მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

წლის დასასრულს მომხმარებელს ახალ კოლექციას შევთავაზებთ - „სიზმარა“

news image

სიზმარა არის ქართული საბავშვო ბრენდი, რომელიც ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და აწარმოებს ხარისხიან, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციას. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს მაგდა ზიბზიბაძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

2025 წელი ჩოხა რომპერების შექმნით დავიწყეთ - კოლექციით, რომელმაც ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებული დიზაინი საბავშვო მოდაში თანამედროვე სტილით შემოიტანა. ახალმა მოდელებმა დიდი გამოხმაურება მიიღო და ბრენდის წლიური მიმართულებაც განსაზღვრა.

წლის დასასრულს კი კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარვადგენთ, ეს არის ზღაპრული თემატიკის პიჟამოებისა და ხალათების კოლექცია.

რბილი მასალები, კომფორტული ჭრები და თბილი ილუსტრაციები მიზნად ისახავს ბავშვებისთვის მშვიდი, ფერადი და მყუდრო ძილის რიტუალის შექმნას, პიჟამოების და ხალათების კოლექციის სახელია "იყო და არა იყო რა", რომლის მთავარი კონცეფციაა დედა, რომელიც ძილის წინ შვილს გულზე ხელს ადებს და ზღაპრის მოყოლას იწყებს, სიტყვებით "იყო და არა იყო რა", შემდეგ კი თითოეული ჩვენგანი თავად წერს თავის პატარის ზღაპარს.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

ასორტიმენტი მრავალფეროვანია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს შევუქმნათ ისეთი ონლაინ გარემო, რომელშიც შეძლებს ახალშობილისთვის ყველა საჭირო ნივთების შეძენას. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ დაახლოებით 50-მდე სახეობის პროდუქტს, რომელსაც მომხმარებელი უკვეთავს ბავშვის ზრდის ნებისმიერ ეტაპზე.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

მთავარი სამომავლო გეგმაა „სიზმარა“ გახდეს ხელშესახები ბრენდი, ამისთვის თავდაუზოგავად ვმუშაობთ და ვფიქრობ შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

ცნობისთვის, „სიზმარას“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალური მედიის პლატფორმებზე (Facebook, Instagram). გარდა ამისა, გარკვეული პროდუქცია, მაგალითად, ჩოხა რომპერები და გრავირებული ნივთები, მზადდება წინასწარი შეკვეთის საფუძველზე.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოში პირველად: Café del Mar-ის სახელობის Beach Club

12.03.2026.12:00

საქართველოში, ტურიზმის განვითარების ნაწილში, იწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი - პროექტ VR Shekvetili Forest~Beach-ის ფარგლებში, შავი ზღვის სანაპიროზე იგეგმება საერთაშორისო ბრენდის - Café del Mar-ის სახელობის VR Signature Beach Club-ის გახსნა, რომელიც მსგავსი კონცეფციის მქონე პირველი სივრცე იქნება, ქვეყნის მასშტაბით.

Café del Mar-ის Beach Club-ები და კონცეფციური სივრცეები წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს მასშტაბით, მაგალითად ესპანეთში, მალტაზე, ტაილანდში, მექსიკასა და სხვადასხვა ცნობილ ლოკაციებზე. ლეგენდარული Ibiza- ბრენდი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია განსაკუთრებული მუსიკალური ატმოსფეროთი, ლაუნჯ კულტურითა და მზის ჩასვლის უნიკალური ხედებით, ახლა უკვე საქართველოს სტუმრებსა და ადგილობრივებს სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.

VR Shekvetili Forest~Beach-ის სივრცეში შექმნილი Beach Club სტუმრებს შესთავაზებს ხმელთაშუა ზღვის ატმოსფეროს, ავთენტურ ლაუნჯ გამოცდილებას, მსოფლიო დონის DJ სეტებსა და განსაკუთრებულ საღამოებს მზის ჩასვლის ფონზე. შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ეს სივრცე მიზნად ისახავს არა მხოლოდ გართობის, არამედ ცხოვრების ახალი სტილის შექმნას, სადაც ბუნება, მუსიკა და მსოფლიო ბრენდის ენერგია ერთიანდება.

VR Holding-ში აღნიშნავენ, რომ ეს ინიციატივა საქართველოს ტურისტულ რუკაზე ახალ, საერთაშორისო მნიშვნელობის მიმართულებას შექმნის და ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მაღალი დონის დასვენებისა და გასართობი გამოცდილების მაძიებელი სტუმრებისთვისა და ინვესტორებისთვის.

VR Holding-ის მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი - თინათინ სამხარაძე აღნიშნავს:

„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოში პირველად ვმასპინძლობთ ისეთ საერთაშორისო ბრენდს, როგორიცაა Café del Mar. ეს არის სივრცე, რომელიც მხოლოდ Beach Club არ იქნება - ეს არის ემოცია, ცხოვრების სტილი და გამოცდილება, რომელიც აერთიანებს მუსიკას, ბუნებასა და მაღალი ხარისხის გასართობ კულტურას. გვჯერა, რომ VR Shekvetili Forest~Beach-ში შექმნილი ეს ახალი ადგილი სწრაფად იქცევა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების საყვარელ ლოკაციად”.

ახალი Beach Club-ის გახსნა სტუმრებს დაუვიწყარ ზაფხულს ჰპირდება 2026 წელს. ეს არის ადგილი, სადაც ზღვა, ტყე და მსოფლიო ბრენდის ენერგია ერთიანდება. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა