TTE ROOMS – ის 2025 წლის შეფასება : ზრდა, ნდობა და ახალი ეტაპი გასართობ სექტორში
ბოლო წლების განმავლობაში გასართობი ინდუსტრია მნიშვნელოვნად შეიცვალა. 2021 წელს, თბილისში გამოჩნდა TTE ROOMS - კომპანია, რომელმაც ადამიანისთვის დადებითი ემოციების მინიჭება თავიდანვე არა როგორც უბრალო შესაძლებლობა, არამედ როგორც სტრატეგიულად დაგეგმილი ბიზნეს-პროდუქტი განიხილა.
თითქმის ხუთწლიანი საქმიანობის შემდეგ, TTE ROOMS -ი ყოველთვიურად მასპინძლობს ასობით სტუმარს და ქმნის უნიკალურ ბალანსს ადგილობრივ და საერთაშორისო აუდიტორიას შორის: სტუმრების დაახლოებით 50% ადგილობრივია, ხოლო დანარჩენი 50% - სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები, განსაკუთრებით ევროპიდან. ეს შედეგი შემთხვევითი არ არის. კომპანია თავიდანვე ავითარებდა უნივერსალურ კონცეფციას, რომელიც ერთნაირად გასაგები და მიმზიდველია, როგორც ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ასევე უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებისთვის, რომლებსაც აქვთ დიდი მოლოდინები მომსახურებისა და ხარისხის მიმართ.
TTE ROOMS -ის ბიზნეს-მოდელის საფუძველში დგას ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგია - “ვუმასპინძლოთ მცირე ჯგუფებს, თუმცა ვაჩუქოთ მათ უზარმაზარი ემოციები” - ამბობს TTE ROOMS -ის დამფუძნებელი, ემილ სარქისიანი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და არა რაოდენობა. სწორედ ამ სტრატეგიის შედეგია მომხმარებელთა მაღალი ნდობა. კომპანიის Google-ის რეიტინგი ამ დროისთვის 4.9 ქულაა, დაახლოებით 300 შეფასებით, რაც გასართობ ინდუსტრიაში ერთ-ერთ მთავარ რეპუტაციულ ინდიკატორად ითვლება.
კომპანიის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა კორპორატიული სეგმენტი. TTE ROOMS-მა წარმატებით მოარგო საკუთარი პროდუქტი სხვა ადგილობრივი კომპანიების მოთხოვნებს, მასპინძლობს სხვადასხვა კომპანიების ჯგუფებს და ქმნის ეფექტურ თიმბილდინგ ღონისძიებებს.
2025 წელი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. წინა წელთან შედარებით გაიზარდა გაყიდვების რაოდენობა, ხოლო ბრენდი გახდა უფრო მეტად ცნობადი. გაიზარდა მოთხოვნა კომპანიებისგან, რომელთათვის ჩატარდა არაერთი საინტერესო გასართობი ღონისძიება.
ჩვენი გამოცდილება ლოგიკურ საფუძვლად იქცა გაფართოებისათვის. 2026 წელს TTE Rooms გეგმავს ახალი ფილიალის გახსნას, რომლის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია. ახალი სივრცე შესთავაზებს სტუმრებს რამდენიმე განსხვავებულ თამაშს, განახლებულ სცენარებს და ერთდროულად უფრო დიდი ჯგუფების მიღების შესაძლებლობას. კომპანიისთვის ეს ნაბიჯი ნიშნავს გადასვლას უფრო სისტემურ, სტრუქტურირებულ ბიზნეს-მოდელზე.
TTE ROOMS -ის ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ მზარდი კონკურენციის პირობებში წარმატებას აღწევენ ისინი, ვინც ყურადღებას აქცევს დეტალებს, ხარისხს და რეპუტაციას. სწორედ ამ მიდგომამ რამდენიმე წელიწადში მცირე ადგილობრივი პროექტი საერთაშორისო აუდიტორიაზე ორიენტირებულ, სტაბილურ და მზარდ ბიზნესად აქცია, რომელსაც აქვს მკაფიო ხედვა მომავლისკენ.
სხვა სიახლეები
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის,
„გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
29.12.2025.10:58
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, „არქის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და ბიზნესპარტნიორი გახდა.
„ძალიან მიხარია, რომ ისეთ მასშტაბურ და უნიკალურ პროექტში ვაკეთებ ინვესტიციას, როგორიც „გრანდ ავენიუა“. სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდანვე იფიქრო სამომავლო საქმიანობაზე, რომ შენს შრომას და მიღწევებს სათანადო გაგრძელება ჰქონდეს. მსოფლიოს ბევრ ქალაქში ვყოფილვარ და ჩემი აზრით, „გრანდ ავენიუ“ ისეთი პროექტია, რომელიც ბევრ ქალაქს დაამშვენებდა. ის ნამდვილად იქნება ქალაქის ახალი ცენტრი“ - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
„სპორტსმენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კარიერის ადრეული ეტაპიდანვე იფიქრონ მომავალზე. ეს ჩემი გამოცდილებითაც ვიცი, რადგან მეც არაერთი ინვესტიცია გამიკეთებია აქტიური სპორტსმენობის დროს.
ამიტომ ძალიან სასიხარულოა, რომ ბიჭები უკვე იწყებენ მომავალზე ფიქრს და ორმაგად სასიხარულოა, რომ იმ კომპანიაში აკეთებენ ინვესტიციას, სადაც მე ვარ ერთ-ერთი პარტნიორი. ეს მათი პირველი ნაბიჯებია ბიზენესში და მიუთეთებს მათ ინტელექტსა და წინდახედულობაზე“ - ამბობს ზაზა ფაჩულია.
არქის გუნდში სჯერათ, რომ ხვიჩა კვარაცხელია თავის წვლილს შეიტანს პროექტის განვითარებაში:„ძალიან გვიხარია, რომ კიდევ ერთი ლეგენდა შემოუერთდა „გრანდ ავენიუს“. თქვენ იცით, რომ ინვესტორები არიან გიორგი მამარდაშვილი და თორნიკე შენგელია, ასევე უკვე 7 წელზე მეტია ზაზა ფაჩულია არის არქის პარტნიორი. ამ თანავარსკვლავეთში ხვიჩას დამატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „გრანდ ავენიუს“ მასშტაბურობას.“ - განაცხადა არქის გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა.
„Grand Avenue“ არის პროექტი, რომელიც თბილისში, დინამოს სტადიონთან ახლოს, ც. დადიანის ქუჩაზე მდებარეობს. აქ უმაღლესი დონის საცხოვრებელ კომპლექსებთან ერთად, გათვალისწინებულია ყოვლისმომცველი ინფრასტრუქტურის მოწყობა, თანამედროვე არქიტექტურა და ლანდშაფტის დიზაინი, 11 ჰექტარი გამწვანებული სივრცე, მეგა ჯიმი, პადელ ცენტრი, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, 36 მეტრიანი შიდა და გარე აუზი - ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისთვის, მუშაობისა და განტვირთვისთვის.