მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

თუ ხართ თვითდასაქმებული, გაიგეთ, როგორ მიიღოთ საბანკო მომსახურება

news image

თუ ხართ თვითდასაქმებული, გაქვთ აგრო მეურნეობა, ან ხართ რეპეტიტორი, ძიძა, ხელოსანი, ფრილანსერი თუ სხვა. როგორც არ უნდა იღებდეთ შემოსავალს, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას გაძლევთ ისარგებლოთ საბანკო პროდუქტებით.

რა ტიპის საბანკო პროდუქტებზე გაქვთ წვდომა?

თვითდასაქმებულებს საქართველოს ბანკში ყველა იმ საბანკო პროდუქტსა თუ სერვისზე აქვთ წვდომა, რომელსაც ოფიციალურად დასაქმებული პირები იღებენ. მათ შორის:

ანგარიში და ბარათები - თანხის მისაღებად და გადასარიცხად, საყიდლებისთვის და ყოველდღიური ოპერაციების განსახორციელებლად;

მობილბანკით და ინტერნეტბანკით სარგებლობა - ფინანსების მარტივად და სწრაფად სამართავად;

ანაბრები - თანხის შესანახად და სარგებლის მისაღებად;

საკრედიტო პროდუქტები, მათ შორის:

o სამომხმარებლო სესხი - ნებისმიერი საჭიროებისთვის;

o იპოთეკური სესხი - სახლის შესაძენად ან გასარემონტებლად;

o ავტოსესხი - მანქანის შესაძენად;

o განვადება - სასურველი ნივთის შესაძენად;

o ნაწილ - ნაწილ გადახდით თანხას 4 ტოლ ნაწილად ყოფთ და იხდით ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს ნივთი (ეფექტური 0%);

o საკრედიტო AmEx ბარათი - გადახდებით შესაძლებლობა გაქვთ დააგროვოთ MR ქულები.

*გაითვალისწინეთ, რომ საბანკო პროდუქტებს შესაძლოა ჰქონდეს მომსახურების საკომისიო.

როგორ ისარგებლოთ საკრედიტო პროდუქტებით თუ თვითდასაქმებული ხართ

საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობისთვის, საჭიროა თქვენი შემოსავლის დადასტურება. ეს პროცესი კი რამდენიმე ეტაპისგან შედგება.

1. შეამოწმეთ თქვენი საკრედიტო შესაძლებლობები. მისი შემოწმება თქვენთვის სასურველი არხიდან მარტივად შეგიძლიათ.

o საქართველოს ბანკის მობილბანკი: აპლიკაციაში გადადით „ჰაბში“, აირჩიეთ „სესხი“ და შეავსეთ განაცხადი;

ნახეთ მარტივი ვიდეოინსტრუქცია და დეტალურად გაიგეთ როგორ მოითხოვოთ ან წინასწარ გამოთვალოთ მაქსიმუმ რა თანხაზე მიგიწვდებათ ხელი.

o ცხელი ხაზი: შეგიძლიათ დარეკოთ 032 2 444 444-ზე და ოპერატორის დახმარებით შეამოწმოთ თქვენი საკრედიტო შესაძლებლობები;

o ფილიალი: დაჯავშნეთ ვიზიტი და ეწვიეთ ახლოს მდებარე სერვისცენტრს.

2. შემდეგი ეტაპი - შემოსავლების დადასტურებაა

განაცხადის დაფიქსირების შემდეგ, საქართველოს ბანკის თანამშრომელი დაგიკავშირდებათ, რომელსაც მოუყვებით თქვენი საქმიანობის შესახებ, ვიდეოზარის მეშვეობით დაათვალიერებს სამუშაო გარემოს ან საჭიროებისამებრ ადგილზე მოვა.

შემოსავლის დადასტურების შემდეგ, კი თქვენთვის ხელმისაწვდომი ხდება ყველა საკრედიტო პროდუქტი.

ასე, რომ თუ ხართ თვითდასაქმებული, შეგიძლიათ ყველა საბანკო პროდუქტით ისარგებლოთ, აისრულოთ სურვილები ან განავითაროთ თქვენი საქმიანობა.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ახალი ბრენდები და ინოვაციური მაღაზიის კონცეფციები - ისთ ფოინთი მომხმარებელს განახლებულ შოპინგ-გამოცდილებას სთავაზობს

11.12.2025.16:00

წელს ისთ ფოინთი ახალ წელს განსაკუთრებულად ხვდება.

12 დეკემბერს, 10:00 საათიდან ისთ ფოინთი სტუმრებს ახალ სივრცეში უმასპინძლებს, რითიც მათი შოპინგ-გამოცდილება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და სასიამოვნო გახდება. ადგილზე მოსულ სტუმრებს, დახვდებათ ახალი ბრენდები და სრულიად ახალი მაღაზიის კონცეფციები.

განახლებული სივრცის გახსნას თან ახლავს საახალწლო სეზონის დასაწყისიც.

12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ისთ ფოინთის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ისთ ფოინთი ტრადიციულად საახალწლო დღეების ათვლას ნაძვის ხის ანთებით იწყებს. წელს კი სტუმრებს სრულად განახლებული, თანამედროვე დეკორაციებით მორთული გარემო და ჯადოსნური ნაძვის ხე დახვდებათ.

საზეიმო ღონისძიება 12 დეკემბერს, 19:00 საათზე, ისთ ფოინთის მთავარ მოედანზე გაიმართება, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ:

  • ახალი ნაძვის ხის საზეიმო ანთება;
  • განახლებული საახალწლო დეკორაციები
  • ცოცხალი მუსიკა;
  • სანტების ფლეშმობი;
  • გორის გოგონათა მუსიკალური გუნდის გამოსვლა;
  • საახალწლო თემატიკის ფოტოზონები.

ასევე ბევრი სიურპრიზი, რაც სტუმრებს საახალწლო განწყობას კიდევ უფრო აუმაღლებს და ღონისძიებას კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

გვესტუმრეთ ისთ ფოინთში და გახდით ამ ჯადოსნური დღის ნაწილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა