თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში
საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ემიგრანტებისთვის მობილბანკში გზავნილების მორიგი კამპანია დაიწყო.
კამპანია განკუთვნილია საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. კამპანიის ფარგლებში თუკი ემიგრანტი საკუთარ თავს გაუგზავნის გზავნილს ან გაანაღდებს თანხას მობილბანკით, შეძლებს ყოველდღიურად 1000₾, ხოლო კამპანიის ბოლოს 10,000₾ მოიგოს. თითოეული მიღებული 150 ლარი, გათამაშების ერთ ბილეთს ნიშნავს. (მაგ. თუ გზავნილით 450 ლარს მიიღებთ, 3 ბილეთს დააგროვებთ)
აქცია 20 ოქტომბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება. მონაწილეობისთვის აუცილებელია: იყოთ ბანკის მომხმარებელი, გაუგზავნოთ გზავნილი საკუთარ თავს და გაანაღდოთ თანხა საქართველოს ბანკის ინტერნეტ ან მობილბანკში.
კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული კამპანიის გარდა, საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში გაორმაგებული გზავნილების კამპანია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ყოველი 30 000-ე გზავნილის გამნაღდებელს შესაძლებლობა აქვს მიღებული გზავნილი გაიორმაგოს.
ამასთანვე, საქართველოს ბანკის მობილბანკით ან ინტერნეტბანკით გზავნილის მიღებისას შეგიძლიათ გზავნილი სტანდარტულთან შედარებით, უკეთესი კურსით დააკონვერტიროთ.
სხვა სიახლეები
21.10.2025.15:08
ზოგჯერ ცხოვრების გზა მოულოდნელად იცვლის მიმართულებას, როცა საკუთარ თავს ვუსმენთ და შინაგან ხმას ვენდობით. ნესტან მამაცაშვილისა და „რინგოვეტის“ ამბავიც სწორედ ასეთია. ეს არის ისტორია, რომელიც გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება დიდი სიყვარულით დაწყებული იდეა სოციალურად ღირებულ ბიზნესად იქცეს.
ყველაფერი ნესტანის ცხოვრების მთავარი სიყვარულით, ოთხფეხა მეგობრით, სახელად რინგოთი დაიწყო. 14-წლიანი მეგობრობის შემდეგ, რინგოსთან დამშვიდობებამ ნესტანის ცხოვრება და ხედვა სრულიად შეცვალა. მან გაბედა, რინგოს სახელზე „რინგოვეტი“ შეექმნა - ვეტერინარული სერვისები ადგილზე გამოძახებით.
კორპორატიული სამსახურიდან სოციალურ მისიამდე
ნესტანის სურვილი, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეეტანა, იმდენად დიდი იყო, რომ კორპორაციული სამსახური დატოვა.
„ზოგადად, როცა ცხოვრებაში რამე პრობლემას ვეჩეხები, შემიჩნდება ხოლმე ჭია, არ მასვენებს და სასწრაფოდ მინდება ამ პრობლემის გადაჭრა.“
სწორედ ეს ჟინი გახდა მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა.
ცხოველებზე ზრუნვა და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო და რჩება ნესტანის მთავარ გამოწვევად.
„მუდმივად უნდა ეცადო, დაარწმუნო გარემო და ხალხი, რომ იმ პატარა მხარდაჭერასა და თანადგომას დიდი შედეგის მოტანა შეუძლია. ეს ყოველდღიურად ურთულესი რამაა”, - ამბობს ნესტანი.
იგი მუდმივად ეძებს თანამოაზრეებს, რომლებიც მზად არიან, საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ საქმეში. „რინგოვეტმა“ კი სულ რაღაც ერთწლიანი გამოცდილებით, დაამტკიცა, რომ ბიზნესიდეამ გაამართლა.
„რწმენას ჯადოსნური ძალა აქვს და იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე გვგონია.“
ნესტანისა და „რინგოვეტის“ ამბავი გვაჩვენებს, რომ რწმენას და სურვილს, რომ სცადო და ხორცი შეასხა საკუთარ იდეას, ყოველთვის აქვს აზრი. ხოლო ის, რამაც ნესტანის ყოველდღიურობა გარდაქმნა, დღეს უამრავი ცხოველის ცხოვრებას ცვლის უკეთესობისკენ.
"ჟინი მაინც გამოიყვანს" საქართველოს ბანკის ახალი გზავნილია ბიზნესებისთვის, რომლებიც არ ჩერდებიან. საქართველოს ბანკი უკვე არაერთი წელია, ფინანსური, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური შესაძლებლობებითა, სექტორული კვლევებით, ღონისძიებებითა და სხვა ინიციატივებით, ბიზნესს აქტიურად უჭერს მხარს, ამასთანავე, საზოგადოებას წარმატებული მეწარმეების ისტორიებს აქტიურად აცნობს.