მოთხოვნადია ტაილანდის მიმართულება. 21 ნოემბრიდან იწყება პირდაპირი ფრენები ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით. ასევე აქტიურია დოჰა და აბუ დაბი. სიახლე გვაქვს ის, რომ 15 ოქტომბრიდან ინიშნება კატარში ჩარტერული რეისები. თბილისი-დოჰა-თბილისის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია Georgian Airways-ი შეასრულებს კვირაში 2 სიხშირით. შესაბამისად, დოჰასა და თბილისს შორის რეგულარულ რეისებს კვლავინდებურად Qatar Airways-ი შეასრულებს, ხოლო ჩარტერულ რეისებს - Georgian Airways-ი. Georgian Airways-ის ჩარტერული რეისებზე გაყიდვები ხდება ტურპაკეტების სახით და ძალიან იაფი ჯდება დოჰაში მოგზაურობა. ოქტომბერში არის 1+1 აქცია და 550 ლარიდან შეგიძლიათ დოჰაში 3-დღიანი მოგზაურობა დაგეგმოთ.

რაც შეეხება შარმ-ელ-შეიხის მიმართულებას, აქ რეისებს კვირაში ერთი სიხშირით Air Cairo განახორციელებს. ეგვიპტეს შემთხვევაში, 6 ღამიანი ტურის ღირებულება 1600-1700 ლარიდან იწყება. ეგვიპტეზე გეტყვით, რომ დაახლოებით იგივე ფასებია, რაც შარშან იყო. Georgian Wings-ის შემთხვევაში გვქონდა 7 ღამიანი ტურები, ხოლო Air Cairo-ს შემთხვევაში - 6 ღამიანი ტურები.

ევროპის შემთხვევაში განსაკუთრებით მოთხოვნადია პრაღა, ვენა, ბუდაპეშტის კომბინირებული ტურები, პარიზი თავისი დისნეილენდით. ზოგადად ევროპის ქალაქები მოთხოვნადია, მით უმეტეს, ქუთაისიდან საკმაოდ დაბალი ტარიფებით არის ფრენები შესაძლებელი“, - განმარტავს ნინი ადამია.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მიიღე საქართველოს ბანკის სტიპენდია თბილისის კომუნიკაციის სკოლაში და დაეუფლე ახალ პროფესიას

10.10.2025.18:27

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, მათთვის, ვისაც პროფესიის ცვლილება ან/და კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, ახალ პროექტს ახორციელებს.

ინიციატივის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში და დაეუფლონ სასურველ პროფესიას სრული დაფინანსებით.

პარტნიორ აკადემიებს შორისაა თბილისის კომუნიკაციის სკოლა (commschool), სადაც სტიპენდიის მიღებას დაინტერესებული პირები მათთვის საინტერესო მიმართულებაზე შეძლებენ.

ამისათვის, მათ უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი და გაიარონ გასაუბრება.
აპლიკაციების მიღება 15 ოქტომბრამდე მიმდინარეობს. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge

თბილისის კომუნიკაციის სკოლა უკვე მე-8 წელია ქმნის ხარისხზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს აქტუალურ დარგებში, რომელიც კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს იყვნენ კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი დასაქმების ბაზარზე. 

ამ ეტაპზე სკოლა აერთიანებს 30+ პროგრამას ხელოვნური ინტელექტის (AI), მონაცემების, მარკეტინგის, დიზაინის, IT მენეჯმენტისა და პროგრამირების მიმართულებით. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სტუდენტთა კმაყოფილების დონე (CSAT) 96%-ია, ხოლო კურსის წარმატებით დასრულების მაჩვენებელი თითქმის 80% აღწევს.

კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტები კურსდამთავრებულთა კლუბში ირიცხებიან, რომლის ფარგლებშიც სარგებლობენ სპეციალური შეთავაზებებით, დახურული ღონისძიებებითა და კომპანიის პარტნიორების შეთავაზებებით.

სკოლის შესახებ დამატებით ინფორმაციასა და კურსების ჩამონათვალს შეგიძლია გაეცნოთ ვებ-გვერდზე www.commschool.ge

პროგრამები განსხვავდება ფორმატის, ხანგრძლივობისა და შინაარსის მიხედვით და თითოეული მათგანი დაფუძნებულია პრაქტიკულ სწავლებას.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა