მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7111.4
-0.0047
flag
AZN 1.6102
-0.0014
flag
CNY 37.998
-0.0042
flag
EUR 3.0924
-0.0166
flag
GBP 3.6682
-0.009
flag
KZT 54.05
0.0036
flag
TRY 0.0704
-0.0002
flag
USD 2.7383
-0.0014

„წნული“ წარმოების გაფართოებასა და ტურიზმის სექტორში შესვლას გეგმავს

news image

მონაწილეობა მივიღეთ ქალაქ ბათუმში გამართულ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენაში „EBIT 2025“. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის დამფუძნებელმა დავით პარკაძემ განუცხადა.   

მონაწილეობა მივიღეთ  ქალაქ ბათუმში გამართულ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენაში, რომელმაც საკმაოდ კარგად ჩაიარა და გვაქვს ახალი შემოთავაზებები ძირითადად, სასტუმროების მხრიდან. ამ ეტაპზე, სეზონის შესაბამისად, გარე ექსტერიერის ავეჯის ახალ დეტალებზე ვმუშაობთ. ამ კუთხით დაინტერესება საკმაოდ მაღალია

საწარმოს თვალსაზრისით, ყველა ხარჯი დათვლილია. თვის ბოლოს გვექნება  რამოდენიმე მოლაპარაკება და შემდეგ დაფინანსებაზე წარვადგენთ დოკუმენტაციას. სავარაუდოდ, ამ წლის ბოლომდე ძირითადი სამუშაოები დაიწყება ახალ ბაზაზე გაშენების თვალსაზრისით, რომელიც სოფელ ლამისყანაში განთავსდება. საწარმოში იქნება გადამამუშავებელი ნედლეულის, ხის და რკინის საამქრო, ასევე განვავითარებთ აგრო ტურიზმის მიმართულებას და  დაახლოებით ხუთ კოტეჯს განვათავსებთ დამსვენებლებისათვის. რეალურად ეს იქნება არამარტო ტურისტებისთვის, არამედ ახალგაზრდებისთვისაც. ზაფხულობით მოვაწყობთ ბანაკს და ძალიან ბევრ ადამიანს მივცემთ შესაძლებლობას რომ ჩამოვიდეს ჩვენთან და დაესწროს ღია მასტერკლასებს. ეხლაც, გამოფენაზე მასტერკლასები ჩავატარეთ და დიდი დაინტერესება გამოიწვია ახალგაზრდებში. ძალიან ბევრს აქვს სურვილი რომ შეისწავლოს ხელსაქმე. პარალელურად, ვმუშაობთ ადგილობრივ კოლეჯთან და როგორც კი ნედლეულს გავაშენებთ დავიწყებთ ინტენსიურ გადამზადების კურსებს. კასპში დაიგეგმება პირველი სწავლების კურსი და გადამზადებული კადრები ჩვენთან დასაქმდებიან.  7 წელია ამისთვის ვემზადებით და ყველა ხელს გვიწყობს. სახელწიფოც მაქსიმალურად ჩართულია ჩვენს განვითარებაში. რა თქმა უნდა ის დონორები, მხარდამჭერები ვინც იყვნენ და დაგვაფინანსეს აქტიურად არიან ჩართულები ჩვენს გვანვითარებაში და არ წყვეტენ ჩვენს მხარდაჭერას. ჩვენც არ ვიშურებთ ძალისხმევას რომ ჩვენი სრულყოფილი, გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც გვაქვს გაწერილი დაახლოებით 4-5 წელზე რაც შეიძლება სწრაფად შევასრულოთ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საძოვრების იჯარით გაცემის მე-14 ეტაპის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

22.05.2025.17:07

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 21 მაისიდან ხელმისაწვდომია 8611.56 ჰექტარი საძოვრის იჯარით აღება. განცხადებების მიღება 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

გამოქვეყნებულია 138 ერთეული (8611.56 ჰა) იჯარით გასაცემი საძოვრის მონაცემები: სამცხე-ჯავახეთის - 18 (1,478.93 ჰა), კახეთის - 48 (3,930.22 ჰა), ქვემო ქართლის - 28 (2,069.48 ჰა), შიდა ქართლის - 13 (379.02 ჰა), მცხეთა-მთიანეთის - 6 (97.03 ჰა), იმერეთის - 18 (622.67 ჰა), სამეგრელო-ზემო სვანეთის - 5 (25.21 ჰა), რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის - 2 (9.01 ჰა).

სახელმწიფო პროგრამის ცამეტი ეტაპის ფარგლებში, სულ გამოქვეყნდა 527 საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები, საერთო ფართობით 50, 375.49 ჰა. დღეის მდგომარეობით, იჯარით გაცემულია 222 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 20, 760.85 ჰა. 55 მიწის ნაკვეთი (7,370.70 ჰა) გაიცა აუქციონის გზით, ხოლო 167 ერთეული (13, 390.15 ჰა) - პირდაპირი გადაცემის გზით.

მე-14 ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge;  www.mepa.gov.ge).

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს უწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას. 

მე-14 ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://land.gov.ge/Ge/Projects/Ongoing/1013

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა