მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

თუ ხარ მოსწავლე, დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

news image

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში გაზაფხულის სემესტრზე მიღება დაიწყო და 2 მარტამდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, უკვე მეოთხე წელია STEM სკოლის პროექტს კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

ინიციატივის ფარგლებში VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აქვთ, გაიარონ STEM სკოლის ერთწლიანი სასწავლო კურსი ონლაინ და მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.

ამასთან, განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 90 მოსწავლეს სწავლას უფინანსებს - 60 უმაღლესი ქულის მქონე ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 კი - 50%-იან გრანტს იღებს.

„საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებაა. სწორედ ამ მიზნით, ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორის არის კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შექმნილი STEM სკოლა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს VII-XI კლასის მოსწავლეებს, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა მომავლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების - STEM მეცნიერებების მიმართულებით. რაც მთავარია, სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან ჩაერთონ გაკვეთილებზე - ეს კი განათლებას ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომს ხდის. ყოველწლიურად პროექტისადმი ინტერესი იზრდება - დღეისათვის, STEM სკოლა 2000-მდე მოსწავლეს აერთიანებს, რომელთაგან 300-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია”, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: იდეათეკები – საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, ევერესტი, ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს  csr.bog.ge.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სასტუმრო ტელეგრაფის ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet” პირველ გამოფენას მასპინძლობს

20.04.2026.16:26

სასტუმრო ტელეგრაფში, სილქნეტის მხარდაჭერით, ახალი სივრცე გაიხსნა, რომელიც გამოფენებსა და სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს და სტუმრებს მრავალფეროვან გამოცდილებას შესთავაზებს.

ახალ დარბაზში პირველი გამოფენა მულტიმედიური არტისტის, ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრების გამოფენას დაეთმო. ეს მხატვრის ბოლო ერთი წლის მანძილზე შექმნილი ექსპოზიციაა.ნახატები მისტიკურ და სიურეალისტურ პეიზაჟებს ბუნდოვან ჰორიზონტებთან აერთიანებს. ფერწერის და გრაფიკის გარდა, ავტორი კოლაჟებს, ინსტალაციებს, არტ ობიექტებს და ვიდეოარტს ქმნის. მისი ნამუშევრები დაცულია გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, იაპონიის, აშშ-ს, საბერძნეთის, შვეიცარიის, ჩინეთის, თურქეთის და საქართველოს კერძო კოლექციებში.

“სილქ როუდ ჯგუფი, კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა ხელოვნების მხარდაჭერით. ეს ახალი სივრცეც არის ამის ერთ-ერთი დასტური, იმ მნიშნვნელოვანი დიდი პროქტების გარდა, რასაც კომპანია ახორციელებს. მიხარია, რომ ამ სივრცის გახსნა ჩემი ნამუშევრებით მოხდა. უმეტესად ეს არის ბოლო 1 წლის მანძილზე შექმნილი ნამუშევრები, ჯერ არსად არ გამოფენილა და პირდაპირ ჩემი სტუდიოდან გადმოვიდა ამ სივრცეში.” - მხატვარი ტატო ახალკაციშვილი.

სილქნეტისა და “სილქ ჰოსფითალითის” თანამშრომლობით, არაერთი გამოფენა გამართულა, თბილისის და წინანდლის საგამოფენო სივრცეებში. გასულ წლებში რედისონში ლევან ჭოღოშვილის, ზურა აფხაზის ნამუშევრები გამოიფინა. ასევე სილქნეტის მხარდაჭერით წინანდალში აბსტრაქციონისტი ფერმწერის, ჯიბსონ ხუნდაძის, გრაფიკოსის, ფერმწერის, თეატრის მხატვრის კირილ ზდანევიჩის, ავანგარდი სცენოგრაფის, ირაკლი გამრეკელის და ფერმწერის ფელიქს ვარლას გამოფენები გაიმართა. საგამოფენო სივრცე გვირაბში სეზონი თანამედროვე არტისტის ლია ბაგრატიონის ინსტალაციებით გაიხსნა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა