მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

„წნული“ მომხმარებელს ხელნაკეთი კალათების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს

news image

„წნული მომხმარებელს ხელნაკეთი კალათების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს სოციალური საწარმო „წნულის“ დამფუძნებელმა დავით პარკაძემ განუცხადა.

შევიძინეთ ლაზერული დანადგარი, რომლის მეშვეობით სამუშაო პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივდა და დაჩქარდა. ჩვენი მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო - შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც სწრაფად მზადდება და ამავდროულად ინარჩუნებს ხარისხსა და ესთეტიკას.
პროდუქცია გადავიყვანეთ ხის ძირზე, რაც გულისხმობს, რომ კალათები შესრულებულია ხისა და წნულის კომბინაციით - ძირი არის ხის, ხოლო დანარჩენი ნაწილი მოქსოვილია წნულისგან. შედეგად, პროდუქტი გამოდის უფრო მყარი, ფორმაში სწორად დაცული და ვიზუალურად გამორჩეული.

დღესდღეობით განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა მსგავსი ტიპის პროდუქციაზე, რადგან მომხმარებლისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სხვადასხვა პროდუქტის როგორც ესთეტიკურად, ისე პრაქტიკულად განთავსება.

ვთანამშრომლობთ არაერთ კომპანიასთან - არა მხოლოდ სააღდგომო პერიოდში, არამედ მთელი წლის განმავლობაში. განსაკუთრებით აქტიურია თანამშრომლობა პურ-ფუნთუშეულის მწარმოებლებთან და იმ ბიზნესებთან, რომლებიც კალათებს ბოსტნეულისა და სხვა პროდუქციისთვის იყენებენ. ამ მიმართულებით, ვთანამშრომლობთ ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილთან“, „სუპერმარკეტ საბურთალოსთან“ და სხვა მსხვილ კომპანიებთან.

ამჟამად, ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილია როგორც ინდივიდუალური კალათები, ასევე სამეული კომპოზიციები. გვაქვს სხვადასხვა ფორმა: მრგვალი, ოთხკუთხედი და მართკუთხედი, სადაც მარტივად თავსდება სააღდგომო კვერცხები, პასკები და სხვა პროდუქტები.

კალათები გამოირჩევა როგორც პრაქტიკულობით, ისე ესთეტიკით, რაც მათ იდეალურ არჩევანად აქცევს როგორც საჩუქრისთვის, ისე სადღესასწაულო სუფრისთვის.
ფასი იწყება 19 ლარიდან, სამეული კალათების ღირებულება 150–200 ლარის ფარგლებში მერყეობს. კორპორატიული შეკვეთების შემთხვევაში, ფასი რაოდენობის მიხედვით იცვლება.

მოთხოვნა მუდმივად მაღალია. ახალი პროდუქციის გამოშვებისას კი განსაკუთრებით მატულობს “, - აცხადებს დავით პარკაძე.

ინფორმაციისთვის, სოციალური საწარმო „წნული“ 2017 წელს შეიქმნა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე

16.04.2026.18:00

თუ გსურთ, ბავშვებისთვის ისტორიის გაკვეთილები ნამდვილ მოგზაურობად აქციოთ, საშაბათო სკოლა ჩემოდანი უნდა გაიცნოთ. ეს სივრცე ნათია მეტრეველმა 2022 წელს ერთი მიზნით შექმნა - სურდა, პატარებისთვის საგანმანათლებლო პროცესი ემოციური და ინტერაქციული გზით გამოეცოცხლებინა.

ნათია იმ მიზანდასახულ მეწარმე ქალებს შორისაა, რომლებმაც მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის, EBRD-ის და საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობით ხორციელდება და უშიშარ, ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.

ექსპედიცია წარსულში და ძიებით სწავლების მეთოდი

საშაბათო სკოლა ჩემოდანში თითოეული შაბათი პატარა ექსპედიციაა, სადაც მოზარდებიმოვლენების მიზეზების ამოხსნას, კრიტიკულ დაკვირვებასა და დამოუკიდებელ აზროვნებასსწავლობენ. ნათია ამბობს, რომ სკოლის მთავარი ძალა ის ადამიანები არიან, რომლებმაც ამ იდეასპირველივე დღიდან ნდობა გამოუცხადეს:

“ჩვენი ლექტორები არ არიან უბრალოდ მასწავლებლები, რომლებიც ინფორმაციასგადასცემენ ბავშვებს. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და ძვირფასი ამბები “ჩაალაგეს ჩემოდანში”. საბოლოოდ ბავშვებს სწორედ მათიანთებული თვალები და ენთუზიაზმი ამახსოვრდებათ ყველაზე მეტად.”

პროფესიონალების რჩევები და ბიზნესის ახლებური ხედვა

ნათიასთვის, როგორც მეწარმისთვის, მნიშვნელოვანი იყო, დაენახა საკუთარი საქმიანობის სრულისურათი და დახმარება პროფესიონალებისგან მიეღო:

“მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილებაჩემთვის იყო შესაძლებლობა, სრულიად ნეიტრალურ სივრცეში, სხვადასხვა დარგისპროფესიონალებისთვის გამეზიარებინა ჩემი გეგმები და მათგან მიმეღო დროული, საჭირო რჩევები”.

ამ შეხვედრებმა და ექსპერტების რჩევებმა ნათიას ბიზნესის სტრატეგიულად დაგეგმვაში შეუწყოხელი. მან ზუსტად დაინახა საკუთარი ძლიერი მხარეები და გაიცნო უამრავი საინტერესო, ძლიერიქალი, რაც დამწყები მეწარმისთვის უდიდესი შთაგონების წყაროა.

რა გეგმები აქვს საშაბათო სკოლას?

მიღებული ცოდნა და სტრატეგიული ხედვა პირდაპირ აისახა საშაბათო სკოლის სამომავლოგეგმებზე. გუნდმა უკვე დაიწყო ახალი პროექტი პატარებისთვის. პარალელურად, აქტიურადმზადდება საზაფხულო პროგრამაც. სექტემბრიდან კი სკოლა განახლებული ენერგიით დაბრუნდება, რათა მოსწავლეებთან ერთად კვლავ განაგრძოს საინტერესო ადგილებისა თუ ამბების აღმოჩენა.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომელშიც ნათიამ მონაწილეობა მიიღო, პლატფორმაბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პლატფორმა აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს, მათ შორის საგანმანათლებლორესურსებს, ინდივიდუალურ პროგრამებსა და სექტორულ ანალიზს. პლატფორმის შესახებ სრულინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა