მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7109.6
0.015
flag
AZN 1.5762
-0.0005
flag
CNY 38.812
0.0007
flag
EUR 3.1802
0.002
flag
GBP 3.6578
0.007
flag
KZT 54.49
0.0039
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6799
-0.0008

თუ პროგრამირება გაინტერესებს, დარეგისტრირდი Code IT-ზე - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

news image

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის, ICT ასოციაციის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი Code IT, რომელიც პროგრამირებით დაინტერესებულ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს 9 ტექნოპარკსა (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ოზურგეთი, კასპი, გურჯაანი, ახმეტა, თელავი) და 6 დამატებით ლოკაციაზე (მესტია, გორი, საგარეჯო, პანკისი, რუსთავი, ფოთი) შეისწავლოს კოდირების საფუძვლები.

Code IT-ის პროგრამაზე სწავლის მსურველებმა, 22 თებერვლამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. სწავლა 10 მარტს დაიწყება. მონაწილეების შერჩევა მათ მიერ შესრულებული დავალებისა და გასაუბრების შედეგად მოხდება.

ინფორმაციისთვის, პროგრამა ინტერაქციული სწავლების მეთოდით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეები მუშაობენ პრაქტიკულ დავალებებზე, კურსის დასრულების შემდეგ კი ქმნიან ფინალურ პროექტს, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, შეადგინონ პროფესიული პორტფოლიო.

ამასთან, Code IT-ის ფარგლებში, მონაწილეები ესწრებიან ვებინარებს, სადაც აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ რჩევები და გაიარონ კონსულტაციები კარიერული განვითარების მიმართულებით.

სატრენინგო მოდული 3 მიმართულებას აერთიანებს:

• HTML & Css

• JavaScript & Responsive Page

• React

პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები მიიღებენ სერტიფიკატს და შესაძლებლობას, გააგრძელონ სწავლა მომდევნო მოდულებზე. აღსანიშნავია, რომ პროგრამა სრულად არის დაფინანსებული.

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია „ჟირაფი ჟოზეს“ სამომავლო გეგმები - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან

16.02.2026.17:00

„ჟირაფი ჟოზე“ არის საბავშვო ანიმაციური პერსონაჟი, რომელიც YouTube-სა და სხვადასხვა საბავშვო პლატფორმაზე გვხვდება სასწავლო/გასართობ ვიდეოებში. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს გიორგი მარშანიას ესაუბრა.

- როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენ ვქმნით საბავშვო საგანმანათლებლო ანიმაციას, რომელიც ძირითადად YouTube პლატფორმისთვისაა განკუთვნილი. ჩვენი საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. იდეა შემოქმედებითად უფრო ადრე ჩამოყალიბდა, თუმცა პროექტს რეალური სახე სწორედ 2017 წელს მივეცით.

მომხმარებლებს ვთავაზობთ ალტერნატიულ, მხიარულ მეგობარს ბავშვებისთვის განათლებისა და შემეცნების გზაზე. ეს არის უცხოური ანალოგების ქართული ალტერნატივა, რომელიც ქართველი მშობლებისთვის მნიშვნელოვან დამხმარეს წარმოადგენს, როგორც არაფორმალური, ისე ფორმალური განათლების პროცესში. „ჟირაფი ჟოზე“ ბავშვების კარგი მეგზურია, რასაც ადასტურებს ისიც, რომ მას სკოლებსა და ბაღებში თავად მასწავლებლები და აღმზრდელები აქტიურად იყენებენ. პროექტი გათვლილია სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე.

- როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნა სტაბილურად მზარდია, რადგან საქართველოში ერთის მხრივ ქართული ანიმაციის, ხოლო მეორეს მხრივ საინტერესო საგანმანათლებლო რესურსების დეფიციტია. ბავშვებისთვის სხვადასხვა საგნის შესწავლასა და უნარ-ჩვევების განვითარებას მრავალფეროვანი, მათთვის საინტერესო მეთოდები სჭირდება, თუმცა ასეთი რესურსები ნაკლებად არის. „ჟირაფი ჟოზე“ ავსებს ორივეს ნაკლებობას და სწორედ ამიტომ სარგებლობს დიდ პოპულარობით როგორც ბავშვებში, ისე მშობლებში.

- რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

პირდაპირი კონკურენტები „ჟირაფ ჟოზეს“ პრაქტიკულად არ ჰყავს. მისი უპირატესობა მკვეთრად გამოხატულ საგანმანათლებლო ხაზში მდგომარეობს: ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით თითოეულ სიტყვას და სერიას, არ ვიყენებთ ნეგატიურ ფორმულირებებს და ვცდილობთ, რომ ბავშვის ფსიქოლოგიისთვის შესაფერისი დეტალები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ.

აღნიშნულ დეტალებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, რადგან ვიცით „ჟოზე“ ერთგვარი სამაგალითო პერსონაჟი, მასწავლებელი და აღმზრდელია.

- როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ჩვენი სამომავლო გეგმები პირველ რიგში „ჟირაფ ჟოზეს“ ეხება, გავაგრძელეთ სერიების გამოქვეყნება. პერიოდულად ვთავაზობთ მაყურებელს ახალ სერიებს. ცოტა ხნის წინ საფეხბურთო კლუბ „გაგრასთან“ თანამშრომლობით ახალი სერია გამოვაქვეყნეთ, რომლის მთავარი მიზანი სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციაა. მომავალში ვგეგმავთ მინიმუმ ორი ახალი სერიის დამატებას.

გარდა ამისა, აქტიურად ვფიქრობთ ჩვენი პროდუქციის გაფართოებაზე. ამჟამად ჟოზეს პროდუქტების მრავალფეროვან სიაში ბოლო სიახლეები არის ნატურალური წვენები და კრეკერი, რომლის განვითარება/გაფართოება ჩვენი სამომავლო გეგმების ნაწილია.

კიდევ ერთი მსხვილი პროექტი, რომელზეც დიდი ხანია ვფიქრობთ და ახლა დავიწყეთ მუშაობა არის „ჟოზეს“ სრულმეტრაჟიანი მულტფილმი. ვჩქარობთ, რომ საახალწლოდ მოვასწროთ. ამჟამად სცენარის კორექტირებები მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა დაინტერესება მაღალია. ამას გარდა, გვაქვს სხვა პროექტებიც: „დრაკონი დუქსი“ და სერიალი „ღუშები“, რომელიც „ჟოზეს“ საახალწლო სერიაში გამოჩნდა. მასზე ცალკე სერიების მომზადებას ვგეგმავთ, ამ ეტაპზე ორი სერია მზად გვაქვს და გვსურს კიდევ დავამატოთ.

ასევე შევქმენით ახალი არხი, რომელზეც ძალიან მალე დავიწყებთ ვიდეოების ატვირთვას. არხი მოიცავს ლექსად მოყოლილ ძილისპირულ ზღაპრებს. დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის ზღაპრების, მათ შორის ხალხური ზღაპრების გაცოცხლება.

გარდა ამისა ვიწყებთ ახალ საბავშვო YouTube გადაცემას, რომელიც იქნება არანიმაციური და საკმაოდ განსხვავებული. გადაცემაში გამოჩნდება ბავშვებისთვის ძალიან საყვარელი წამყვანი, პერსონაჟი, მეგობარი, რომელიც მათ მხიარული ფორმით შესთავაზებს საგანმანათლებლო კონტენტს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა