მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

„წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა

news image

თანამედროვე ეკონომიკაში ქალთა მონაწილეობა დღეს უკვე პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ ზრდასთან, ინოვაციებთან და ბიზნესის მდგრად განვითარებასთან. შესაბამისად, სულ უფრო იზრდება იმ ინიციატივების რაოდენობა, რომლებიც ქალთა გაძლიერებას, პროფესიული შესაძლებლობების გაფართოებასა და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. სწორედ ქალთა გაძლიერების ინიციატივების დანერგვისთვის მიიღო „თეგეტა ჰოლდინგმა“ ჯილდო.

გენდერული თანასწორობის საკითხებზე სასაუბროდ გაერთიანდნენ ბიზნესლიდერები, საერთაშორისო პარტნიორები და დარგის ექსპერტები EBA4Women Signature Forum-ზე, რომელიც ევროპული ბიზნესასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ კორპორაციული გამოცდილების გაზიარებას, რომელიც ბიზნესსექტორისთვის სამაგალითოა. ამ მნიშვნელოვან პლატფორმაზე საკუთარი სტრატეგიული მიდგომებით წარდგა „თეგეტა ჰოლდინგი“. კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა. „თეგეტას“ საქმიანობის 30-წლიან ისტორიაში ის პირველი ქალი CEO-ა, რომელიც ჰოლდინგს ჩაუდგა სათავეში.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „2019 წლიდან „თეგეტა“ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია. ამ გზაზე უკვე წლებია, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა ჩვენი ჩართულობა ქალთა გაძლიერების პროცესში კიდევ უფრო აქტიური და ეფექტიანი გავხადოთ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა კომპანიაში დასაქმებულთა 75%-ს კაცები შეადგენენ. ჩვენთვის თანამშრომლებს შორის ინკლუზიური და თანასწორი გარემოს ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, ვგეგმავთ და ვახორციელებთ გენდერული თანასწორობის მიმართულებით მრავალფეროვან ინიციატივებს, ვქმნით ისეთ გარემოს, რომელიც, ერთი მხრივ, ჩვენი გუნდის წევრებს საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას აძლევს, ხოლო მეორე მხრივ, საავტომობილო ინდუსტრიაში ქალ პროფესიონალებს იზიდავს. ეს კი უკვე აისახება გაუმჯობესებულ ციფრებსა და გარემოში“.

„ბიზნესგადაწყვეტილებები ინკლუზიური ზრდისთვის - მზრუნველობაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო“ - ასე ერქვა პანელურ დისკუსიას, რომლის ფარგლებშიც ეკატერინე ქავთარაძემ „თეგეტას“ ქალთა გაძლიერების პროგრამები დეტალურად წარადგინა.

„თეგეტაში“ ამჟამად 600 ქალი თანამშრომელია. ესენი არიან არა მხოლოდ მენეჯერები, არამედ ავტომექანიკოსები, ინჟინრები, სერვისის მრჩევლები. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ტრანსფორმაცია ტოპ-მენეჯმენტში, სადაც ქალთა წარმომადგენლობა 18%-დან 32.35%-მდე გაიზარდა.

„დიდ ყურადღებას ვუთმობთ ქალთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი აქვს „თეგეტა აკადემიას“ - პროფესიული განათლების პლატფორმას, რომელიც ქალებს სთავაზობს ტექნიკურ პროფესიებში კვალიფიკაციის ამაღლების კურსებსა და დასაქმების პირდაპირ შესაძლებლობას. მაგალითად, გასული წლის მონაცემებით „თეგეტა აკადემიის“ სასწავლო პროცესში ჩართულთა 21% ქალია. ამასთანავე, კომპანიაში მოქმედებს მენტორობისა და ლიდერის თვისებების განვითარების პროგრამები, რომლებიც თანამშრომლებს კარიერულ წინსვლაში მხარდაჭერას სთავაზობს და ქალებში ლიდერის პოტენციალის გაძლიერებას უწყობს ხელს“, - ამბობს ეკატერინე ქავთარაძე.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმზე „თეგეტას“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა განმარტა, რომ კომპანიაში განსაკუთრებული აქცენტი ინკლუზიური და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე კეთდება.

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image GOLD WAY-ს ახალი ლოგისტიკური ერა: 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბის ამბიცია

13.03.2026.16:00

საერთაშორისო გადაზიდვების ლიდერი კომპანია GOLD WAY, ბაზარზე 15+ წლიანი გამოცდილებით, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

პროექტი, რომელშიც კომპანია 2 მილიონი აშშ დოლარის რეინვესტირებას ახორციელებს, არ წარმოადგენს მხოლოდ სასაწყობე ფართის ზრდას — ეს არის მაღალტექნოლოგიური, მულტიფუნქციური პლატფორმის შექმნა, რომელიც საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის მართვის თანამედროვე სტანდარტებს აწესებს.

სტრატეგიული ეკოსისტემა და მულტიფუნქციურობა

ახალი კომპლექსის მდებარეობა გაფორმების ეკონომიკური ზონის (გეზ-ის) უშუალო სიახლოვეს შემთხვევითი არ არის. ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი, რათა შეიქმნას ერთიანი ოპერაციული ეკოსისტემა, სადაც საბაჟო პროცედურები და სასაწყობე ოპერაციები ერთმანეთთან სინქრონიზებულია.

საწყობის ფუნქციური დატვირთვა სცილდება სტანდარტულ შენახვას:

A კლასის ინფრასტრუქტურა: 7,500-დან 10,000 კვ.მ-მდე ფართობი სრულად ადაპტირებულია სხვადასხვა ტიპის, მათ შორის მაღალტექნოლოგიური და სპეციფიკური მოთხოვნების მქონე პროდუქციისთვის.

ინტელექტუალური დისტრიბუცია: ჰაბი აღჭურვილი იქნება ტვირთების ნაკადების მართვის ოპტიმიზებული სისტემით.

Cross-Docking ოპერაციები: მინიმალური დაყოვნების პრინციპი, რაც უზრუნველყოფს ტვირთის სწრაფ როტაციას და ეფექტურობას.

A კლასის საწყობის მასშტაბი და ტექნოლოგიური უპირატესობა

პროექტის მასშტაბურობა მის ტევადობაშიც აისახება — 10,000-დან 12,000 პალეტამდე ერთდროული განთავსების შესაძლებლობა GOLD WAY-ს აძლევს რესურსს, მოემსახუროს როგორც მსხვილ კორპორაციულ კლიენტებს, ისე საერთაშორისო ტრანზიტულ ნაკადებს.

კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს "მწვანე ინჟინერიას". შენობის არქიტექტურა ინტეგრირებულია გარემოსთან, ხოლო მზის ენერგიის პანელების სისტემა საწყობს ენერგოდამოუკიდებელ და ეკოლოგიურად სუფთა ობიექტად აქცევს. ეს მიდგომა ხაზს უსვამს GOLD WAY-ს კორპორაციულ პასუხისმგებლობას და პრემიალურ ხედვას — განვითარება მდგრადობის ხარჯზე.

პროექტის განხორციელების ფაზები

პროექტის რეალიზაცია მიმდინარეობს მკაცრად გაწერილი გრაფიკით, რაც კომპანიის პროფესიონალიზმსა და მართვის მაღალ კულტურაზე მიუთითებს:

1. პირველი ფაზა: დაპროექტება და სამშენებლო ნებართვების მოპოვება, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა, წარმოადგენს ფუნდამენტს, სადაც თითოეული დეტალი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია მოყვანილი.

2. მეორე ფაზა: ითვალისწინებს აქტიურ სამშენებლო პროცესებს და გამოყენებული იქნება უახლესი საინჟინრო გადაწყვეტილებები.

3. მესამე ფაზა: ექსპლუატაციაში გაშვება და სრული ინტეგრაცია GOLD WAY-ს გლობალურ ლოგისტიკურ ქსელში.

ლიდერის ხედვა

აღნიშნული ინვესტიციით, GOLD WAY კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ როლს, როგორც ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი მოთამაშე. ეს არ არის მხოლოდ ბიზნესის გაფართოება; ეს არის განაცხადი იმაზე, რომ ქართული ლოგისტიკური კომპანია მზად არის უპასუხოს გლობალურ გამოწვევებს და თავის პარტნიორებს შესთავაზოს პრემიალური, უსაფრთხო და მაღალტექნოლოგიური ლოგისტიკური გარემო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა