მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
შაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7029.3
-0.0405
flag
AZN 1.5873
-0.0034
flag
CNY 37.706
0.0028
flag
EUR 3.1536
0.017
flag
GBP 3.6399
0.0124
flag
KZT 50.38
0.0006
flag
TRY 0.0658
-0.0002
flag
USD 2.6984
-0.0067

თუ ადამიანს უყვარს გასტრონომია, აუცილებლად უნდა მიიღოს „გემო ფესტში“ მონაწილეობა - „შუშვანელა“

news image

გურიაში გამართულ გასტრონომიულ ფესტივალზე – „გემო ფესტზე“, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნილმა ახალმა ბრენდმა „შუშვანელამ“ ფესტივალის სტუმრების მოწონება დაიმსახურა.

ბრენდის ავტორი და შეფი, თამარ ლომთათიძე, ამბობს, რომ „შუშვანელას“ კერძები იმდენად მოეწონათ „გემო ფესტის“ სტუმრებს, რომ უკვე სამომავლოდ გასამართ ფესტივალებში მონაწილეობაც შესთავაზეს. 

„ბრენდი შეიქმნა სპეციალურად „გემო ფესტისთვის“ და წარმოვადგინეთ მოხარშული სიმინდი გურული სუნელით და ასევე შემწვარი ღომის ბალიშებზე შემწვარი ღორის ხორცი ტყემლის ორფერიანი ჟელეთი. გაყიდვებით მართლაც, რომ ძალიან კმაყოფილები ვართ. ბევრი ადამიანი მოვიდა დააგემოვნა ჩვენი კერძები. ამდენ სტუმარს არ ველოდი.

„გემო ფესტში“ მონაწილეობა მივიღე იმისათვის, რომ ჩემი ტყემლის ჟელე, რომელიც ჩემი საფირმო პროდუქტია გაესინჯა საზოგადოებას. სურვილი გვაქვს, რომ სამომავლოდ ბრენდი შევინარჩუნოთ და ჩვენი კვების ობიექტი გავხსნათ. 

თუ ადამიანს უყვარს გასტრონომია და ეს მისია აუცილებლად უნდა მიიღოს „გემო ფესტში“ მონაწილეობა, რათა საზოგადოებას გააცნოს თავისი კერძები და ისედაც ბიზნესის წარმართვის არის კარგი - საკმაოდ ბევრი შემოთავაზება მივიღეთ სხვადასხვა ფესტივალებიდან“, - აცხადებს თამარ ლომთათიძე.

აღსანიშნავია, რომ 23-24 აგვისტოს შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გასტრონომიული ფესტივალი „გემო ფესტი“ გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს გამოცდილმა შეფმზარეულებმა ტრენინგი ჩაუტარეს და შედეგად 13 მონაწილე შეირჩა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი გურული კერძები, რომლებიც ფესტივალის სტუმრებმა დააგემოვნეს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-12 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

27.08.2025.10:39

საქართველოს ბანკის „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ მე-12 ნაკადზე მონაწილეთა მიღება დაიწყო. ამჯერად, პროგრამა 16, 17 და 18 სექტემბერს ბათუმში გაიმართება. 

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ხელშეწყობით ხორციელდება.

პროგრამა ქალ ლიდერებს იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს და ოთხ  ღირებულებაზეა დაშენებული, ესენია: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება და თანამშრომლობა. 

პროგრამის ერთ-ერთი პირველი ეტაპი სამდღიანი ინტენსიური ვორკშოპია, რომელსაც სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები უძღვებიან.

პროგრამის ფარგლებში, მეწარმე ქალები:

  • სპეციალურად ამ პროგრამისთვის შემუშავებულ 3 კურსს businesscourse.ge-ზე გაივლიან და სერტიფიკატებს მიიღებენ;
  • დამატებით რესურსებსა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საინფორმაციო შეხვედრაზე მუდმივი წვდომა ექნებათ;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის ჯგუფურ და ინდივიდუალურ მხარდაჭერას მიიღებენ;
  • ისარგებლებენ გრანტის მიღების შესაძლებლობით და პრაქტიკული მხარდაჭერით (ქოუჩინგით) მიღებული გრანტების აღსრულების ეტაპზე;
  • შეიძენენ ახალ პროფესიულ კონტაქტებს და მიიღებენ გამოცდილებას სხვა მეწარმეებისგან;

„საქართველოს ბანკისთვის ქალ მეწარმეთა გაძლიერება და მათი ბიზნესის განვითარებაში მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, უკვე მე-12 ნაკადის ფარგლებში ვაგრძელებთ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას, რომელიც ცოდნის, გამოცდილებისა და პრაქტიკული მხარდაჭერის ერთიან ეკოსისტემას ქმნის. გვჯერა, რომ პროგრამაში მონაწილე ქალები საკუთარი იდეების რეალიზაციას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში კიდევ უფრო დიდი წვლილის შეტანას შეძლებენ,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა