მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7111
0.0011
flag
AZN 1.6031
0.0003
flag
CNY 38.283
0.0007
flag
EUR 3.2034
0.0066
flag
GBP 3.6759
0.0034
flag
KZT 49.84
0.0019
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.7263
0.0005

თუ პროფესიის შეცვლა გსურს, გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში სრული დაფინანსებით

news image

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ახალ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის 100%-იანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

პარტნიორ პროფესიულ სასწავლებლებს შორის ერთ-ერთი აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაა, სადაც პროფესიის ცვლილებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ კონდიტერისა და მზარეულის სასერტიფიკატო პროგრამებზე.

სტიპენდიის მისაღებად, თითოეულ პროფესიულ სასწავლებელს სხვადასხვა კრიტერიუმი აქვს შემუშავებული.

საქართველოს კულინარიის აკადემიაში სწავლით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ვებგვერდზე, ჩააბარონ შიდა ტესტირება და გაიარონ გასაუბრება.

საქართველოს ბანკის ახალი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, აპლიკაციების მიღება 15 ოქტომბრამდე მიმდინარეობს. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge

ინფორმაციისთვის, კულინარიის აკადემია 10 წელზე მეტია საქართველოში პროფესიული განათლების განსხვავებულ და წარმატებულ ისტორიას ქმნის. მისი კურსდამთავრებულები იკავებენ წამყვან პოზიციებს სხვადასხვა კომპანიაში, თავად აარსებენ კვების ობიექტებს, სწავლას აგრძელებენ საერთაშორისო წამყვან კულინარიულ სკოლებში, ახორციელებენ საკონსულტაციო საქმიანობას და მართავენ ახალი რესტორნების გახსნასთან დაკავშირებულ პროექტებს, კულინარიული გადაცემების ჟიურის წევრები და პროდიუსერები არიან, კულინარიული შოუების გამარჯვებულები ხდებიან.

საქართველოს ბანკის ინიციატივაში 7 პარტნიორი პროფესიული აკადემია ჩაერთო, მათ შორის არიან: აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია; Tbilisi School of Communication; Academy of Digital Industry; Smart Academy; IT Academy STEP; Headvice; BDO Academy.

ამასთან, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს დელეგაცია საქართველოს ესტუმრა

02.10.2025.20:26

ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ. 

ინვესტორები  საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ, სადაც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული პროექტები მოინახულეს, დეტალურად გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ადგილობრივ კულტურულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნული ტურის ფარგლებში, რომელსაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მაღალი რანგის შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, “აჭარის ეკონომიკური განვითარების ხედვის” ღონისძიების ფარგლებში.

დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი  კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: „Asas Makeen Real Estate Development“, „TAM Group“  „Capital Club Dubai“, „Sports District“ და სხვ.
აღნიშნული ტური ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ინვესტორთა მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა